მკურნალობა უცხოეთში


მენოპაუზა

 არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

მენოპაუზა (ბერძ. men—თვე+pausis — შეწყვეტა, შესვენება) – კლიმაქტერული პერიოდის ფაზაა, რომელიც იწყება  ბოლო მენსტრუაციის შემდეგ და განპირობებულია სასქესო ორაგანოების პროგრესირებადი ინვოლუციითა და სასქესო ჰორმონების სეკრეციის შემცირებით; ეს არის  გადასვლა აქტიური სქესობრივი ფუნქციიდან სიბერეში.  ქალების მესამედში მენსტრუაცია წყდება უეცრად, უფრო იშვიათად ადგილი აქვს არარეგულარულ, უხვ და ხანგრძლივ მენსტრუაციის მსგავს სისხლდენებს.  ამის გამო, მენოპაუზის დადგომის დრო შესაძლებელია დადგინდეს მენსტრუაციის შეწყვეტიდან მინიმუმ ერთი წლის შემდეგ. მენოპაუზა საშუალოდ 50 წლის ასაკში დგება.  მისი ნაადრევი დადგომა (40-45 წლის ასაკში) აღინიშნება ისეთ ქალებში, რომლებსაც მოუწიათ მუშაობა და ცხოვრება არახელსაყრელ პირობეში, რომლებმაც გადაიტანეს ხშირი მშობიარობები და აბორტები, მასიური სისხლდენები მშობიარობის დროს და ქრონიკული ინფექციური დაავადებები.  გვიანი  მენოპაუზა (55 წლის შემდეგ) აღინიშნება საშვილოსნოს ფიბრომიომისა და ჰიპერტონული დაავადებების  დროს. გარდამავალი ასაკის ქალებში მენსტრუაციის უეცარ შეწყვეტას შესაძლოა ხელი შეუწყოს მძიმე ფსიქიკურმა ტრავმებმა და ხანგრძლივმა ემოციურმა დაძაბულობამ.

მენოპაუზის დროს  ორაგანიზმი ეგუება ასაკობრივ ცვლილებებს, შესაძლოა შეიცვალოს ნივთიერებათა ცვლა.  ამ პერიოდში რეკომენდებულია პირადი და სასქესო ორგანოების ჰიგიენის განსაკუთრებული დაცვა, შრომისა და დასვენების სწორი რეჟიმი, ვარჯიში,  რაციონალური კვება.

მენსტრუაციის შეწყვეტისას ლიბიდოარ ქრება და შესაძლოა გაძლიერდეს კიდეც, რაც არ უნდა იყოს აღქმული პათოლოგიურ მდგომარეობად.  თუკი მენოპაუზის ხანაში, სქესობრივი კონტაქტისას, გამოვლინდა ტკივილი ან სისხლიანი გამონადენი,  აუცილებლად უნდა მიმართოთ გინეკოლოგს კონსულტაციისათვის.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

გინეკოლოგიური დაავადებები


Comments are closed.

nostalgia

vaka