მულტი-ტაბსი მენეჯერი

  მულტი-ტაბსი მენეჯერი

მულტი-ტაბსი მენეჯერის ზოგადი ინფორმაცია

მულტი-ტაბსი მენეჯერი. Multi-tabs Manager. პოლივიტამინები მიკროელემენტებით და ბუნებრივი წარმოშობის. აქტიური ნივთიერება – comb. drug. მწარმოებელი ფირმა – ფეროსან (დანია).

მულტი-ტაბსი მენეჯერის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

მულტი-ტაბსი მენეჯერი. Multi-tabs Managerგამოდის ტაბლეტის ფორმით. თითოეული ტაბლეტი შეიცავს :ვიტამინებს: ვიტამინ A–ს (რეტინოლის აცეტატი) 0.8მგ, ვიტამინ D–ს (ქოლეკალციფეროლი) 2.5 მკგ, ვიტამინ C–ს (ასკორბინის მჟავა) 75 მგ, ვიტამინ i E–ს(D-α – ტოკოფეროლის აცეტატი) 9 მგ, ვიტამინ B1–ს (თიამინის ნიტრატი) 1,3 მგ, ვიტამინ B2–ს (რიბოფლავინი) 1,5 მგ, ვიტამინ B6–ს (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) 1.5 მგ, ვიტამინ B12–ს (ციანოკობალამინი) 2 მკგ, ნიკოტინამიდს 17.5 მგ, პანტოტენის მჟავას 6 მგ, ფოლის მჟავას 200 მკგ, ვიტამინ K1–ს 90 მკგ; მინერალებს : იოდს (კალიუმის იოდიდი) 150 მკგ, სპილენძს (სპილენძის სულფატი) 0.9 მგ, მანგანუმს (მანგანუმის სულფატი) 1.8 მგ, რკინას (რკინის ფუმარატი) 12 მგ, თუთიას (თუთიას ჟანგი) 8 მგ, სელენს (ნატრიუმის სელენატი) 45 მკგ, ქრომს (ქრომის ქლორიდი) 25 მკგ; მცენარეული ინგრედიენტებია : ლუთეინი (Tagetes erecta L .ექსტრაქტი) 6.0 მგ, ბილობა გინგკო ექსტრაქტი 30 მგ.

მულტი-ტაბსი მენეჯერის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

მულტი-ტაბსი მენეჯერის ფასები ფარმადეპოში
მულტი-ტაბსი მენეჯერის ფასები ავერსში
მულტი-ტაბსი მენეჯერის ფასები psp-ში
მულტი-ტაბსი მენეჯერის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც მულტი-ტაბსი მენეჯერი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია მულტი-ტაბსი მენეჯერის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

მულტი-ტაბსი მენეჯერის საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები
ვიტამინები და მინერალები ხელს უწყობენ ენერგიით დამუხტვასა და იმუნიტეტის გაძლიერებას
ვიტამინი A
მნიშვნელოვან როლს თამაშობს იმუნური სისტემის ფორმირებაში ,ზრდის ორგანიზმის უნარს შეეწინააღმდეგოს სხვადასხვა ინფექციებს,ნორმაში მოჰყავს მხედველობითი ფუნქცია.იგი წარმოადგენს ორგანიზმის ანტიოქსიდანტური დაცვის ერთერთ მთავარ კომპონენტს.
ვიტამინი D
იცავს ძვლის ქსოვილს ოსტეოპოროზისგან,მოტეხილობისგან,ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობას ინფექციებისადმი.
ვიტამინი C
აძლიერებს ორგანიზმის წინააღმდეგობას სხვადასხვა ინფექციებისადმი,მის ადაპტაციას გარემო პირობების შეცვლისას.ხელს უწყობს ცხიმების წვას და ნორმაში მოჰყავს ქოლესტერინის ცვლა.
ვიტამინი E
აუმჯობესებს იმუნური სისტემის მდგომარეობას, ხელს უშლის ადრეულ დაბერებას, კატარაქტის განვითარებას.
B-ჯგუფის ვიტამინები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ნახშირწყლების, ცილებისა და ცხიმების ცვლაში. ეს ვიტამინები აუცილებელია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის,აქტიურად იცავენ ორგანიზმს სტრესის ნეგატიური მოქმედებისგან.
ვიტამინი K
აუცილებელია ცილების სინთეზისათვის,რომლებიც უზრუნველყოფენ სისხლის შედედების კარგ მაჩვენებელს.ვიტამინი K თამაშობს შთამბეჭდავ როლს ნივთიერებათა ცვლაში ძვალსა და შემაერთებელ ქსოვილში ,მონაწილეობს კალციუმის ათვისებაში და უზრუნველყოფს კალციუმისა და ვიტამინ D-ს ურთიერთქმედებას.
რკინა
მონაწილეობს სისხლწარმოქმნაში,ხელს უწყობს უჯრედოვანი და ადგილობრივი იმუნიტეტის სრულფასოვან ფუნქციონირებას.
თუთია
აუცილებელია ერითროციტების და სისხლის სხვა ელემენტების წარმოქმნისათვის. მოქმედებს სასქესო ჰორმონების სინთეზზე,ახდენს ორგანიზმის იმუნური პროცესების სტაბილირებას.
სპილენძი
წარმოადგენს სასიცოცხლოდ აუცილებელ მიკროელემენტს, დიდ როლს თამაშობს ორგანიზმის ცვლის პროცესებში.
ქრომი
მონაწილეობს ინსულინის სინთეზის პროცესში.ქრომის შემცველობის შემცირებამ ადამიანის ორგანიზმში შეიძლება გამოიწვიოს შაქრის შემცველობის მკვეთრი რყევა და ხელი შეუწყოს დიაბეტის განვითარებას.
სელენი
ახასიათებს გამოკვეთილი ანტიოქსიდანტური მოქმედება,ხელს უშლის თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას,რომლებიც ორგანიზმზე უარყოფითად მოქმედებენ. მნიშვნელოვანია სელენის როლი იმუნიტეტის გაძლიერებაში.
იოდი
შედის ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების შემადგენლობაში. მონაწილეობს ორგანიზმის სასიცოცხლოდ აუცილებელ ფუნქციებში.გამოთვლილია ,რომ პოპულაციის დონეზე იოდის უკმარისობა იწვევს ინტელექტის კოეფიციენტის IQ 10-15 პუნქტით დაქვეითებას. ორგანიზმში იოდის უკმარისობა იწვევს ფსიქიკურ ინერტულობას, მეხსიერების გაუარესებას.
მანგანუმი
აქტიურად მონაწილეობს ცენტრალური ნერვული სისტემის ნეიროქიმიურ პროცესებში.მისი დეფიციტი სერიოზულ გავლენას ახდენს ტვინის ფუნქციაზე. .
ეს ოთხი ეფექტური სასარგებლო ნივთიერება გაერთიანებულია ახალ კომპლექსში
“მულტი ტაბსი მენეჯერი”,რომელიც შექმნილია დანიელი სპეციალისტების მიერ.
მულტი ტაბსი მენეჯერი შეიცავს დაბალანსებულ დოზირებას გინგკო ბილობას და ლუთეინის ,აგრეთვე ვიტამინებს და მინერალებს. მულტი ტაბსი მენეჯერი დაგეხმარებათ დაძლიოთ დაღლილობა,მხედველობისა და მეხსიერების დაქვეითება.
მულტი ტაბსი რეკომენდირებულია როგორც ვიტამინების,ლუთეინის,ფლავონოგლიკოზიდების და მინერალური ნივთიერებების დამატებითი წყარო .
ჩვენებები
გინგკო ბილობას ექსტრაქტი გაგიუმჯობესებთ მეხსიერებას და წინ აღუდგება სტრესს
• დადებითი გავლენა გონებრივ საქმიანობაზე , მეხსიერებასა და ყურადღებაზე
• უმჯობესდება თავის ტვინის ქსოვილები მომარაგება ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით
• ახდენს ჟანგვითი პროცესების შენელებას და ჟანგვითი სტრესის დონის დაწევას.
ლუთეინი ზრუნავს მხედველობის ხარისხზე.
ამ მხედველობის ბუნებრივ დამცავს ახასიათებს:
• გამოკვეთილი ანტიოქსიდანტური ეფექტი
• წინაღუდგება თავისუფალი რადიკალების ნეგატიურ მოქმედებას
• ხელს უწყობს სისხლძარღვების გამაგრებას და კარგი მხედველობის შენარჩუნებას
• აცილებს მხედველობითი გადაღლილობის სიმპტომს,რომელიც ვითარდება დიდი ხნით კომპიუტერთან მუშაობისას და ავტომობილის მართვისას.
• ანელებს ასაკობრივი ცვლილებების განვითარებას თვალის ქსოვილებში,რითაც უზრუნველყოფს მხედველობის შენარჩუნებას
• ლუთეინის Eერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა სინათლის სპექტრის ნაკადის ცისფერი ნაწილის ამორჩევითი შთანთქმა და ბადურაზე მისი დამანგრეველი ზემოქმედების აღკვეთა.
მიღების წესები და დოზები
რეკომენდირებული სადღეღამისო დოზა:
ზრდასრულთათვის: 1 აბი დღეში საკვების მიღების დროს.
მიღების ხანგრძლივობა 1 თვე.
საჭიროების შემთხვევაში გაიმეორეთ.
უკუჩვენება
ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, ფეხმძიმობა და ლაქტაცია.
მიღებამდე რეკომენდირებულია ექიმთან კონსულტაცია.
შენახვის პირობები და ვადები
მშრალ,ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას , ტემპერატურა არა უმეტეს 25oC.