ახალჭალა

ახალჭალის სასტუმროებს, დასასვენებელ სახლებს, საოჯახო სასტუმროებს  და საკურორტო ინფრასტრუქტურის სხვა ელემენტებს შეუძლიათ თავიანთ შესახებ ინფორმაცია განათავსონ ამ გვერდის ბოლოში, კომენტარების ველში.

ახალჭალა – ადმინისტრაციული მდებარეობა – ცაგერის რაიონი. გეოგრაფიული მდებარეობა – მდ. ჯანოულას (მდ. ცხენისწყლის შენაკადი) ზედა წელი. სიმაღლე ზღვის დონიდან – 1730-1800 მ. რელიეფი – მთაგორიანი
კლიმატი – საშუალო მთის (ზედა სარტყელი). ზამთარი ცივი, უხვთოვლიანი. იანვრის საშუალო ტემპერატურაა – 60C. ზაფხული ზომიერად თბილი, ზომიერად მშრალი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 15,40C. ნალექების წლიური რაოდენობა – 2000 მმ. ჰაერის საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა – 78%. მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში – 2000-2100 საათი.

ახალჭალა  – ფლორა – წიწვოვანი და ფოთლოვანი (ნაძვი, სოჭი, ფიჭვი, მუხნარ-რცხილნარი, წიფლნარი და სხვ.) ტყეები.
ახალჭალა  – ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: საშუალო მთის ზედა სარტყლის ჰავა და ნახშირმჟავა, ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიანი-კალციუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით – 2,5 გ/დმ3
მკურნალობის სახეობები ახალჭალაში: მინერალური წყლის აბაზანები და მიღება (დალევა), პასიური კლიმატოთერაპია.

>> საქართველოს კურორტები

.
.