
თურმანიძის მალამო ბავშვებისათვის
თურმანიძის მალამოს ბავშვებისათვის ვარდისფერი შეფუთვით რეკომენდებულია საქართველოს პედიატრთა ასოციაციის მიერ.
გამოიყენება: კანის გაღიზიანების, მაცერაციის, გამოყელვის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის. სხვა ფარმაკოლოგიური წარმოების მალამოებთან შედარებით, რომლებშიც სჭარბობს სინთეზური – ქიმიური ნივთიერებები უპირატესობა ენიჭება ,,თურმანიძის მალამოს ბავშვებისათვის” მასში ბუნებრივი კომპონენტების არსებობის გამო.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: ადგილობრივად ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური მოქმედება. ხელს უწყობს ეპითელური ქსოვილის რეგენერაციას.
ხმარების წესი: მალამოს თხელიფენის შეზელვა ხდება დაზიანებულ ადგილას დღეში ორჯერ.
არ იწვევს ალერგიული რეაქციებს, უკუჩვენება არ გააჩნია.
შენახვის ვადა: 2 წელი, ინახება მშრალ გრილ ადგილას.
წამლის ფორმა:პოლიეტილენის ქილა (40 გ), ხრახნიანი თავსახურით.
___________________________________________
www.medgeo.net-დან შემომავალი ბმები: ტკივილგამაყუჩებელი (ანალგეზიური) საშუალებები; რეგენერაციის პროცესების მასტიმულირებელი საშუალებები; საშვილოსნოს ყელის ეროზია; ეპიდერმოფიტია; დაოდვილობა; გამოყელვა; ნაწოლი; სწორი ნაწლავის ფისტულები; ალერგიული დიათეზი
სხვა შემომავალი ბმები: http://www.geoanswer.net/?p=447 ![]()
strong
Viewed 100800 times by 14994 viewers


