ვამპირიზმი

ვამპირიზმი („ვამპირი“ – ხალხური გადმოცემით მიცვალებული, რომელიც საფლავიდან დგება და  მძინარე ადამიანს  სწოვს სისხლს), სექსუალური გარყვნილების სახეა, როდესაც სადიზმი შერწყმულია ფეტიშიზმთან, ფეტიშს კი წარმოადგენს პარტნიორის სისხლი. ვამპირიზმის ელემენტები შეიძლება შეგვხვდეს იმ პირებში, რომლებიც პარტნიორის გაკაწვრის ან კბენისას გამოსული სისხლის წვეთი  სასიამოვნო  შეგრძნებას აძლიერებს, ძველ სექსოლოგიაში აღწერილია შემთხვევები, როდესაც მამაკაცი შეგნებულად ჩხვლეტს ან  ჭრილობას აყენებს  სქესობრივ პარტნიორს  ამ მიზნით.

ვამპირიზმის შედარებით მსუბუქი ფორმისას სქესობრივ  აქტს ახლავს წარმოსახვითი სისხლის დენა. არცთუ იშვიათად ჯერ კიდევ მოზარდობის პერიოდში აღინიშნება საკუთარი სისხლის დანახვისას ავხორცული შეგრძნებები, რაც შეიძლება მივიდეს ერექციამდე და ეაკულაციამდეც კი. ვამპირიზმს შეიძლება მივაკუთვნოთ ქალის არამოტივირებული მკვლელობაც, ასეთ შემთხვევაში სისხლის დანახვა შესაძლოა სქესობრივი ურთიერთობის მაგივრობას სწევს. საბედნიეროდ ვამპირიზმი ძალიან იშვიათად აღინიშნება.


.