წყალი და ბავშვი

წყალი და ბავშვი

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობასა და შენარჩუნებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი წყალს უკავია. წყალი არის ადამიანის ორგანიზმისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ელემენტი,  რომელიც მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესებში. ორგანიზმში სითხის მოცულობა და უჯრედებსა და ქსოვილებში მისი რაოდენობა ასაკის მატებასთან ერთად იცვლება. მაგალითისათვის, ახალშობილებში წყლის შემცველობა  სხეულის მასის 80%-ს შეადგენს,  ხოლო ერთი წლის ასაკისათვის დაახლოებით 66%-ია. მოზრდილებში  წყლის შემცველობა სხეულის მასის  60%-ია.


საქონელი ბავშვებისათვის გამოწერით

  1. სათამაშოები და საჩუქრები ბავშვებისათვის
  2. ტანსაცმელი და ფეხსაცმელები ბავშვებისათვის
  3. ბავშვის მოვლის საშუალებები
  4. საიტები ბავშვების შესახებ 

ადამიანის ორგანიზმი წყალს მუდმივად გამოყოფს,  კერძოდ თირკმლების,  კანისა და ამოსუნთქული ჰაერის მეშვეობით,  ამიტომაც არის აუცილებელი წყლის მარაგის მუდმივი შევსება. ბალანსის აღდგენა ხორციელდება სითხის მეშვეობით,  რომელიც ორგანიზმს მიეწოდება საკვებისა და სხვადასხვა სასმელის საშუალებით. ახალშობილებსა და ჩვილ  ბავშვებში წყლის ცვლა ხასიათდება  მაღალი აქტივობითა  და არამდგრადობით, რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ ორგანოთა სისტემები ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია,  განსაკუთრებით კი თირკმელი,  რომელიც არეგულირებს  წყალ-მარილოვანი ბალანსს. აქედან გამომდინარეობს იმის საშიშროება,  რომ ბავშვის ორგანიზმმა შესაძლოა დაკარგოს დიდი რაოდენობით სითხე,  მასთან ერთად კი მინერალური მარილები.

სიცოცხლის ამ ეტაპზე განსაკუთრებით საშიშია ორგანიზმის გადახურება,  პირღებინება, ფაღარათი და სხვ.  წყალ-მარილოვანი ბალანსის მდგომარეობა და მისი დარღვევის რისკი ასევე დიდაადაა დამოკიდებული ბავშვის კვებით რაციონზე.   დედის რძე ბავშვის ორგანიზმში არსებული წყალ-მარილოვანი ბალანსის იდეალურ შენარჩუნებას განაპირობებს. სწორედ ამიტომ ბავშვის ცხოვრების პირველ ეტაპზე არ არის საჭირო დედის რძესთან ერთად სასმელი წყლის მიწოდებაც. რაც შეეხება ხელოვნურ კვებაზე მყოფ ახალშობილებს, ამ შემთხვევაში ბავშვის ორგანიზმში გროვდება დიდი რაოდენობით შლაკები,  ნივთიერებათა ცვლის შედეგად ჩამოყალიბებული ნარჩენები. მათი ორგანიზმიდან გამოდევნისათვის საჭიროა სითხის იმაზე მეტი რაოდენობა,  ვიდრე ეს საკვებით მიეწოდება. ამიტომ ასეთი ბავშვები საჭიროებენ დამატებით წყლის,   ჩაის,  ხილის ან ბოსტნეულის წვენების მიწოდებას.

სითხის მიღების რეჟიმი განისაზღვრება ინდივიდუალურად,  ღამით ან ჭამის შემდეგ. ასეთი სითხეები უმჯობესია მიეწოდოს შაქრის გარეშე,  კარიესისა და ტკბილთან მიჩვევის პროფილაქტიკისათვის. ისეთ ბავშვებს,  რომელთაც დარღვეული აქვთ ძილის რეჟიმი,  მეტეორიზმი,  აწუხებთ მუცლის შებერილობა ან აქვთ საჭმლის მონელების პრობლემა,  უმჯობესია,  რომ მიიღონ სხვადასხვა სამკურნალო მცენარეებზე,  მაგალითად გვირილის ექსტრაქტზე დამზადებული ჩაი,  რასაკვირველია,  ექიმის დანიშნულებით. გადასვლა>>> ,,ბავშვი”

 აღებულია : http://www.mamochka.kz/article.php?article_id=2336


  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.