ეროზია და ორსულობა

ეროზია და ორსულობა

ეროზია და ორსულობა, საშვილოსნოს  ყელის ეროზია ,  საშვილოსნოს  ყელის ეროზის დიაგნოსტიკა,  საშვილოსნოს  ყელის ეროზის მკურნალობა >>> 

საშვილოსნოს ყელის ეროზია – ერთერთი გავრცელებული დიაგნოზია, რომელიც ხშირად გვხვდება ახალგაზრდა ქალბატონებში. მასში მოიაზრება საშვილოსნოს ყელის რღვევითი პროცესი, ადგილი აქვს საშვილოსნოს ყელის ამომფენი უჯრედების ტრანსფორმაციას. საშვილოსნოს ყელის ეროზიის მიზეზები მრავარიცხოვანია, ეს შეიძლება იყოს საშვილოსნოს ყელის თანდაყოლილი  პათოლოგია, მექანიკური დაზიანება, ინფექციური ხასიათის გინეკოლოგი იური დაავადება და სხვა. მთავარია გვახსოვდეს, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება საშვილოსნოს ყელის ეროზიის უყურადღებოდ დატოვება. წინააღმდეგ შემთხვევაში ეროზია შესაძლოა გახდეს მთელი ორგანიზმის ინფიცირების წყარო. ყველაზე  ცუდი გამოსავალია საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარება.

საშვილოსნოს ყელის ეროზი განსაკუთრებით პრობლემას წარმოადგენს დაორსულებისათვის.  ეროზიაზე  ეჭვის მიტანისას აუცილებელია:

–       სასწრაფოდ მივაკითხოთ ექიმ-გინეკოლოგს, რომელიც სპეციალიზირებულია უშუალოდ საშვილოსნოს ყელის პათოლოგიაზე;

–       ჩავიტაროთ კოლპოსკოპია, რაც საშუალებას აძლევს გინეკოლოგს დასვას ზუსტი დიაგნოზი;

–       ჩატარდეს ნაცხის ანალიზი ინფექციებზე და მისი აღმოცენისთანავე მოხდეს სათანადო მკურნალობის კურსის დანიშვნა ეროზიის მკურნალობამდე;

–       ციტოლოგიური გამოკვლევის ჩატარება. ამ მიზნით ხდება საშვილოსნოს ყელიდან ანაფხეკი მასალის აღება. აღნიშნული ანალიზი იძლევა ინფორმაციას უჯრედების მდგომარეობის შესახებ;

–       აუცილებლობის შემთხვევაში ბიოპსიასაშვილოსნოს ყელის ქსოვილის, ბიოპტატის ჰისტოლოგიური შესწავლა. ბიოპსიის  ჩატარება უნდა მოხდეს ინფექციის მკურნალობის შემდეგ;

–       თუ დადგა საშვილოსნოს ყელის ეროზიის მოწვის აუცილებლობა, აღნიშნული პროცედურის ჩატარებამდე უნდა ვუმკურნალოთ საშვილოსნოსა და საშოს ანთებით პროცესებს

არსებობს მცდარი მოსაზრება, რომ არანამშობიარებ ქალებში არ არსებობს საშვილოსნოს ყელის ეროზიის მოწვის აუცილებლობა. ეს მოსაზრება ემყარება იმ ფაქტს, რომ ადრე მოწვა ეროზიის მკურნალობის ერთადერთი მეთოდი იყო და მოცემული პროცედურა ტარდებოდა მოძველებული ინსტრუმენტებით, ტოვებდა ნაწიბურს, რაც შემდგომ სამშობიარო მოქმედების დროს საშვილოსნოს გასკდომის მიზეზი ხდებოდა. საშვილოსნოს ყელის მკურნალობის შედარებით თანამედროვე მეთოდს წარმოადგენს – დაზიანებული უბნების ლაზერული ამოკვეთა, არ ტოვებს ნაწიბურს და იძლევა საშუალებას მოხდეს დაზიანებული უბნების სხვადასხვა სიღრმეზე ამოკვეთა. არსებობს მკურნალობის სხვა მეთოდებიც – კრიოთერაპია რომლის დროსაც გამოიყენება თხევადი აზოტი და ეროზიის რადიოტალღური მოცილება.

უნდა აღინიშნოს, რომ მნიშვნელობა არ აქვს ეროზიის ზომას, ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც დიდი, ისე მცირე ზომის დაზიანების დროსაც უნდა ჩატარდეს სათანადო მკურნალობა. ექიმები კატეგორიულად კრძალავენ მკურნალობის ხალხური მეთოდების გამოყენებას.

წარმატებული მკურნალობიდან ერთი თვის შემდეგ შეიძლება ორსულობის დაგეგმვა.

თუ ეროზია აღმოჩნდა ორსულობის დროს, მისი მოცილება არაა რეკომენდებული, საშვილოსნოს ყელის ეროზი საფრთხეს არ უქმნის არც დედას და არც ბავშვს, მკურნალობა უნდა ჩატარდეს მშობიარობის შემდეგ.

ნებისმიერი ასაკის ქალის მთავარი ამოცანაა დროული მიმართვა გინეკოლოგი თან და აღმოჩენილი პათოლოგიის შესაბამისი მკურნალობის ჩატარება.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

მეანობა