დერეალიზაცია

დერეალიზაცია

დერეალიზაცია – ფსიქიკური სფეროს დარღვევა, რომლის დროსაც იცვლება გარემოს აღქმა; ის მოჩანს მკრთალი, ნაცრისფერი, „არა ცოცხალი“, ბგერები აღიქმება მოყრუებულად, ისმის როგორც „ბამბის გავლით“. გამოხატული დერეალიზაციის დროს შესაძლებელია გაჩნდეს ეჭვი გარე სამყაროს რეალობაში. დერეალიზაცია ხშირად შერწყმულია დეპერსონალიზაციასთან და, როგორც წესი, თანხლებულია დაბნეულობის, გაკვირვების, გაუგებრობის, უძლურობისა და შფოთვის შეგრძნებებით. დერეალიზაცია გვხვდება სხვადსხვა ფსიქიკური დაავადებების დროს.

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

(2) ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

დერეალიზაცია – ფსიქიკური დარღვევა, რომელიც ვლინდება ავადმყოფის მიერ გარემომცველი რეალური სამყაროს არარეალურობისა და გაუცხოების შეგრძნებით. ახასიათებს სხვადასხვა სახის დეპრესიულ მდგომარეობას.

.