თქვენს შეკითხვებს პასუხობს უროლოგი, მედიცინის დოქტორი ალეკო ხელაია
თბილისი, M 300 არაგველი, წინანდლის ქ. 9, უროლოგიის ეროვნული ცენტრი, IV სართული; საკონტაქტო ტელეფონი 8 55 30 50 51, 69 91 96 ელექტრონული მისამართი: alex_gruzinski@mail.ru მიღების საათები 9 – 16 საათი (სასურველია წინასწარი ჩაწერა ტელეფონით) შაბათ – კვირას შეთანხმებით
კითხვა: გამარჯობა, მაქვს ესეთი კითხვა – რამდენად შესაძლებელია ქლამიდიოზის ზუსტი დიაგნოზის დადგენა და რამდენად ხშირად ქლამიდიოზი იწვევს უშვილობას? გმადლობთ.
პასუხი – ერთ-ერთი ავტორიტეტული კვლევის თანახმად, ქლამიდიოზით დაავადებულთა 68,9%-ში სპერმა უვარგისი იყო განაყოფიერებისათვის. აქედან გამომდინარე, თანამედროვე რეკომენდაციებით, ყველა უშვილო მამაკაცში უნდა გამოირიცხოს ქლამიდიოზი (თუ, რასაკვირველია, არ არის სპერმატოგენეზის უხეში გარღვევები). მამაკაცში ქლამიდიოზი უნდა დადგინდეს რაც შეიძლება ადრე, წინააღმდეგ შემთხვევაში დაავადება ვრცელდება ქალზე და იწვევს პათოლოგიურ ანთებით ცვლილებებს, რაც განაპირობებს უშვილობას უკვე ქალის მხრიდან. ამიტომ ყველა საეჭვო შემთხვევაში ქორწინებამდე აუცილებელია შემოწმება და ქლამიდიოზის გამორიცხვა.
ქლამიდიოზის დასადგენად ყველაზე სარწმუნოა პცრ მეთოდი. მასალას წარმოადგენს შარდსადენი მილიდან აღებული ნაცხი ან დილის შარდი ან სპერმა.
გადასვლა საიტზე “უროლოგია” >> გადასვლა საიტზე “სექსუალური ცხოვრების კულტურა” >> …
Viewed 1805 times by 786 viewers


