მასტოპათია

მასტოპათია

    არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

მასტოპათიას მრავალი დასახელება აქვს: ფიბროზულ-კისტოზური დაავადება ან ფიბროადენომატოზი,  შიმელბუშის დაავადება,  ქრონიკული ინდურაცია,  ქრონიკული კისტოზური მასტიტი,  სეროზულ-კისტოზური სიმსივნე,  კისტოზური ადენომა და სხვა.  ყველა ამ ტერმინის ქვეშ იმალება სარძევე ჯირკვლების დაავადება,  რომელიც გამოწვეულია ჰორმონალური სისტემის დარვევებით.  ხშირად მასტოპათია ვითარდება სასქესო ჰორმონების ბალანსის დარღვევით,  ფარისებრი ჯირკვლის,  საკვერცხეების,  ღვიძლის დაავადებების შემდეგ.  ამ დაავადებების შედეგად ქალის ორგანიზმში მნიშვნელოვნად მატულობს ესტროგენის სინთეზი,  რომელიც აჭარბებს ყველა სხვა ჰორმონს. 

კლინიკური გამოვლინებებიდან გამომდინარე მიღებულია მასტოპათიის ორი სახეობის გამოვლენა: კვანძოვანი და დიფუზური.  კვანძოვანი ფორმის დროს სარძევე ჯირკვალში ფორმირდება ერთი კვანძოვანი წარმონაქმნი,  რომელიც ზოგ შემთხვევაში დროის გასვლის შემდეგ შეიძლება გადავიდეს კიბოს სტადიაში;  ამიტომ მკურნალობა მოითხოვს ქირურგიულ ჩარევას.  დიფუზური მასტოპათიის დროს აღინიშნება თითქმის ერთი ზომის რამდენიმე წარმონაქმნი,  რომლებიც ექვემდებარებიან მედიკამენტოზურ მკურნალობას.

მასტოპათიის სახეობისგან დამოუკიდებლად, სარძევე ჯირკვალში ხდება შემაერთებელი და ჯირკვლოვანი ქსოვილების ზრდა რის შედეგად წარმოიქმნება გამკვრივებები და კისტები – ერთი ან მრავალი.  ამ დროს პაციენტი უჩივის მკერდში მტკივნეულ შეგრძნებებს,  რომლებიც როგორც წესი, თავიდან აღინიშნება მენსტრუაციის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე,  ხოლო შემდეგ მეტნაკლებად მუდმივი ხდება.  სარძევე ჯირკვლის პალპაციისას აღინიშნება სიმკვრივე.

მასტოპათია არ მიეკუთვნება კიბოს წინა დაავადებების რიცხვს.  უმრავლეს შემთხვევაში ეს კეთილთვისებიანი წარმონაქმნია,  მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში თუ უჯრედების დაყოფის პროცესში მოხდა ცვლილებები მასტოპათიამ შეიძლება გამოიწვიოს კიბოს განვითარებას.  განსაკუთრებით საშიშია კვანძოვანი მასტოპათია რომელიც არცთუ ისე იშვიათად ასტიმულირებს კიბოს,  ამიტომ პაციენტის გამოკვლევის დროს მნიშვნელოვან როლს ასრულებს სექტორალური რეზექცია.  მასტოპათიის დიაგნოსტიკა ასევე მოიცავს მამოგრაფიას,  ულტრაბგერით გამოკვლევას,  ციტოლოგიურ გამოკვლევას,  ბიოფსიას.

მასტოპათიის მკურნალობა პირველ რიგში აღიძვრება დაავადების მიზეზების დასაქვეითებლად.  სპეციალური პრეპარატების პარალელურად პაციენტს ენიშნება ვიტამინები,  რომლებიც ასტიმულირებენ ღვიძლის მუშაობას,  ტარდება ქრონიკული ადნექსიტის პროფილაქტიკა,  განსაკუთრებულ შემთხვევებში მკურნალობა მოიცავს ორალური კონტრაცეპტივების მიღებას, რომლებიც აღადგენს მენსტრუალურ ციკლს,  ჰორმონებისა და ანტიესტროგენების მიღებას.  თუ ქალი უჩივის ტკივილს სარძევე ჯირკვალში, მას გამოუწერენ გამაყუჩებლებს.  მკერდის შეშუპებისას რეკომენდებულია სუსტი შარდმდენი პრეპარატები.

სამწუხაროდ,  ბოლო ორ ათწლეულში მასტოპათია ლიდერობს ქალთა სხვა ონკოლოგიურ დაავადებებს შორის.  სტატისტიკის თანახმად, ეს დაავადება ვლინდება 30 და მეტი წლის ქალების 25%-ში და 40 წელზე მეტი ასაკის ქალების 60%-ში.  ქალებში რომელთაც აქვთ ინდივიდუალური ან მემკვიდრული წინასწარგანწყობა, ყველაზე დიდი საშიშროებაა მასტოპათიის განვითარებისა. რისკის ფაქტორებს ასევე მიეკუთვნება გინეკოლოგიური დაავადებები,  ენდოკრინული სისტემის დაავადებები,  გვიანი პირველი ორსულობა,  არამშობიარობა,  აბორტები,  მშობიარობის შემდგომი და ჩირქოვანი მასტიტები,  არასწორი კვება,  ტრავმები, მოწევა.

მასტოპათიის პროფილაქტიკისთვის მედიკები რეკომენდაციას უწევენ კვების რაციონალურ რეჟიმს: ცხიმიანი საჭმლის,  ყავის და შოკოლადის შეზღუდვას,  ვიტამინების A, B, C, E, P,  ჰორმონალური კონტრაცეპტივების სწორად შერჩევას,  აბორტების აცილებას,  მენსტრუაციამდე მკერდში ტკივილის მოსახსნელად სუსტი შარდმდენი პრეპარატების მიღებას და რა თქმა უნდა მამოლოგთან რეგულარული ვიზიტებს და სარძევე ჯირკვლების სისტემატური დამოუკიდებელ გამოკვლევას.

….

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

გინეკოლოგიური დაავადებები