სასქესო ორგანოების არასწორი მდებარეობა

   სასქესო ორგანოების არასწორი მდებარეობა

 არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ჯანმრთელ, სქესობრივად მომწიფებულ ქალში, თუ ის დგას ვერტიკალურად, ტიპიურად ითვლება სასქესო ორგანოების შემდეგი მდებარეობა:

საშვილოსნო მცირე მენჯის ცენტრში მდებარეობს, გვერდითი კედლებიდან, სიმფიზიდან და გავიდან ერთნაირ მანძილზე.
საშვილოსნო მოხრილია ოდნავ წინ მისი ძირი მიმართულია მუცლის წინა კედლისკენ, საშვილოს სხეულსა და ყელს შორის მოხრა ქმნის ბლაგვ კუთხეს, რომელიც გაშლილია წინისკენ;
საშო განლაგებულია მცირე მენჯის ღრუში, გარედან და წინიდან თითქოს მიმართულია ირიბად ზემოთ, ხოლო უკან – საშვილოსნოს ყელისკენ;
• დანამატები გვერდებშია და საშვილოსნოს უკანა;

რეპოდუქციული ასაკის ქალში სასქესო ორგანოების განლაგება იცვლებოდა მუცლის შიდა წნევის ცვლილებისას სწორი ნაწლავის, შარდის ბუშტის  შევსებისას. ბუნებრივია, რომ სასქესო ორგანოები იცვლის მდებარეობას ორსულობისას. ზემოაღნიშნული ფაქტორების მოქმედების შეწყვეტის შემდეგ, სასქესო ორგანოები უბრუნდებიან ტიპიურ მდგომარეობას.

როგორ არის უზრუნველყოფილი სასქესო ორგანოების ტიპიური მდებარეობა?

ქალის სასქესო ორგანოების სწორ მდებარეობას უზრუნველყოფს შემდეგი ფაქტორები:

• დამჭერი აპარატის სწორი განვითარება და ფუნქციონირება რომელიც შედგება კუნთების 3 სართულისგან და მენჯის ფუძის ფასციისგან; საშვილოსნოს დამაფიქსირებელი აპარატის მდგომარეობა, სასქესო ორგანოების ტონუსი, რომელიც განპირობებულია სასქესო ჰორმონების დონისა და ორგანიზმის სისტემის ნორმალური ფუნქციონირებით;
• მუცლის პრესის, დიაფრაგმის, მენჯის ფუძის კუნთების შეთანხმებული ფუნქციონირება, რომელიც განაპირობებს ნორმალურ მუცლის შიდა წნევას.

სასქესო ორგანოების არასწორი მდებარეობა – ეს მისი ნორმალური მდებარეობის გადახრაა რომელსაც ჩვეულებრივ თან სდევს პათოლოგიური მოვლენები. არასწორი მდებარეობის მიზეზი შეიძლება იყოს სიმსივნეები, ტრავმები, ორგანიზმში ანთებითი პროცესები, პათოლოგიური ან მრავალი მშობიარობა, ფიზიკური შრომა, ორგანიზმის დისტროფია, სასქესო ინფანტილიზმი.

განარჩევენ სასქესო ორგანოების არასწორი მდებარეობის შემდეგ სახეებს:

• მთელი საშვილოსნოს გადახრა მენჯის ღრუში – წინ, უკან, მარცხნივ, მარჯვნივ.
საშვილოსნოს პათოლოგიური გადახრა, რომლის დროსაც მისი სხეული ერთ მხარეზეა გადახრილი, ხოლო ყელი მეორეზე;
საშვილოსნოს მოხრა ყელთან შეფარდებით;
საშვილოსნოს აწევა, ჩამოწევა, ამოვარდნა;
საშვილოსნოს მოხვევა, ამობრუნება.

შესაძლებელია საშვილოსნოს მდებარეობის სხვადასხვა დარღვევის ერთდოული დამთხვევა. პათოლოგიის არსებობის დიაგნოსტირება შეუძლია მხოლოდ ექიმს.

____________________________________________________

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com
ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია
ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com
ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

    • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
    • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
    • Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

გინეკოლოგიური დაავადებები

..