ვულვოვაგინიტი ესტროგენდეფიციტური

ესტროგენდეფიციტური ვულვოვაგინიტი

  არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ესტროგენდეფიციტური ვულვოვაგინიტი – ვულვისა და საშოს რეაქცია ესტროგენების დაბალ შემცველობაზე მენოპაუზის ვარიექტომიის,  ლაქტაციის დროს; პრაქტიკულად ჩნდება ყველა ქალში პოსტმენოპაუზის დროს ესტროგენების დეფიციტის კორექციის არარსებობისას.

ესტროგენდეფიციტური ვულვოვაგინიტის რისკის ფაქტორები – საშოს ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექციები. >>>>

ესტროგენდეფიციტური ვულვოვაგინიტი – პათმორფოლოგია

საშო მცირდება, ძირითადად მისი ზემო ნაწილი;

საშოს ეპითელიუმი მკრთალი,  შეთხელებულია,  ნაკლებად სველია,  pH მომატებულია

• მცირე სასქესო ბაგეები მკრთალი და მშრალია,  დიდ სასქესო ბაგეებში მცირდება ცხიმოვანი ქსოვილის შემცველობა

• მცირე მენჯის კუნთები და მყესები,  რომლებიც იკავებენ საშვილოსნოს და საშოს,  კარგავენ ტონუსს,  რაც არცთუ ისე ხშირად იწვევს საშვილოსნოს ჩამოწევას.

ესტროგენდეფიციტური ვულვოვაგინიტი – კლინიკური სურათი

• ქავილი

საშოდან გამონადენი პრაქტიკულად არ არის

• დისპარეუნია

საშოს ლორწოვანი გარსის ჰიპერემია წერტილოვანი ჰემორაგიებით.

• ჭარბწონიან პაციენტებში დამახასიათებელია ცირკულირებადი ესტროგენების მომატება ცხიმოვანი ქსოვილში ანდროსტენდიონის ესტრადიოლში გადასვლასთან დაკავშირებით,  რაც განაპირობებს სიმპტომების ნაკლებ გამომჟღავნებას.

ესტროგენდეფიციტური ვულვოვაგინიტი – ლაბორატორიული კვლევები

ესტროგენების კონცენტრირების დაქვეითება (ფსევდომენოპაუზა შეიძლება გამოიწვიოს პროგესტინებმა,  დანაზოლმა,  გონადოპტროპინ-რილიზინგ ჰორმონების ანტაგონისტებმა )

საშოს ეპითელიუმის ციტოლოგიური გამოკვლევა: სიმწიფის ინდექსის დაწევა ( სიმწიფის ინდექსი შეიძლება შეიცვალოს ესტროგენებით მკურნალობისას).

ესტროგენდეფიციტური ვულვოვაგინიტი – გართულებები დაკავშირებულია კონცენტრირებული ეგზოგენური ესტროგენების მომატებასთან – პოსტმენოპაუზური სისხლდენა,  გულისრევა,  თავის ტკივილი,  თრომბოფლებიტი.

….

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

გინეკოლოგიური დაავადებები