ჩაატარეთ თქვენი საწარმოს საფინანსო ანალიზი

ვასილ შენგელია. საწარმოთა საფინანსო ანალიზი. თბილისი 2012.
წიგნის სრული ვერსიის გასაცნობად დააკლიკეთ აქ >>

პრაქტიკულად ყველა მსხვილ ფირმაში არსებობს ეკონომიკური ან ფინანსური განყოფილება, რომელსაც შეუძლია გააკეთოს ორგანიზაციის ფინანსური მდგომარეობის ანალიზი. თუ ფირმა დიდი არაა, ასეთ სიტუაციაში, აუდიტორული კომპანიიდან სპეციალისტს მოიწვევენ ხოლმე. მომსახურების ღირებულება დამოკიდებულია დამკვეთის ბალანსსა და იმაზე, დამკვეთი რა სახის საქმიანობას ეწევა.

აუდიტორული კომპანიის ანალიტიკოსები გამოთვლიან ხოლმე ფინანსურ მაჩვენებლებს იმის შესასწავლად, რა ურთიერთკავშირი არსებობს ანგარიშგების სხვადასხვა ელემენტს შორის. ორგანიზაციის საქმიანობის შედეგების ამსახველ მაჩვენებლებს უდარებენ დარგობრივ ნორმებსა და კონკურენტი კომპანიების შედეგებს, ასევე ადარებენ დადგენილ სტანდარტებთან.

MTVi კლიენტებს სთავაზობს შემდეგ მომსახურებებს ორგანიზაციის ფინანსური მდგომარეობის ანალიზის სფეროში:

• საბუღალტრო ანგარიშგების ძირითადი ფორმების ანალიზი;

• მთავარი მაჩვენებლების გაანგარიშება, რომელიც ციფრებში ასახავს: ორგანიზაციის ლიკვიდურობასა და მომგებიანობას, კაპიტალის რენტაბელობასა და სტრუქტურას, მომსახურების შესაძლებლობასა და სამომავლოდ, ხანგრძლივი დაფინანსების მოზიდვას;

• ფინანსური მდგომარეობის ცვლილების შეფასება, კომპანიის სტრატეგიული მიზნების გათვალისწინებით.

საწარმოს ფინანსური მდგომარეობის ანალიზის პრაქტიკისა და მეთოდიკის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ „MTVi Agency“-ის. ტელ: 299-02-25, 577 235 400 , ანდა ელექტრონულ ფოსტაზე: caumednet@gmail.com;

ჩვენ გვაქვს სათანადო გამოცდილება, გავზარდოთ დამკვეთის ბიზნესის ეფექტურობა.

ჩვენ მზად ვართ, გაგიწიოთ საკონსულტაციო მომსახურება როგორც ერთჯერადად, ისე თქვენი ორგანიზაციის რეგულარული ფინანსური ანალიზის სახით. ჩვენ შეგვიძლია ნათლად დაგანახოთ, თუ „როგორ არის საქმეები თქვენს ბიზნესში?“ და „წარმატებული ხართ თუ არა?“. შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა, – განა საწარმოს მენეჯერებმა და დამფუძნებლებმა არ იციან, რამდენად წარმატებულნი არიან? სამწუხაროდ, საქმეც ეგ არის, რომ არ იციან. ხშირად ჰგონიათ, რომ იციან და ეს უფრო საშიშია.

მხოლოდ პროფესიონალური ანალიზი იმისა, თუ როგორ არის საქმეები თქვენს ბიზნესში, გიპასუხებთ კითხვაზე, – რამდენად წარმატებულნი ხართ და არ გემუქრებათ გაკოტრება ან სერიოზული სანქციები საგადასახადო სამსახურების მხრიდან, რა არის საჭირო საკუთარი ან კორპორატიული ბიზნესის ეფექტურად სამართავად?!

—————————————————–
გადასვლები  ვასილ შენგელია წიგნის „საწარმოთა საფინანსო ანალიზი“ სხვა პარაგრაფებზე:

0.   საწარმოს ფინანსური ანალიზი
1.   ფინანსური მდგომარეობის ანალიზი

1.1 ფინანსური მდგომარეობის ანალიზის ძირითადი მიზანი

2.   ფინანსური (საბუღალტრო) ანგარიშგების ანალიზი
3.   ფინანსური საქმიანობის ანალიზის ძირითადი მიმართულებები
4.   კომერციული წინადადება

_______________________________

..

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..