მულტი-ტაბსი B-კომპლექსი

  მულტი-ტაბსი B-კომპლექსი 

მულტი-ტაბსი B-კომპლექსის ზოგადი ინფორმაცია

მულტი-ტაბსი B-კომპლექსი. Multi-tabs B-complex. პოლივიტამინები მინერალების გარეშე. აქტიური ნივთიერება – Vit.B1,B2,B5,B6, B12, ნიკოტინამიდი, ფოლის მჟავა. მწარმოებელი ფირმა – ფეროსან ა/ს (დანია).

მულტი-ტაბსი B-კომპლექსის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

მულტი-ტაბსი B-კომპლექსი. Multi-tabs B-complex გამოდის შემოგარსული ტაბლეტის ფორმით. გარსით დაფარული თითო ტაბლეტი შეიცავს: ბირთვი: აქტიური ნივთიერებები:თიამინის მონონიტრატი თიამინის ჰიდროქლორიდზე გადათვლით (ვიტამინი B1) 15 mg, რიბოფლავინი (ვიტამინი B2) 15 mg, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6) 15 mg, ციანოკობალამინი (ვიტამინი B12) 5 mkg, ნიკოტინამიდი 60 მგ, პანთოტენის მჟავა (კალციუმის პანთოტენატის სახით) 30 მგ, ფოლის მჟავა 200 მკგ. არააქტიური ინგრედიენტები რომლებიც შედიან აქტიური ნივთიერებების სუბსტანციის შემადგენლობაში: მალტოდექსტრინი, ნატრიუმის ციტრატი, ლიმონის მჟავა, წყალი.შემავსებლებია:  კალციუმის სულფატ დიჰიდრატი; სიმინდის სახამებელი; მიკროკრისტალური ცელულოზა; ჟელატინი, გლიცეროლი 85%, მაგნიუმის სტეარატი, სტეარინის მჟავა, კალციუმის ჰიდროფოსფატ დიჰიდრატი, სილიციუმის ორჟანგი, ქლორწყალბადის კონცენტრირებული მჟავა, გამოხდილი წყალი. გარსი: ჰიპრომელოზა 3, ჰიპრომელოზა 15, ტალკი, რკინის ყვითელი ოქსიდი (E172); რკინის წითელი ოქსიდი (E172). აღწერა: მრგვალი, ორმაგად ამობურცული მოწითალო-მოყავისფრო შემოგარსული ტაბლეტები. სხვადასხვა ინტენსიურობის ყვითელი ჭრილითა და თეთრი წერტილებით.

მულტი-ტაბსი B-კომპლექსის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

მულტი-ტაბსი B-კომპლექსის ფასები ფარმადეპოში
მულტი-ტაბსი B-კომპლექსის ფასები ავერსში
მულტი-ტაბსი B-კომპლექსის ფასები psp-ში
მულტი-ტაბსი B-კომპლექსის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც მულტი-ტაბსი B-კომპლექსი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია მულტი-ტაბსი B-კომპლექსის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

მულტი-ტაბსი B-კომპლექსის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ჰიპოვიტამინოზები B ჯგუფის ვიტამინების
  • რეკონვასცენციის პერიოდი, მძიმე სომატიკური და ინფექციური ავადმყოფობის შემდგომი
  • “ქრონიკული გადაღლილობის სინდრომი”
  • ასტენო-ვეგეტატური სინდრომი
  •  სტრესი
  • პოლინევრიტები, სხვადასხვა ეტიოლოგიის
  • დერმატიტები, სხვადასხვა ეტიოლოგიის
  • დერმატოზები, სხვადასხვა ეტიოლოგიის

მულტი-ტაბსი B-კომპლექსის საფირმო აღწერიდან

ვიტამინი B1 (თიამინი)
წარმოადგენს ნახშირის ცვლის აუცილებელ კომპონენტს, როგორც კოენზიმის შემადგენელი ნაწილი მჟავების დეკარბოქსილირებისათვის, ასრულებს მნიშვნელოვან როლს ნახშირბადის, ცილების და ცხიმების ცვლაში, მონაწილეობს სინაპსებში ნერვული აღგზნების წარმოსაქმნელად.
ვიტამინი B2 (რიბოფლაბინი)
დიდი მნიშვნელობა აქვს ნახშირბადის, ცილებისა და ცხიმის, ჰემოგლობინის სინთეზისათვის. ხელს უწყობს კანის კარგ ფუნქციონირებას, ქსოვილების რეგენერაციას წყლულებისა და ჭრილობების დროს, უნარჩუნებს ლორწოვან გარსებს ნორმალურ სტრუქტურასა და ფუნქციას.
ვიტამინი B6 (პირიდოქსინი)
პირიდოქსინი მონაწილეობს ნეირომედიატორების სინთეზში, ამიტომ დიდი მნიშვნელობა გააჩნია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ფუნქციისათვის
ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი)
აუცილებელია ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციონირებისათვის. ამ ვიტამინს ყველაზე მეტად მოითხოვს ძვლის ტვინის, ნერვული სისტემისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის უჯრედები. ციანოკობალამინი აუცილებელია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, სისხლის წარმოქმნისათვის.
ნიკოტინამიდი
ნიკოტინამიდი წარმოადგენს კომპონენტს რომელიც მონაწილეობს წყალბადური იონის გადატანაში ცხიმური მჟავების სინთეზისას, გლიკოზისა და ქსოვილების სუნთქვის დროს ასრულებს სასიცოცხლო მნიშვნელობის როლს უჯრედული მეტაბოლიზმისას. ნიკოტინამიდი ახდენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის ნორმალიზაციას; მისი გამოყენება სასურველია ასევე ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევისას, რომლებიც დაკავშირებულია ნიკოტინამიდის უკმარისობასთან.
პანთოტენის მჟავა (პანთოტენის სახით)
დიდ როლს ასრულებს მჟავისა და აცეტილირების პროცესების რეგულირებაში. მონაწილეობს ნახშირბადებისა და ლიპიდების ცვლაში. ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას, ახდენს ანტისხეულების სინთეზის სტიმულაციას. ამცირებს ანტიბიოტიკების გვერდით და ტოქსიკურ ეფექტებს.
ფოლის მჟავა
მონაწილეობს გენეტიკური მასალის წარმოქმნაში უჯრედების ნორმალური დაყოფისას, მათ შორის სისხლის ფორმული ელემენტების, ამინომჟავების სინთეზში, ნუკლეინის მჟავების, პირიმიდინების, აქვს დიდი მნიშვნელობა ერითროციტებში ჰემოგლობინის წარმოქმნაში.
ფარმაკოლოგიური თვისებები
კომბინირებული პოლივიტამინური კომპლექსი. პრეპარატის მოქმედება განისაზღვრება მის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინების თვისებებით.
ჩვენებები
B ჯგუფის ვიტამინების ჰიპოვიტამინოზების პროფილაქტიკა. მკურნალობა იმ მდგომარეობებისა, რომლებსაც თან სდევს B ჯგუფის ვიტამინების გაძლიერებული მოთხოვნილება:
– კომპლექსურ თერაპიაში მძიმე სომატიკური და ინფექციური ავადმყოფობის შემდგომი აღდგენითი პერიოდი;
– “ქრონიკული გადაღლილობის სინდრომი”;
– ასტენო-ვეგეტატური სინდრომი, სტრესი;
– სხვადასხვა ეტიოლოგიის პოლინევრიტები კომპლექსური თერაპიისას;
– სხვადასხვა ეტიოლოგიის დერმატიტები და დერმატოზები
მიღების წესები და დოზები
თუ არ არის დანიშნული დოზირების სხვა სქემა, ამ შემთხვევაში რეკომენდირებულია ზრდასრულთათვის და ბავშვებისთვის 12 წლის ზემოთ 1 ტაბლეტი 1-3-ჯერ დღეში.
სხვა და სხვა ეტიოლოგიის პოლინევრიტების კომპლექსური თერაპიისას 1-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში. მინიმალური კურსი შეადგენს 2-3 თვეს.
მიიღება საჭმელთან ერთად, ან მაშინვე ჭამის შემდეგ.
გვერდითი მოვლენები
იშვიათ შემთხვევებში შეიძლება ადგილი ჰქონდეს ალერგიულ რეაქციებს პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
უკუჩვენება
პრეპარატის ცალკეული კომპონენტების მიმართ მაღალი მგრძნობიარობა.
ასაკი 12 წლამდე.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისას და ლაქტაციისას გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედისთვის სავარაუდო სარგებელი აღემატება ნაყოფისთვის და ბავშვისთვის შესაძლებელი ზიანის რისკს.
განსაკუთრებული მითითებები
არ არის რეკომენდირებული დღიური დოზის გადაჭარბება.
ჭარბი დოზირება
არ არის აღნიშნული პრეპარატის მიღებისას რეკომენდირებული დოზებით. დოზის გადაჭარბების სიმპტომებია – თავბრუსხვევა, არითმია. დოზის გადაჭარბების სიმპტომების წარმოქმნისას რეკომენდირებულია პრეპარატის მიღების შეწყვეტა და სიმპტომატური მკურნალობის დანიშვნა.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
B – კომპლექსის მიღების დროს არ არის რეკომენდირებული სხვა პოლივიტამინური კომპლექსების მიღება (დოზის გადაჭარბების თავიდან არიდების მიზნით). B-ჯგუფი ვიტამინების კომპლექსი ამცირებს ლევოდოპას ანტიპარკინსონურ ეფექტურობას. ალკოჰოლი მკვეთრად ამცირებს თიამინის შეწოვადობას.
შენახვის პირობები და ვადები
მშრალ ადგილზე, ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს +25 oC
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
3 წელი. არ არის რეკომენდირებული პრეპარატის მიღება კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა ურეცეპტოდ.