აბანოს სასტუმროებს, დასასვენებელ სახლებს, საოჯახო სასტუმროებს და საკურორტო ინფრასტრუქტურის სხვა ელემენტებს შეუძლიათ თავიანთ შესახებ ინფორმაცია განათავსონ ამ გვერდის ბოლოში, კომენტარების ველში.
აბანოს ადმინისტრაციული მდებარეობა – ქარელის რაიონი. ბრეძის ტერიტორიული ორგანო, ქარელიდან 27 კილომეტრი.
აბანოს გეოგრაფიული მდებარეობა – მდ. ლოპანის-წყლის კალაპოტი. სიმაღლე ზღვის დონიდან – 720 მ. აბანოს რელიეფი – ვაკე-ბორცვიანი
აბანოს კლიმატი – დაბალი მთის, ზომიერად მშრალი. ზამთარი ზომიერად ცივი, მცირეთოვლიანი. იანვრის საშუალო ტემპერატურაა –1,20C. ზაფხული თბილი, ზომიერად მშრალი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 20,20C. ნალექების წლიური რაოდენობა – 400-500 მმ. ჰაერის საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა – 74%
მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში – 2200 საათი.
აბანოს ფლორა – ველის მცენარეულობა, ხეხილის ბაღები, ვენახები
აბანოს ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: დაბალი მთის ჰავა და გოგირდ – წყალბადიანი ქლორიდულ-ჰიდროკარბონატული, კალციუმიან-ნატრიუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 0,7 გ/დმ3
მკურნალობის სახეობები აბანოში: მინერალური წყლის აბაზანები, პასიური კლიმატოთერაპია.….. >> საქართველოს კურორტები
.
.