ქაფურის მალამო

ქაფურის მალამო. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ქაფური/camphorae

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ადგილობრივი მოქმედების სისხლის მიმოქცევის გამაუმჯობესებელი საშუალება

შემადგენლობა
100 გ
მალამო შეიცავს 10 გ ქაფურს
დამხმარე ნივთიერებები ჰიდროფილური ვაზელინი (ქოლესტერინი, სტეარილის სპირტი, თეთრი ბოჭკო, თეთრი ვაზელინი)
ფარმაკოლოგიური თვისებები
ქაფური ავლენს გამახურებელ (აუმჯობესებს ადგილობრივ სისხლის მიმოქცევას) და ადგილობრივ ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას (თრგუნავს მტკივნეულ დაბოლოვებებს). მისი მოქმედების შედეგს წარმოადგენს კანის გაწითლება და სისხლძარღვების გაფართოვება.

ფარმაკოკინეტიკა
არ არსებობს მონაცემები

ჩვენებები
გამოიყენება გამახურებელი საშულების სახით კუნთოვანი და სახსროვანი რევმატიზმების დროს, ნევრალგიებისას და I ხარისხის მოყინვებისას.

მიღების წესები და დოზები
გარეგანი.
შესაზელად მტკივნეულ ადგილებში დღეში 1-3-ჯერ.

გვერდითი მოვლენები
იშვიათ შემთხვევებში შეიძელება გამოიწვიოს კონტაქტური ალერგია

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა ქაფურის მიმართ
6 წლამდე ასაკის ბავშვები სპეციალური სიფრთხილის ზომები
არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება დაზიანებულ კანზე, ლორწოვან გარსებზე, თვალში.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულებსა და ალქტაციის პერიოდში პრეპარტის გამოყენების შესახებ არ არსებობს რაიმე სახის მონაცემები.

განსაკუთრებული მითითებები
არ შეიძლება პრეპარტის გამოყენება დაზიანებულ კანზე, ლორწოვან გარსებზე, თვალში.

პრეპარატის ეფექტები ავტომობილის და მექანიზმების მართვისას
პრეპარატი ითვლება უსაფრთხოდ და არ ახდენს რაიმე ზეგავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვაზე და მექანიზმების მართვაზე

ჭარბი დოზირება
არ არის ცნობილი დოზის გადაჭარბების შემთხვევები

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
არ არსებობს მონაცემები

შენახვის პირობები და ვადები
2 წელი
პრეპარატის ინახება ორიგინალურ შეფუთვაში არა უმეტეს 25ºC. არ შეიძლება გაყინვა
ინახება ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: მალამო 20 გ ტუბში

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: Aflofarm Farmacja Polska Sp. z o.o., პოლონეთი

გაფრთხილება