ალოპოს პუსტულოზური აკროდერმატიტი

ალოპოს პუსტულოზური დერმატიტი

ალოპოს პუსტულოზური დერმატიტი მიეკუთვნება ქრონიკულ დერმატოზებს და ხასიათდება მოლურჯო-მოწითალო ფერის ჰიპერემიითა და კანზე თითის დაჭერისას მომცრო ზომის პუსტულების წარმოქმნით. იშვიათად ადგილი აქვს ბუშტუკების გაჩენას, რომლებიც თითქმის მხოლოდ მაჯებისა და ტერფების დისტალურ ნაწილებში განლაგდება. დაზიანება თანდათანობით ვრცელდება მტევნების დაბოლოებისაკენ პროქსიმალური მიმართულებით, ზოგჯერ კი მთელ ტანზე. დაავადების დასაწყისისას არც თუ იშვიათია ტრავმის თანაარსებობა; ავადმყოფობენ ძირითადად მამაკაცები.

ალოპოს პუსტულოზური აკროდერმატიტიდაავადების კლასიფიკაცია:

  • ტიპური ფორმა: იწყება თითის წვერებიდან და თანდათანობით ვრცელდება ხელის გულსა და მაჯების გარშემო;
  • აბორტული ფორმა;
  • ავთვისებიანი პროგრესირებადი ფორმა: ხასიათდება ფრჩხილების გაცვენით, ფალანგების დამოკლებით, თითების ფორმის ცვლილებებითა და გენერალიზებული გამონაყარით.

ალოპოს პუსტულოზური აკროდერმატიტიკლინიკური სურათი

  • დაავადების დასაწყისი: როგორც წესი ზიანდება ერთი თითი, უპირატესად პირველი თითი, შემდგომში კი ჩაერთვება სხვა თითებიც.
  • ერითემატოზულ-სქვამოზური ან ვეზიკულო-პუსტულოზური გამონაყარი თითის ფალანგების დაბოლოებებზე. პუსტულების გახსნის შემდეგ რჩება ეროზიები;
  • ფრჩხილის თაღები მკვეთრად ჰიპერემირებული, შეშუპებული და ზომიერად ინფილტრირებულია. კიდეებიდან ხშირად გამოიყოფა ჩირქი;
  • პროგრესირებადი მიმდინარეობა: გამონაყარი ვრცელდება პროქსიმალური მიმართულებით მაჯებისა და ტერფების გვერდით მიდამოებში;
  • თითები ცილინდრული ფორმისაა, ფრჩხილის ფალანგები გასქელებული, თითების მოხრა და გაშლა – შეზღუდული;
  • მაჯები დეფორმირებულია შეშუპების გამო, თითები ნახევრად მოხრილია ფალანგებისა და პროქსიმალურ ფალანგთაშორის სახსრებში;
  • არც თუ ისე ხშირად პროცესი პროგრესირებს გენერალიზებულ ფორმაში.

ალოპოს პუსტულოზური აკროდერმატიტიგამოკვლევის გეგმა:

კანის ბიოფსია. ეპიდერმისში აღინიშნება პარაკერატოზი, აკანტოზი ეპიდერმული წანაზარდების დაგრძელებით. დამახასიათებელია ღრუბლისებური ფორმის პუსტულების განვითარება მალპიგის შრეში განლაგებით. დერმაში – ანთებადი ინფილტრატი მრავლობითი ნეიტროფილებით.

ალოპოს პუსტულოზური აკროდერმატიტიდიფერენციალური დიაგნოზი:

  • ექსუდაციური და პუსტულოზური ფსორიაზი;
  • იმპეტიგო;
  • პიოდერმია;
  • გერპესული დერმატიტის გარკვეული ფორმები.

ალოპოს პუსტულოზური აკროდერმატიტი –  მკურნალობა:

  • ხელის კანის მოვლა, ცხელი აბაზანები კალიუმის პერმანგანატით;
  • ზემოთ ხსენებული მეთოდის არაეფექტურობისას სხივური თერაპია;
  • მედიკამენტოზური მკურნალობა: ანტიბიოტიკები – როგორც დამუკიდებლად, ასევე გლუკოკორტიკოსტეროიდებთან კომბინაციაში (ადგილობრივად ან დასალევად).

პროგნოზი კეთილსაიმედოა სიცოცხლის შენარჩუნების თვალსაზრისით, თუმცა დაავადებულთა შრომისუნარიანობა მნიშვნელოვნად მცირდება ინვალიდიზაციამდე, რამეთუ დაავადება ხასიათდება რეციდივებითა და მკურნალობისადმი რეზისტენტობით.

ალოპოს პუსტულოზური აკროდერმატიტი – სინონიმები:

  • კრბკერის მდგრადი დერმატიტი;
  • მოპერსისტირე აკროდერმატიტი;
  • მორეციდივე სუპურატული პოლიდაქტილიტი.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..