ვაგინალური კანდიდოზი

 სექსოლოგიურ საქონელს, უმეტესად ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” იწერენ
 ,,ამაზონი” კი უზარმაზარ არჩევანს იძლევა.  გარდა ამისა, ამაზონიდან გამოწერისას დაცულია ანონიმურობა.
 შეგახსენებთ თქვენ იმყოფებით სამედიცინო სექსოლოგიის ყველაზე დიდ ქართულ საიტზე   > 
✧ წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან ამაზონზე გადასვლის შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის ინფორმაცია  რეგიონალური და აქციური ფასდაკლებების გათვალისწინებით. ზოგჯერ ფასდაკლებები 60 %-ს აღწევს.
✧ საქონელზე ფასდაკლებული ფასების მისაღებად ამაზონზე გადადით წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან, სადაც არის ამაზონზე გადამავალი  ლინკები >
 ამაზონის შესაბამის რუბრიკაზე გადასასვლელად დააკლიკეთ ჟოლოსფერ ტექსტებს

ქალის ჯანმრთელობის ,,ამაზონის” განყოფილება
ქალის მოვლის საშუალებები
საფუარის სოკოთი გამოწვეული ინფექციების დროს გამოსაყენებელი საშუალებები
უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე” 
პრეზერვატივები

ლუბრიკანტები
სპერმიციდები
სექსუალობის გამაძლიერებლები 
სექსის გამახანგრძლივებელი კრემები
სექსის გამახანგრძლივებელი სპრეი  

ვაგინალური კანდიდოზი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული, ინფექციური ეტიოლოგიის,  საშოს დაავადებაა. ბოლო წლებში ვაგინალური კანდიდოზის სიხშირემ მოიმატა. რეპროდუქციული ასაკის 4 ქალიდან სამს მაინც ექნება გადატანილი ვაგინალური კანდიდოზი.

ეტიოლოგია, პათოგენეზი

ვაგინალური კანდიდოზის გამომწვევი Candidas გვარის საფუარისებრი სოკოებია. უფრო ხშირად (95%) საშო ზიანდება Candida albicans-ის სოკოებით, იშვიათად – C. tropicalis, C. krusei და სხვ. Candida-ს გვარის სოკოები წარმოადგენენ მომრგვალო ფორმის,  ერთუჯრედიან ანაერობულ მიკროორგანიზმებს, ზომით 1, 5-დან 10 მკმ-მდე.  სოკოების ზრდისა და გამრავლებისთვის ოპტიმალური ტემპერატურაა 21-37C და სუსტი მჟავე არე.
გენიტალური კანდიდოზი არ მიეკუთვნება სქესობრივი გზით გადაცემად დაავადებებს, მაგრამ ხშირად არის მათი მარკერი.
სოკოები მიეკუთვნება პირობით – პათოგენურ ფლორას,  რომელიც ნორმაში კანის საფარზე და ლორწოვან გარსებზეა,  მათ შორის საშოშიც,  მაგრამ გარკვეულ პირობებში (საერთო და ადგილობრივი რეზისტენტობის დაქვეითება,  შაქრიანი დიაბეტი,  ტუბერკულოზი,  ავთვისებიანი წარმონაქმნები,  ქრონიკული ინფექციები და სხვა) მან შეიძლება გამოიწვიოს დაავადება.
ამავე დროს მატულობს  სოკოების ადჰეზიურობა; ისინი ემაგრებიან საშოს ეპითელიუმის უჯრედებს, იწვევენ ლორწოვანი გარსის კოლონიზაციასა და ანთებითი რეაქციის განვითარებას.
ჩვეულებრივ, კანდიდოზი ეხება საშოს ეპითელიუმის მხოლოდ ზედაპირულ შრეებს.  იშვიათ შემთხვევებში გადაილახება ეპითელური  ბარიერი და ხდება გამომწვევის ინვაზია ქვეშმდებარე ქსოვილებში ჰემატოგენური დისემინაციით.
მიღებულია მონაცემები,  რომ უროგენიტალური კანდიდოზის რეციდივირების დროს ინფექციის ძირითადი რეზერვუარია კუჭ-ნაწლავი,  საიდანაც სოკოები პერიოდულად ხვდებიან საშოში და იწვევენ ანთებითი პროცესის გამწვავებას.
ახალშობილების დაინფიცირება  candida-ს სოკოებით ძირითადად ინტრანატალურად ხდება.

 კლასიფიკაცია

განარჩევენ მწვავე (დაავადების ხანგრძლივობა ორ თვემდე) და ქრონიკულ (მორეციდივე, დაავადების ხანგრძლივობა ორ თვეზე მეტია) უროგენიტალურ კანდიდოზს.

სიმპტომები, მიმდინარეობა

ვაგინალური  კანდიდოზის დროს ძირითადი ჩივილებია:

  • ქავილი და წვა საშოში;
  • ხაჭოსებრი გამონადენი სასქესო გზებიდან. გამონადენი შეიძლება იყოს თხელი და წყლოვანი, სუნის გარეშე, ან შედარებით სქელი კონსისტენციის;
  • ვულვის  (ქალის გარეთა სასქესო ორგანოები) ტკივილი  და გაღიზიანება.

ვაგინული კანდიდოზის დროს  ქავილი და წვა ძლიერდება წყლის  პროცედურების,  ასევე სქესობრივი აქტის შემდეგ  ან ძილის დროს.  პროცესში საშარდე გზების ჩართვა იწვევს დიზურიულ ცვლილებებს.
ვულვაზე კანდიდოზი ხასიათდება კანზე და ლორწოვანზე სიწითლით, საშოს „ნაპრალებით“ და სხვა. აღსანიშნავია, რომ იგივე სიმპტომები შეიძლება სხვა სოკოებზე ან სხვა დაავადებებზეც მიგვანიშნებდეს.

პროფილაქტიკა

ვაგინალური კანდიდოზის პროფილაქტიკა მოიცავს მისი გამომწვევი პირობების მოშორებას.  


ვაგინალური კანდიდოზილალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 ვაგინალური კანდიდოზი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული, ინფექციური ეტიოლოგიის, საშოს დაავადებაა.
🍄 ვაგინალური კანდიდოზის გამომწვევი Candidas გვარის საფუარისებრი სოკოებია
📌 სოკოები მიეკუთვნება პირობით-პათოგენურ ფლორას, რომელიც ნორმაში კანის საფარზე და ლორწოვან გარსებზეა, მათ შორის საშოშიც, მაგრამ გარკვეულ პირობებში მან შეიძლება გამოიწვიოს დაავადება:
➡️ საერთო და ადგილობრივი რეზისტენტობის დაქვეითება;
➡️ შაქრიანი დიაბეტი;
➡️ ტუბერკულოზი;
➡️ ავთვისებიანი წარმონაქმნები;
➡️ ქრონიკული ინფექციები
🔗 გენიტალური კანდიდოზი არ მიეკუთვნება სქესობრივი გზით გადაცემად დაავადებებს, მაგრამ ხშირად არის მათი მარკერი.
🔎 განარჩევენ:
📎 მწვავე უროგენიტალურ კანდიდოზს – დაავადების ხანგრძლივობა ორ თვემდე;
📎 ქრონიკულ უროგენიტალურ კანდიდოზს – მორეციდივე, დაავადების ხანგრძლივობა ორ თვეზე მეტია.
👉 შეიტყვეთ მეტი ვაგინალური კანდიდოზის შესახებ ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან –
#ვაგინალურიკანდიდოზი #უროგენიტალურიკანდიდოზი #კანდიდოზისნიშნები #კანდიდოზისსიმპტომები #კანდიდოზისგამომწვევი #კანდიდოზისპროფილაქტიკა #კანდიდოზისმკურნალობა #ქრონიკულიუროგენიტალურიკანდიდოზი #მწვავეუროგენიტალურიკანდიდოზი #ტკივილი #ქავილი #წვისშეგრძნება #შეშუპებულისაშო #გაწითლებულისაშო #სქელიგამონადენი #შაქრიანიდიაბეტი #ავთვისებიანიწარმონაქმნები #ქრონიკულიინფექციები #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

webვაგინალური კანდიდოზი
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦  სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
ინტიმური საქონლის მაღაზია
FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“

☀ გაფრთხილება!