მკურნალობა უცხოეთში


თურმანიძის მალამო ბუასილისათვის, ლურჯ-ყვითელი შეფუთვით!
დაიმახსოვრეთ! აქ წარმოდგენილი, ლურჯ–ყითელი შეფუთვა, ემბლემითარის პროქტოლოგთა ასოციაციის მიერ რეკომენდებული, ეკოლოგიურად სუფთა პრეპარატი. თურმანიძის მალამოები, რომლებზეც დატანილია საფირმო ებლემაარ შეიცავენ ქიმიურ ინგრედიენტებს, მათ შორის – ვაზელინს. იკითხეთ ყველგან, გარდა ავერსის აფთიაქებისა.

თურმანიძის მალამო ბუასილისათვის და სხვა პროქტოლოგიური დაავადებებისათვის, ლურჯ-ყვითელი შეფუთვით

,,თურმანიძის მალამო ბუასილისათვის “ – ჩვენებები:

- მწვავე ბუასილი (ჰემოროიდული თრომბოზი);
- ანალური ნაპრალი;
- პარაპროქტიტი(ინფილტრაციის სტადია);
- ორსულობისა და მშობიარობის ფონზე განვითარებული ბუასილი (ჰემოროიდული თრომბოზი);
- ბუასილისა და პარაპროქტიტის პოსტოპერაციული მკურნალობა პროფილაქტიკის მიზნით;
- ანალური დერმატიტი  (ქავილი, წვა).

,,თურმანიძის მალამო ბუასილისათვის” – განსაკუთრებული მითითებები

- პრეპარატის  გამოყენება უსაფრთხოა როგორც ორსულობის, ისე ლაქტაციის პერიოდში;
- პრეპარატის  გამოყენება უსაფრთხოა დიაბეტით დაავადებულებში;
სწორი ნაწლავიდან სისხლდენის ან დაავადების სიმპტომების გახანგრძლივების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

,,თურმანიძის მალამო ბუასილისათვის” – აღწერილობა:

პრეპარატი  წარმოადგენს მოყვითალო ან ღია ყავისფერ, სპეციფიკური სუნის მქონე მალამოს.

,,თურმანიძის მალამო ბუასილისათვის” – ფარმაკოლოგიური მოქმედება:

 პრეპარატს ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ადგილობრივად ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური მოქმედება. აჩქარებს შეხორცებით პროცესს. ხსნის  წვისა და ქავილის უსიამოვნო შეგრძნებებს და დისკომფორტს. ბუასილის (ჰემოროის) ან რომელიმე სხვა პროქტოლოგიური დაავადების დროს, მალამოს ხმარება აიოლებს დეფეკაციასთან (კუჭის მოქმედებასთან) დაკავშირებულ პრობლემებს.

,,თურმანიძის მალამო ბუასილისათვის “ – გამოყენების წესი და დოზირება

- პრეპარატი გამოიყენება ჰიგიენური პროცედურების ჩატარების შემდეგ;დილა-საღამოს და ყოველი დეფეკაციის შემდეგ მალამო შეიზილეთ ანალურ არეში. რეკომენდებულია მალამოთი გაჟღენთილი არაჰიგროსკოპული(მიტკალი) საფენის მიფენა. მალამოს უფრო ღრმად შესაყვანად ტუბზე წამოაცვით აპლიკატორი, დარწმუნდით, რომ ის მჭიდროდაა დამაგრებული. შემდეგ აპლიკატორს  გადაუსვით მალამო, ფრთხილად  შეიყვანეთ სწორ ნაწლავში, დააწექით  ტუბის ქვედა ნაწილს, შეუშვით მალამო და თანდათანობით გამოიღეთ აპლიკატორი ტუბთან ერთად.

გამოყენების შემდეგ აუცილებელია აპლიკატორის გაწმენდა/გარეცხვა.

მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ, მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად  მკურნალობა გააგრძელეთ მინიმუმ 7 დღე.

,,თურმანიძის მალამო ბუასილისათვის “ – უკუჩვენება:თურმანიძის ბუასილის მალამო

არ გააჩნია, არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს.

,,თურმანიძის მალამო ბუასილისათვის “ – გვერდითი მოვლენები:

- არ არის გამოვლენილი

,,თურმანიძის მალამო ბუასილისათვის“ – სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

სხვა წამლებთან შეუთავსებლობა არ არის გამოვლენილი

,,თურმანიძის მალამო ბუასილისათვის“ – ვარგისიანობის ვადა:

3 წელი

,,თურმანიძის მალამო ბუასილისათვის “ – შენახვის ფორმა:

ინახება მშრალ, გრილ ადგილას

,,თურმანიძის მალამო ბუასილისათვის“ – წამლის ფორმა:

25 გ. ალუმინის ტუბი აპლიკატორთან ერთად

,,თურმანიძის მალამო ბუასილისათვის“ – აფთიაქიდან გაცემის ფორმა:

ურეცეპტოდ

,,თურმანიძის მალამო ბუასილისათვის“ – მწარმოებელი ფირმა:თურმანიძის ბუასილის მალამო

შპს ,, თურმანიძე’’
მისამართი: პეკინის 35. თბილისი 0160. საქართველო
ტელ: +995 32 372 065; +995 32 381 702
www.Turmanidze.ge
www.Turmanidze.com
e-mail: infoturmanidze@yahoo.com

 ________________________________________________

Comments are closed.

nostalgia

vaka