აბასთუმანი

აბასთუმანის (აბასთუმნის) სასტუმროებს, დასასვენებელ სახლებს, საოჯახო სასტუმროებს  და საკურორტო ინფრასტრუქტურის სხვა ელემენტებს შეუძლიათ თავიანთ შესახებ ინფორმაცია განათავსონ ამ გვერდის ბოლოში, კომენტარების ველში.

აბასთუმანის (აბასთუმნის) ადმინისტრაციული მდებარეობა – ადიგენის რაიონი.
აბასთუმანის (აბასთუმნის) გეოგრაფიული მდებარეობა – მესხეთის (აჭარა-იმერეთის) ქედის სამხრეთი ფერდობი, მდ. ოცხეს (აბასთუმანკა) ხეობა. სიმაღლე ზღვის დონიდან – 1250-1450 მ. რელიეფი – მთაგორიანი
აბასთუმანის (აბასთუმნის) კლიმატი – საშუალო მთის (ქვედა სარტყელი). ზამთარი ცივი, თოვლიანი
იანვრის საშუალო ტემპერატურაა – 60C. თოვლის საფარი მდგრადი, შუა დეკემბრიდან მარტის თვის მეორე დეკადის ბოლომდე. ზაფხული ზომიერად თბილი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 160C. ნალექების წლიური რაოდენობა – 688 მმ. ჰაერის საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა – 77%. მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში – 1967 საათი
(აბასთუმნის) ფლორა – წიწვოვანი (ნაძვი, ფიჭვი, სოჭი) ტყეები.

აბასთუმანის (აბასთუმნის) ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: საშუალო მთის ქვედა სარტყლის რბილი ჰავა და თერმული, კაჟიანი, სულფატურ-ქლორიდულ, კალციუმიან-ნატრიუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 0,6 გ/დმ3

მკურნალობის სახეობები აბასთუმანში: პასიური კლიმატოთერაპია, მინერალური წყლის აბაზანები.  >> საქართველოს კურორტები

.
.

Share this...Share on Facebook
Facebook