თქვენს შეკითხვებს პასუხობს უროლოგი, მედიცინის დოქტორი ალეკო ხელაია
თბილისი, M 300 არაგველი, წინანდლის ქ. 9, უროლოგიის ეროვნული ცენტრი, IV სართული; საკონტაქტო ტელეფონი 8 55 30 50 51, 69 91 96 ელექტრონული მისამართი: alex_gruzinski@mail.ru მიღების საათები 9 – 16 საათი (სასურველია წინასწარი ჩაწერა ტელეფონით) შაბათ – კვირას შეთანხმებით
კითხვა: გამარჯობათ, ვარ 32 წლის, ორი წელია რაც მოვიყვანე ცოლი, შვილი არ გვყავს, სპერმოგარამით დამიდგინდა აზოოსპერმია. როგორ მოვიქცეთ აზოოსპერმიის დროს? რამდენათ შესაძლებელია აზოოსპერმიის განკურნება?
პასუხი: აზოოსპერმია საკმაოდ სერიოზული პრობლემაა და უშვილობის ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორია. პირველ რიგში უნდა ინახოს მისი მიზეზი და შეძლებისდაგვარად მოწესრიდგეს, რამეთუ სპერმაში გამოჩნდეს თუნდაც რამოდენიმე სპერმატოზოიდი ხელოვნური განაყოფიერებისათვის და ამით აცილებული იქნას ჩარევა სათესლე ჯირკვლებზე. თუ ეს ვერ მოხერხდა, საჭორო არის სათესლე ჯირკვლის ბიოფსია ან მინი-ღია ოპერაცია, რამეთუ მოძიებული იქნას სპერმატოზოიდები ხელოვნური განაყოფიერებისათვის. ჩემი აზრით, სხვა ტიპის მკურნალობა როგორც წესი უშედეგოა, და ამით იკარგება დრო და ის მინიმალური შანსი, რაც აზოოსპერმიის დროს ყოველთვის არსებობს.
გადასვლა საიტზე “უროლოგია” >> გადასვლა საიტზე “სექსუალური ცხოვრების კულტურა” >> …
Viewed 7773 times by 4190 viewers


