თურმანიძის მალამო ბუასილისათვის

თურმანიძის მალამო ბუასილისათვისთურმანიძის მალამო ბუასილისათვის, ლურჯ-ყვითელი შეფუთვით

თურმანიძის მალამო ბუასილისათვის ლურჯ–ყვითელი შეფუთვით და ემბლემით – არის ეკოლოგიურად სუფთა, პროქტოლოგთა ასოციაციის მიერ რეკომენდებული პრეპარატი. თურმანიძის მალამოები, რომლებზეც დატანილია ზემოთ მოყვანილი საფირმო ემბლემა, არ შეიცავენ ქიმიურ ინგრედიენტებს, მათ შორის – ვაზელინს. იკითხეთ ყველგან, გარდა ავერსის აფთიაქებისა.


ჩვენებები:

» მწვავე ბუასილი (ჰემოროიდული თრომბოზი)
» ანალური ნაპრალი
» პარაპროქტიტი (ინფილტრაციის სტადია)
» ორსულობისა და მშობიარობის ფონზე განვითარებული ბუასილი
» ბუასილისა და პარაპროქტიტის პოსტოპერაციული მკურნალობა
» ანალური დერმატიტი  (ქავილი, წვა)

☘ განსაკუთრებული მითითებები

» პრეპარატის  გამოყენება უსაფრთხოა როგორც ორსულობის, ისე ლაქტაციის პერიოდში;
» პრეპარატის  გამოყენება უსაფრთხოა დიაბეტით დაავადებულებში;
» სწორი ნაწლავიდან სისხლდენის ან დაავადების სიმპტომების გახანგრძლივების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

☘ აღწერილობა:

პრეპარატი  წარმოადგენს მოყვითალო ან ღია ყავისფერ, სპეციფიკური სუნის მქონე მალამოს.

☘ ფარმაკოლოგიური მოქმედება:

პრეპარატს ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ადგილობრივად ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური მოქმედება. აჩქარებს შეხორცებით პროცესს. ხსნის  წვისა და ქავილის უსიამოვნო შეგრძნებებს და დისკომფორტს. ბუასილის (ჰემოროის) ან რომელიმე სხვა პროქტოლოგიური დაავადების დროს, მალამოს ხმარება აიოლებს დეფეკაციასთან (კუჭის მოქმედებასთან) დაკავშირებულ პრობლემებს.

☘ გამოყენების წესი და დოზირება

პრეპარატი გამოიყენება ჰიგიენური პროცედურების ჩატარების შემდეგ; დილა-საღამოს და ყოველი დეფეკაციის შემდეგ მალამო შეიზილეთ ანალურ არეში. რეკომენდებულია მალამოთი გაჟღენთილი არაჰიგროსკოპული (მიტკალი) საფენის მიფენა. მალამოს უფრო ღრმად შესაყვანად ტუბზე წამოაცვით აპლიკატორი, დარწმუნდით, რომ ის მჭიდროდაა დამაგრებული. შემდეგ აპლიკატორს  გადაუსვით მალამო, ფრთხილად  შეიყვანეთ სწორ ნაწლავში, დააწექით  ტუბის ქვედა ნაწილს, შეუშვით მალამო და თანდათანობით გამოიღეთ აპლიკატორი ტუბთან ერთად. გამოყენების შემდეგ აუცილებელია აპლიკატორის გაწმენდა/გარეცხვა.

მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ, მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად  მკურნალობა გააგრძელეთ მინიმუმ 7 დღე.

უკუჩვენება: არ გააჩნია, არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს.

გვერდითი მოვლენები: არ არის გამოვლენილი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: სხვა წამლებთან შეუთავსებლობა არ არის გამოვლენილი.

შენახვის ვადა: 3 წელი. ინახება მშრალ, გრილ ადგილას.

წამლის ფორმა: 25 გ. ალუმინის ტუბი აპლიკატორთან ერთად.

აფთიაქიდან გაცემის ფორმა: ურეცეპტოდ.

მწარმოებელი ფირმა:

შპს ,, თურმანიძე’’
მისამართი: პეკინის 35. თბილისი 0160. საქართველო
ტელ: +995 32 372 065; +995 32 381 702
www.Turmanidze.ge
www.Turmanidze.com
e-mail: infoturmanidze@yahoo.com


რა დროს გამოგიყენებიათ თურმანიძის მალამო ბუასილისათვის?

შედეგები

Loading ... Loading ...
.