ახალშობილების ტოქსიკური ერითემა

ახალშობილთა ტოქსიკური დერმატოზი

ეს არის პოლიმორფული გამონაყარი ახალშობილთა კანზე, რომელიც, როგორც წესი, გამოვლინდება ცხოვრების პირველ კვირაში, თავისთავად გაივლის რამოდენიმე დღის განმავლობაში და არ ცვლის ბავშვის ზოგად მდგომარეობას. ტოქსიური ერითემა წარმოადგენს ახალშობილთა მოსაზღვრე მდგომარეობათაგან ერთერთს, რომელიც არის ადაპტაციური პროცესი ნაყოფის მუცლადყოფნის პერიოდიდან მისი გარემოში გამოსვლის დროს. ახალშობილთა ტოქსიურ ერითემას მიაკუთვნებენ ალერგიულ რეაქციას.

დაავადება კლინიკურად ხასიათდება ცხოვრების მეორე-მესამე დღეს პოლიმორფული გამონაყარით. კანზე აღინიშნება ერითემული, მცირედ გასქელებული ლაქები, ხშირად მონაცრისფრო-მუქი პაპულებით ან ბუშტუკებით ცენტრში, რომელიც შეიცავს გამჭვირვალე სეროზულ სითხეს. გამონაყარი უხშირესად ლაგდება ჯგუფებად კიდურების სახსრების გვერდით ჩადრეკილ ზედაპირებზე, თავის თმიან ნაწილზე, მკერდსა და დუნდულებზე. გამონაყარი, შესაძლოა, იყოს უხვი და დაფაროს მთელი ტანი, ან პირიქით, ერთეული სახით. სეროზული სითხე შეიცავს ეოზინოფილებს, ნაცხი სტერილურია.

1-3 დღის განმავლობაში შესაძლოა გაჩნდეს ახალი ელემენტები, თუმცა უმეტესწილად 2-3 დღეში გამონაყარის უდიდესი ნაწილი უკვალოდ ქრება. ბავშვის მდგომარეობა უცვლელია, სხეულის ტემპერატურა  – ნორმალური.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..