შარდის შეუკავებლობა

xelaiaთქვენს შეკითხვებს პასუხობს უროლოგი, მედიცინის დოქტორი ალეკო ხელაია

თბილისი, M 300 არაგველი, წინანდლის ქ. 9, უროლოგიის ეროვნული ცენტრი, IV სართული;  საკონტაქტო ტელეფონი 8 55 30 50 51, 69 91 96 ელექტრონული მისამართი: alex_gruzinski@mail.ru მიღების საათები 9 – 16 საათი (სასურველია წინასწარი ჩაწერა ტელეფონით) შაბათ – კვირას შეთანხმებით

კითხვა: ვარ 29 წლის მამაკაცი, 2 წლის წინ ავარიის დროს დამიზიანდა ხერხემალი წელის მალების დონეზე, ზურგის ტვინის ტრავმით. ვმოძრაობ ეტლით, ვითომ ამ ყველაფერს შევეგუე, მაგრამ მტანჯავს შარდის შეუკავებლობა, ჩემით ვერ ვშარდავ, ვიდგამ კათეტერს დღეში 4-ჯერ, მაგრამ სვალედებში შარდი მაინც მეპარება, იქნებ ამისგან მაინც გამანთავისუფლოდ, რომ პამპერსი არ მჭირდებოდეს

პასუხი: აქ საქმე უნდა გვქონდეს ნეიროგენულ შარდის ბუშტთან (დეტრუზორის ჰიპერრეფლექსია) და დეტრუზორის სფინქტერულ დისსინერგიასთან. ეს ორივე ფენომენი ახასიათებს ზურგის ტვინის ტრავმას. პირველ ეტაპზე გირჩევდით შარდის ბუშტის კუნთოვანი გარსის დენერვაციას მასში სპეციალური წამლის შეყვენით, რაც მოდიხსნით შარდის შეუკავებლობას და შედეგათ თქვენ იქნებით მშრალი კათეტერიზაციების შორის. ჩემი აზრით ეს მნიშვნელოვნათ გააუმჯობესებს თქვენს მდგომარეობას.

ალეკო ხელაია…..

გადასვლა საიტზე “უროლოგია”  >>
გადასვლა საიტზე “სექსუალური ცხოვრების კულტურა” >>
Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..