ლოქიომეტრა

ლოქიომეტრა – (lochiometra; მშობიარობის შემდგომი გამონადენი + ბერძნ..  mētra საშვილოსნო) – ხასიათდება მშობიარობის შემდგომი გამონადენების დაგროვებით საშვილოსნოს ღრუში; ვლინდება საშვილოსნოს არასაკმარისი კუმშვითი აქტივობის გამო,  მისი ზედმეტად გაჭიმვის გამო (დიდი ნაყოფი,  მრავალნაყოფიანი ორსულობა),  მშობიარობის პირველ ან მეორე პერიოდში სისუსტის გამო,  ასევე საშვილოსნოს ყელის შიდა პირის სპაზმის დროს. >>>>

ლოქიომეტრის დროს საშვილოსნოს ზომა მომატებულია, რაც უნდა აღინიშნოს მშობიარობის შემდეგ,  სასქესო გზებიდან გამონადენის რაოდენობა ნორმაზე მცირეა.  პალპაციისას საშვილოსნო მტკივნეულია.  მშობიარის საერთო მდგომარეობა არ არის დარღვეული,  სხეულის ტემპერატურა ნორმაშია,  ტაქიკარდია არ არის.

საჭიროა ლოქიომეტრის დიფერენცირება ენდომეტრიტთან,  რომლის დროსაც აღინიშნება ტაქიკარდია,  ჰიპერთერმია,  ტკივილები საშვილოსნოს პალპაციისას,  გამონადენი მუქია,  ზოგჯერ უსიამოვო  სუნით.  გარდა ამისა, საშვილოსნოს ზომები მშობიარობის შემდგომ პერიოდში შეიძლება მომატებული იყოს სუბინვოლუციის დროს (შეფერხებული შეკუმშვა) საშვილოსნოში სისხლის გროვების გაჩენის გამო. დიაგნოზი ზუსტდება ულტრაბგერითი გამოკვლევით.

მკურნალობა ჯამდება პრეპარატების დანიშვნით,  რომელიც იწვევს საშვილოსნოს შეკუმშვას. ადეკვატური მკურნალობისას პროგნოზი კეთილსაიმედოა.

თუ ლოქიომეტრა დროულად არ იქნა ლიკვიდირებული შეიძლება განვითარდეს ენდომეტრიტი.

ლოქიომეტრას პროფილაქტიკა მდგომარეობს მშობიარობის შემდგომი პერიოდის სწორ მიმდინარეობაში: საშვილოსნოს კუმშვადობის კონტროლი (მისი კონსისტენციის,  მგრძნობელობის პალპაციური გამოკვლევა,  საშვილოსნოს ფუძის სიღრმის გაზომვა),  სასქესო ორგანოებიდან გამონადენების ხასიათისა და მოცულობის მიხედვით.

___________________________________________________

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com
ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია
ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com
ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

გაფრთხილება

    • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
    • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
    • Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

გინეკოლოგიური დაავადებები

..