ლიზინოკორ H

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება) ლიზინოპრილი+ჰიდროქლორთიაზიდი/LISINOPRIL; HYDROCHLORTHIAZIDE
აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები ..

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომბინირებული (აგფ-ის ინჰიბიტორი და შარდმდენი), ჰიპოტენზიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.
1 ტაბ.
ლიზინოპრილი…………………     10 მპგ
ჰიდროქლორთიაზიდი……..        12.5 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ლიზინოპრილი – ანგიოტენზინ-მაკონვერტირებელი ფერმენტის ინჰიბიტორი აფერხებს ანგიოტენზინ I-დან ანგიოტენზნ II-ის წარმოქმნის პროცესს, ამცირებს ანგიოტენზინ II-ის ვაზოკონსტრიქციულ ეფექტს, სისხლის პლაზმაში ალდოსტერონის შემცველობას, საერთო პერიფერიულ სისხლძარღვოვან წინააღმდეგობას, ზრდის გულის წუთმოცულობას შეკუმშვათა სიხშირის შეუცვლელად, ამცირებს პრე- და პოსტდატვირთვას, არტერიულ წნევას.
ჰიდროქლორთიაზიდს ახასიათებს დიურეზული და ჰიპოტენზიური ეფექტი, აძლიერებს რენინის გამომუშავებას. ლიზინოპრილისა და ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაციას უფრო ძლიერიჰიპოტენზიური ეფექტი აქვს, ვიდრე თითოეულს ცალ-ცალკე. ამასთანავე, ამცირებს თიაზიდის ზემოქმედებით გამოწვეული კალიუმის დანაკარგს.

ფარმაკოკინეტიკა:
პერორალურად მიღებული ლიზინოპრილი აბსორბირდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან, საკვების მიღება გავლენას არ ახდენს მის შეწოვაზე, არ უკავშირდება პლაზმის ცილებს, არ განიცდის ბიოტრანსფორმაციას, ელიმინაცია ხდება თირკმელების საშუალებით. ლიზინოპრილის მოქმედების ხანგრძლივობას განსაზღვრავს მისი დოზა და საშუალოდ 24 სთ-ზე მეტს შეადგენს.
კნტ-დან აბსორბირდება ჰიდროქლორთიაზიდის მიღებული დოზის 60-80%, პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია 1,5-3 სთ-ში მიიღწევა, მისი მოქმედება გრძელდება 12 სთ-მდე, თირკმლის ნორმალური ფუნქციის პაციენტებში ელიმინაცია ხდება შარდის გზით შეუცვლელი სახით.

ჩვენებები:
არტერიული ჰიპერტენზია (მათ შორის რენოვასკულარული);
გულის ქრონიკული უკმარისობა (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში).

მიღების წესი და დოზირება:
დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად.
არტერიული ჰიპერტენზიის დროს საწყისი დოზაა 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ, საჭიროებისას შესაძლებელი – 2 ტაბლეტი დღეში ერთხელ. ლიზინოკორ H-ით მკურნალობის დაწყებამდე 2-3 დღით ადრე საჭიროა დიურეზული საშუალებების მოხსნა და წყალ-მარილოვანი წონასწორობის აღდგენა. პრეპარატის სრული თერაპიული ეფექტი ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან 2-4 კვირის შემდეგ.
გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში ლიზინოკორ H-ით თერაპია იწყება მცირე დოზით და შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 1/2-1 ტაბლეტს.
თირკმლის უკმარისობის დროს პრეპარატის საწყისი დოზა განისაზღვრება კრეატინინის კლირენსის გათვალისწინებით, ხოლო შემანარჩუნებელი დოზა დგინდება არტერიული წნევის მაჩვენებლებით (თირკმლის ფუნქციის, სისხლის პლაზმაში კალიუმის და ნატრიუმის კონტროლით).
ლიზინოკორ H ინიშნება დღეში ერთხელ დილით ჭამამდე ან ჭამის შემდეგ, სასურველია ერთსა და იმავე დროს.

გვერდითი მოვლენები:
ცნსის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი;
კუჭნაწლავის ტრაქტის მხრივ: დიარეა, გულისრევა, ღებინება;
სასუნთქი სისტემის მხრივ: მშრალი ხველა;
გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპოტენზია, ტაქიკარდია;
სისხლმბადი სისტემის მხრივ: აგრანულოციტოზი, ჰემატოკრიტისა და ჰემოგლობინის შემცირება (ხანგრძლივი გამოყენებისას), ერთეულ შემთხვევაში ედს-ის მატება;
ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ: ჰიპერკალიემია, კრეატინინის და შარდოვანას აზოტის მატება (განსაკუთრებით თირკმლების დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის, რენოვასკულარული ჰიპერტენზიის ფონზე);
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ანგიონევროზული შეშუპება;
შესაძლებელია: სისუსტე, ერთეულ შემთხვევაში – ართრალგია.

უკუჩვენებები:
* ანამნეზში ამფ-ის ინჰიბიტორებისადმი ანგიონევროზული შეშუპების არსებობა;
*თირკმლის არტერიების ან აორტის რკალის სტენოზი;
*თირკმლის ფუნქციების მძიმე დარღვევები;
*ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი;
* ბავშვთა ასაკი;
*პრეპარატის კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები:
* ლიზინოკორ H-ით მკურნალობის დაწყებამდე, მოსალოდნელი არტერიული ჰიპოტენზიის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა სითხისა და მარილების დანაკარგის კომპენსირება.
* პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე, ასაკოვანი და სალურეტიკებითა და ანტიდეპრესიული საშუალებებით მკურნალობის ქვეშ მყოფ პაციენტებში.
* ლიზინოკორ H-ით მკურნალობის პერიოდში საჭიროა პერიფერიული სისხლის სურათის ლაბორატორიული კონტროლი.

ჭარბი დოზირება:
არტერიული ჰიპოტენზია.
მკურნალობა – წყალ-ელექტროლიტური ბალანსის აღდგენა, საჭიროებისას სიმპტომური თერაპია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
– ლიზინოკორ H-ით და კალიუმის პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას იზრდება ჰიპერკალიემიის განვითარების რისკი (განსაკუთრებით თირკმლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში). ამიტომ, აღნიშნული კომბინაცია ინიშნება სიფრთხილით, სისხლის პლაზმაში კალიუმის დონისა და თირკმლის ფუნქციის კონტროლის ქვეშ.
– ლიზინოკორ H-ის და სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებების ერთდროული გამოყენებისას აღინიშნება ადიტიური (ერთმანეთის გამაძლიერებელი) ჰიპოტენზიური ეფექტი.
– არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (განსაკუთრებით ინდომეტაცინი) ამცირებენ ლიზინოკორ H-ის ჰიპოტენზიურ ეფექტს.
– ლიზინოკორ H-მა შესაძლოა გააძლიეროს ეთანოლის მოქმედება, ხოლო ლითიუმის პრეპარატებთან კომბინაციაში – შეაფერხოს ორგანიზმიდან ლითიუმის ელიმინაცია.

შენახვის პირობებიპრეპარატი ინახება 10-250C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.
მწარმოებელი: GMP, საქართველო

გაფრთხილება