
გამოიყენება შემდეგი დაავადებების დროს:
რბილი ქსოვილების ჩირქოვან-ანთებითი პროცესები კარბუნკულოზი, ფურუნკულოზი, პანარიციუმი, ჰიდრადენიტი, ლიმფადენიტი, ლიმფანგიტი, ფოლიკულიტი, პოსტოპერაციული გართულებული ჭრილობები (კანის დიდი დეფექტები), სუფთა ჭრილობები, პოსტტრავმული ღია ჭრილობები, ბანალური ოსტეომიელიტი, ქვემო კიდურების ჩირქოვან-ანთებითი პროცესები, განვითარებული სხვადასხვა დაავადებების ფონზე (მაობლიტირებელი ენდარტერიიტი, დიაბეტური ანგიოპათიები, მაობლიტირებელი ათეროსკლეროზი) ტროფიკული წყლული, პოსტტრავმული დაჩირქებული ჭრილობები, დიაბეტური ტერფი. ზერელე ექსკორაციები და სხვა ინფიცირებული ჭრილობების სამკურნალოდ.
პროქტოლოგიაში: ანალური ნაპრალები, პარაპროქტიტი, ბუასილი.
გინეკოლოგიაში: საშვილოსნოს ყელის ეროზია, კოლპიტი, ენდოცერვიციტი.
მეანობაში: კერტების ნახეთქები, შორისზე ჭრილობები.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ადგილობრივად ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური მოქმედება. აცილებს ნეკროზულ ქსოვილებს, ასუფთავებს ჭრილობას ჩირქოვანი ნადებებისგან, ხელს უწყობს ეპითელური ქსოვილის რეგენერაციას და გრანულაციური ქსოვილის განვითარებას, აჩქარებს შეხორცებით პროცესს.
ხმარების წესი: ჭრილობის ზედაპირზე ვაფარებთ სტერილურ მიტკალზე ან სამფენა დოლბანდზე თხელი ფენით წასმულ მალამოს. ღრმა ჭრილობებში მალამოს შეყვანა ხდება ტამპონით. ყოველი შეხვავის წინ ჭრილობას ვამუშავებთ ანტისეპტიური (3% წყალბადის ზეჟანგი) ხსნარით, ნახვევის გამოცვლა 24 სთ-ში ერთხელ.
გინეკოლოგია: ვაგინალური ტამპონები 8-10 სთ-ში ერთხელ.
პროქტოლოგია: ჰიგიენური აბაზანის შემდეგ პერანალურ მიდამოში ტამპონზე თხლად წასმული მალამოს საფენი 2-ჯერ დღეში.
არ იწვევს ალერგიული რეაქციებს, უკუჩვენება არ გააჩნია.
შენახვის ვადა: 3 წელი ინახება მშრალ გრილ ადგილას.
წამლის ფორმა: 25, ალუმინის ტუბი
www.medgeo.net-დან შემომავალი ბმები: კარბუნკული; ფურუნკული; ფურუნკულოზი; პანარიციუმი; ჰიდრადენიტი, ლიმფადენიტი, ლიმფანგიტი, ფოლიკულიტი; ჭრილობითი ინფექცია; ჭრილობა; ოსტეომიელიტი; ენდარტერიიტი; მაობლიტირებელი ათეროსკლეროზი; ტროფიკული წყლული; ვარიკოზული წყლული; ანალური ნახეთქი; სწორი ნაწლავის ფისტულები; პარაპროქტიტი; ბუასილი; საშვილოსნოს ყელის ეროზია; კოლპიტი; ენდოცერვიციტი; სამშობიარო ტრავმა; კერტების ნახეთქები;
Viewed 27712 times by 9468 viewers


