კამელინი M2

კამელინი M2

კამელინი M2–ის ზოგადი ინფორმაცია

კამელინი M2. CAMELYN M2. იმუნომოდულატორების (ცხოველური წარმოშობის), ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი (ანტიოქსიდანტების) პრეპარატების ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – კამელინი. Camelinum. მწარმოებელი ფირმა – შპს კამელინი (საქართველო).

კამელინი M2–ის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

კამელინი M2. CAMELYN M2 გამოდის 0.5გ–იანი კაფსულის ფორმით. 1 კაფსულა შეიცავს კამელინის – 0,07 გ ნატრიუმის ჰიდროკარბონატის 0.31 გ. მაგნიუმის კარბონატის 0.11 გ. პოლივინილპიროლიდონის 0,01გ. სამკურნალო საშუალება „კამელინი-2“ მზადდება განსაკუთრებული სახეობის თაფლისგან. მის შემადგენლობაში შედის ფუტკრის ცხოველქმედების ბიოლოგიურად მაღალაქტიური ნივთიერებები: კეტონები, ეთერები, ბიოორგანული მჟავები, ფენოლები, ალდეპიდები, ფურფუროლი. აღწერა: კაფსულები ღია – ყავისფერი/ყავისფერი

კამელინ M2–ის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

კამელინ M2–ის ფასები ფარმადეპოში
კამელინ M2–ის ფასები ავერსში
კამელინ M2–ის ფასები psp-ში
კამელინ M2–ის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც კამელინ M2, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია კამელინ M2–ის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

კამელინი M2–ის სინონიმები

კამელინი M1  (CAMELYN M1, CAMELYN, საქართველო), კამელინი M3 (CAMELYN M3, CAMELYN, საქართველო), კამელინი M4 (CAMELYN M4, CAMELYN, საქართველო), კამელინფლუ (CAMELYNFLU, CAMELYN, საქართველო).

კამელინი M2–ის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ინფექციები ვირუსული
  • ინფექციები  ბაქტერიული
  • ინფექციები სოკოვანი
  • სიმსივნური დაავადებები
  • სახსრების დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებები
  • პოლინეიროპათიები
  • პოსტოპერაციული პერიოდი
  • ტრავმები

კამელინი M2–ის საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები
„კამელინ-M2”- გააჩნია იმუნომოდულატორული აქტივობა. იგი აძლიერებს ჰუმორულ და უჯრედოვან იმუნიტეტს. „კამელინ-M2”-ის ორგანიზმში შეყვანის შედეგად ხდება iL – 1, iL-6 და iL – 12 ციტოკინინების გამონთავისუფლება. „კამელინი M2” იღებს მონაწილეობას უჯრედოვანი იმუნიტეტის განვითარებაში და T – ლიმფოციტურ რეაქციებში, მათ შორის პერიფერიული ლიმფოციტების მიტოგენეზის გაძლიერებაში, T – ჰელპერებისა და T-ციტოტოქსიური უჯრედების თანაფარდობის გაზრდაში, მაკროფაგების მიერ მიკროორგანიზმების და სიმსივნური უჯრედების საწინააღმდეგო მოქმედების გაძლიერებაში და Tc-უჯრედების შემცირებაში. კამელინი ეფექტურია, როგორც ანტივირუსული, ანტიბაქტერიული, ანტიოქსიდანტური საშუალება. ახდენს ანტიპროლიფერაციულ, ანთების საწუნააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს, შემაკავებლად მოქმედებს სიმსივნურ ზრდაზე. „კამელინ-M2” აქტიურად მონაწილეობს ქსოვილების შეხორცებასა და რეპარაციაში, ხელს უწყობს კოლაგენის ჩალაგებას დაზიანების ადგილას
ჩვენებები
კაფსულები გამოიყენება როგორც კომპლექსური თერაპიის შემადგენელი ნაწილი, ასევე დამოუკიდებლად.ყველა იმ შემთხვევაში, როცა საჭიროა იმუნიტეტის მოდულაცია, ორგანიზმის იმუნური პასუხის მოდიფიკაცია:
-ვირუსული ინფექციები;
-ბაქტერიული ინფექციები;
-სოკოვანი ინფექციები;
-სიმსივნური დაავადებები;
-სახსრების დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებები;
-პოლინეიროპათიები;
-პოსტოპერაციული პერიოდი;
-ტრავმები.
მიღების წესები და დოზები
კაფსულები მიიღება 3-ჯერ დღეში, საკვების მიღებამდე 30 წუთით ადრე წყალთან ერთად.
მკურნალობის კურსი 20 დღე, კურსებს შორის შესვენება 8 დღე. მკურნალობის ხანგრძლივობა 2-5 კურსი (2-5 თვე), საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია შემანარჩუნებელი მკურნალობის გახანგრძლივება
გვერდითი მოვლენები
თერაპიულ დოზებში არატოქსიკურია, არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები, შესაძლებელია ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის გამოვლენა სამკურნალო საშუალების კომპონენტების მიმართ.
უკუჩვენება
არ არის გამოვლენილი.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
„კამელინ-M2” თავსებადია ყველა სამკურნალო საშუალებასთან, რომელიც გამოიყენება ზემოთდასახელებული დაავადებების სამკურნალოდ
შენახვის პირობები და ვადები
ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა ურეცეპტოდ.

Share this...Share on Facebook
Facebook