მულტი-ტაბსი ჯუნიორი

  მულტი-ტაბსი ჯუნიორი

მულტი-ტაბსი ჯუნიორის ზოგადი ინფორმაცია

მულტი-ტაბსი ჯუნიორი. Multi-tabs Junior. პოლივიტამინები მიკროელემენტებით. აქტიური ნივთიერება – comb. drug. ათქ.კლასიფიკაციის კოდი – A11AA04. მწარმოებელი ფირმა – ფეროსან ა/ს (დანია).

მულტი-ტაბსი ჯუნიორის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

მულტი-ტაბსი ჯუნიორი. Multi-tabs Juniorგამოდის ხილის საღეჭი ტაბლეტების ფორმით. თითო საღეჭი ტაბლეტი შეიცავს:რეტინოლ აცეტატს რეტინოლზე გადათვლით (ვიტამინი A) 800 მკგ, კალციფეროლს (ვიტამინი D3) 5 მკგ, ალფა-ტოკოფეროლ აცეტატს ალფა-ტოკოფეროლზე გადათვლით (ვიტამინი E) 10 მკგ, თიამინის მონონიტრატს (ვიტამინი B1) 1,4 მგ, რიბოფლავინს (ვიტამინი B2) 1,6 მგ, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდს (ვიტამინი B6) 2 მგ, ციანოკობალამიდს (ვიტამინი B 12) 1 მკგ, ნიკოთინამიდს 18 მგ, პანთოთენის მჟავას (კალცი პანტოტენატის სახით) 6 მგ, ფოლის მჟავას 100 მკგ, ასკორბინის მჟავას (ვიტამინი C) 60 mg, რკინას (რკინის ფურამატის სახით) 14 მგ, ცინკს (ცინკის ოქსიდის სახით) 15 მგ, სპილენძს (სპილენძის ოქსიდის სახით) 2 მგ, მანგანუმს (მანგამუმის სულფატის სახით) 2,5 მგ, ქრომს (ქრომ ქლორიდის სახით) 50 მკგ, სელენს (ნატრიუმის სელენატის სახით) 50 მკგ, იოდს (კალიუმის იოდიდის სახით) 150 მკგ. არააქტიური ინგრედიენტები რომლებიც შედიან აქტიური ნივთიერებების სუბსტანციის შემადგენლობაში: საქაროზა, ჟელატინი, მოდიფიცირებული სახამებელი, ბუთილჰიდროქსიტოლუოლი, ნატრიუმის ალუმოსილიკატი, საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდები, სიმინდის სახამებელი, მონო – და დიგლიცერიდები, ჰიპრომელოზა, მალტოდექსტრინი, ნატრიუმის ციტრატი, ლიმონის მჟავა, წყალი.დამხმარე ნივთიერებებია: ქსილიტოლი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, მეთილცელულოზა, ორშენაცვლებადი კალციუმის ფოსფატი, სილიციუმის კოლოიდური ორჟანგი, ჟელატინი, გლიცეროლი 85% მონო-, დი – და ტრიგლიცერიდები, სტეარინის მჟავა, ასკორბინის მჟავა, ლიმონის მჟავა მონოჰიდრატი, ასპარტამი, გემოს შემავსებელი (ჟოლოსა და მარწყვის, ხილის), წყალი. აღწერა: მრგვალი, ბრტყელი ტაბლეტები ღია-ყვითელიდან მონაცისფრო შეფერილობით, სხვადასხვა ფერის წერტილებით.

მულტი-ტაბსი ჯუნიორის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

მულტი-ტაბსი ჯუნიორის ფასები ფარმადეპოში
მულტი-ტაბსი ჯუნიორის ფასები ავერსში
მულტი-ტაბსი ჯუნიორის ფასები psp-ში
მულტი-ტაბსი ჯუნიორის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც მულტი-ტაბსი ჯუნიორი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია მულტი-ტაბსი ჯუნიორის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

მულტი-ტაბსი ჯუნიორის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ჰიპოვიტამინოზი
  • მინერალური ნივთიერებების ნაკლებობა
  • ვიტამინებისა და მინერალების გაზრდილი მოთხოვნილება ინტენსიური ზრდის პერიოდში
  • ფიზიკური დატვირთვები გაზრდილი
  • გონებრივი დატვირთვები გაზრდილი
  • გამოჯანმრთელების პერიოდი გადატანილი ავადმოყოფობის შემდეგ
  • კვება არაბალანსირებული
  • კვება არასაკმარისი

 

მულტი-ტაბსი ჯუნიორის საფირმო აღწერიდან

ვიტამინი A (რეტინოლი)A

ხელს უწყობს ბავშვის ორგანიზმის ზრდასა და განვითარებას. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის ფორმირებაში, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს სხვადასხვა ინფექციების მიმართ, უზრუნველყოფს ნორმალურ მხედველობით ფუნქციას. ვიტამინი A წარმოადგენს ორგანიზმის ანტიოქსიდანტური დაცვის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს.

ვიტამინი D 3 (კოლეკალციფეროლი)D

აუცილებელია მოზარდ ორგანიზმში ძვლებისა და კბილების ნორმალური ფორმირებისათვის.

იგი ხელს უწყობს პლაზმაში არაორგანული ფოსფორისა და კალციუმის დონის შენარჩუნებას, ზრდის კალციუმის შეწოვას წვრილ ნაწლავში, ხელს უშლის რაქიტისა და ოსტეომალაციის განვითარებას.

ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა)

მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცილის წარმოქმნისას, რომელსაც უწოდებენ კოლაგენს და რომელიც წარმოადგენს შემაკავშირებელი ქსოვილების, ძვლების, ხრტილის, კბილებისა და კანის ძირითად შემადგენელ ნაწილს.

აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა იმუნური სისტემისათვის და სისხლის თეთრი უჯრედების ფუნქციონირებისათვის, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს სხვადასხვა ინფექციების მიმართ.

ასკორბინის მჟავა ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან არაორგანული რკინის შეწოვას. გარდა ამისა იგი წარმოადგენს მნიშვნელოვან ანტიოქსიდანტს.

ვიტამინი E (ალფა-ტოკოფეროლი) E

როგორც ანტიოქსიდანტი აჩერებს თავისუფალ რადიკალებთან დაკავშირებული რეაქციების განვითარებას, აჩერებს ისეთი მჟავების წარმოქმნას, რომლებიც აზიანებენ უჯრედულ და სუბუჯრედულ მემბრანებს, რასაც ორგანიზმის განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, უზრუნველჰყოფს ნერვული და კუნთური სისტემის ნორმალურ ფუნქციას. სელენთან ერთად აჩერებს არაგაჯერებულ ცხიმოვან მჟავებს (მიკროსომალური სისტემის ელექტრონების გადატანის კომპონენტი), აჩერებს ერითროციტების ჰემოლიზს. წარმოადგენს ზოგიერთი ფერმენტული სისტემების კოფაქტორს.

ვიტამინი B1 (თიამინი)

წარმოადგენს ნახშირის ცვლის აუცილებელ კომპონენტს, როგორც კოენზიმის შემადგენელი ნაწილი მჟავების დეკარბოქსილირებისათვის, ასრულებს მნიშვნელოვან როლს ნახშირბადის, ცილების და ცხიმების ცვლაში, მონაწილეობს სინაპსებში ნერვული აღგზნების წარმოსაქმნელად.

ვიტამინი B2 (რიბოფლავინი)

მონაწილეობს ცხიმების, ცილების, და ნახშირწყლების უტილიზაციაში, შეუცვლელია ორგანიზმის ზრდის პროცესებში, დადებითი ზეგავლენა მხედველობაზე.

გააჩნია მეტაბოლური მოქმედება; არეგულირებს მჟავა-აღდგენით პრეცესებს, იღებს მონაწილეობას კანის სუნთქვაში.

ვიტამინი B6 (პირიდოქსინი)

მონაწილეობს ნუკლეუნური მჟავების სინთეზში, არეგულირებს ფოსფორო-კალცის ცვლას, აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციას, მონაწილეობს სისხლის წარმოქმნაში. დიდი მნიშვნელობა აქვს ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციისთვის.

ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი)

აუცილებელია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, აუმჯობესებს ყურადღების კონცენტრაციას და მეხსიერებას. ახდენს ერიტროპოეზის სტიმულაციას.

ნიკოტინამიდი

მონაწილეობს უჯრედის მჟავა-აღსადგენ პროცესებში, ახდენს ქსოვილების სუნთქვის პროცესების სტაბილიზაციას. იღებს მონაწილეობას ცხიმებისა და ნახშირების ცვლაში და ამინომჟავების მეტაბოლიზმში.

პანტოთენის მჟავა (კალცი პანტოთენის სახით)

პანტოთენის მჟავა შედის კოენზიმ A – ს შემადგენლობაში, იღებს რა მნიშვნელოვან მონაწილეობას აცეტილირების და ამჟავების პროცესებში, მონაწილეობს ნახშირწყლებისა და ცხიმების ცვლაში, აცეტილქოლინისა და სტეროიდული ჰორმონების სინთეზში. აუმჯობესებს მიოკარდის შეკუმშვის ფუნქციის ენერგეტიკულ მომარაგებას, აჩქარებს რეგენერაციის პროცესებს.

ფოლის მჟავა

მონაწილეობს სხვადასხვა მეტაბოლურ პრეცესებში. აუცილებელია მეგალობლასტების მომწიფებისათვის და ნორმობლასტების წარმოქმნისთვის. ახდენს ერითროპოეზის სტიმულირებას, მონაწილეობს ამინომჟავების სინთეზში (მათ შორის გლიცინის, მეთიონინის), ნუკლეინური მჟავების, პურინების, პირიმიდინების, ქოლინის ცვლაში, ჰისტიდინის.

მაგნიუმი

გააჩნია დიდი მნიშვნელობა მიოკარდის შეკუმშვის ფუნქციის რეგულაციაში და მიოკარდის უჯრედების ელექტრული სტაბილურობის უზრუნველყოფაში. მონაწილეობს თავის ტვინის ნეიროლეპტიდების სინთეზში და პასუხებს აგებს შეჩერების სიგანალების გადაცემაზე პერიფერიული ნერვებისთვის და კუნთებისთვის.

რკინა

მონაწილეობს სისხლის წარმოქმნაში.

ცინკი

რკინასთან კომბინაციაში დამატებით ახდენს სისხლის წარმოქმნის სტიმულირებას. შედის ორგანიზმის მრავალი ფერმენტის შემადგენლობაში. ცინკის უკმარისობა ასოცირდება დაბალ სიმაღლესთან, იმუნინეტის დაქვეითებასთან, დაავადების დონის ზრდასთან.

სპილენძი

იღებს მონაწილეობას ჰემოგლობინისა და ერითროციტების წარმოქმნაში, ენერგოცვლის პრეცესებში.

მანგანუმი

მანგანუმი ახდენს იმუნოგლობულინების სინთეზის სტიმულირებას და ასევე წარმოადგენს სუპეროქსიდ-დისმუტაზის კომპონენტს, რომელიც იღებს მნიშვნელოვან მონაწილეობას ორგანიზმის დაცვაში მჟავარადიკალების მოქმედებისგან.

ქრომი

მონაწილეობს ინსულინის სინთეზის პროცესში.

ახდენს უჯრედული მემბრანების სტაბილიზაციას, შედის ურთიერთქმედებაში ჟანგბადის აქტიურ ფორმებთან, თავისუფალ რადიკალებთან. ამცირებს ლიპიდების მჟავის პროდუქტების რაოდენობას.

სელენი

სელენი _ შედის ფერმანტული სისტემის შემადგენლობაში _ გლუტატიონ-პეროქსიდაზა, იცავს ბიოლოგიურ მემბრანებს თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი მოქმედებისგან.

იოდი

იოდის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების წარმოქმნაში მონაწილეობა (ტიროქსინი, ტრიოდტირონინი). ფარისებრი ჟირკვლის ჰორმონები, რომელთა საფუძველს წარმოადგენს იოდი, ასრულებენ სასიცოცხლო მნიშვნელობის ფუნქციებს: არეგულირებენ ტვინის, ნერვული სისტემის, სქესობრივი და სარძევე ჯირკვლების მოქმედებას, ორგანიზმის ზრდასა და განვითარებას.

ფარმაკოლოგიური თვისებები

კომბინირებული პრეპარატი, რომელიც შეიცავს ვიტამინებისა და მინერალების კომპლექს.

მოქმედება განისაზღვრება ვიტამინებისა და მინერალური დანამატების თვისებებით, რომლებიც შედიან პრეპარატის შემადგენლობაში.

ჩვენებები

ჰიპოვიტამინოზისა და მინერალური ნივთიერებების ნაკლებობა ბავშვებში 4-დან 11 წლამდე:

– ვიტამინებისა და მინერალების გაზრდილი მოთხოვნილება ინტენსიური ზრდის პერიოდში;

– გაზრდილი ფიზიკური და გონებრივი დატვირთვებისას;

– გამოჯანმრთელების პერიოდში გადატანილი ავადმოყოფობის შემდეგ

– არაბალანსირებული ან არასაკმარისი კვებისას

მიღების წესები და დოზები

ბავშვებში 4-დან 11 წლამდე – 1 ტაბლეტი დღეში. საჭმელთან ერთად ან პირდაპირ ჭამის შემდეგ სეზონური კურსებით.

გვერდითი მოვლენები

იშვიათ შემთხვევებში შეიძლება ადგილი ჰქონდეს ალერგიულ რეაქციებს პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

უკუჩვენება

პრეპარატის ცალკეული კომპონენტების მიმართ მაღალი მგრძნობელობა, A ან D ჰიპერვიტამინოზი, ბავშვები 4 წლამდე. პრეპარატში ასპარკამის არსებობის გამო არ უნდა მოხდეს მისი მიღება პაციენტებში ფენილკეტონურიით.

განსაკუთრებული მითითებები

მულტი-ტაბს უნიორის მიღების დროს არ არის რეკომენდირებული სხვა პოლივიტამინური პრეპარატების მიღება, რათა ადგილი არ ჰქონდეს დოზის გადაჭარბებას.

ჭარბი დოზირება

რეკომენდირებული დოზებით გამოყენებისას, დოზის გადაჭარბება არ დაფიქსირდა.

შენახვის პირობები და ვადები

მშრალ ადგილზე, ოთახის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს +25oC შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

2 წელი. არ არის რეკომენდირებული პრეპარატის მიღება კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი

გაიცემა ურეცეპტოდ.

Share this...Share on Facebook
Facebook