საშვილოსნოს ყელის ერითროპლაკია

საშვილოსნოს ყელის ერითროპლაკია

   არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

საშვილოსნოს ყელის ერითროპლაკია –  (erythroplakia; ბერძნ. erythros წითელი + plax, plakos სიბრტყე, ზედაპირი) – საშვილოსნოს ყელის ვაგინალური ნაწილის ლორწოვანი გარსის დაზიანება; ხასიათდება ეპითელიუმის ზედაპირული შრეების ატროფიით. >>>>

საშვილოსნოს ყელის ერითროპლაკია –  ეტიოლოგია უცნობია. სიმპტომატიკა შეიძლება არ იყოს, ზოგჯერ აღინიშნება გამონადენი ან კონტაქტური სისხლდენები. ერითროპლაკიას არცთუისე იშვიათად თან ახლავს კოლპიტი და ცერვიციტი. საშვილოსნოს ყელის დათვალიერებისას ვაგინალური სარკეების დახმარებით ერითროპლაკია წარმოადგენს ერთეულ იშვიათად მრავალ არასწორი ან მომრგვალო ფორმის წითელ ან ბორდოსფერ მცირე კერებს, რომელიც ოდნავ ამობურცულია ლორწოვანი გარსის ზედაპირზე. კოლპოსკოპიისას ერითროპლაკიის კერების მიდამოში აღინიშნება შეთხელებული ბრტყელი ეპითელიუმი რომლის ქვეშაც ჩანს ქვეშმდებარე ქსოვილი: 3%-იანი ძმრის მჟავის ხსნარით დამუშავებისას კერები ფერმკრთალდება, ლუგოლის ხსნარით კი არ იღებება, მიკროსკოპული გამოკვლევისას აღინიშნება მფარავი ეპითელიუმის გამკვრივება და ატროფია, სისხლძარღვების გაფართოება და სისხლსავსეობა, ერითროპლაკიის ბაზალური შრის უჯრედების ჰიპერპლაზია (ზოგჯერ ატიპიური) რომელსაც თან ახლავს ბაზალური შრის უჯრედების ატიპიური ჰიპერპლაზია, მიაკუთვნებენ სიმსივნის წინა დაავადებებს. სიმსივნის გამოსარიცხავად ატარებენ გამონადენის ციტოლოგიურ გამოკვლევას, ასევე ბიოფსიური მასალის ჰისტოლოგიურ გამოკვლევას.

საშვილოსნოს ყელის ერითროპლაკიის მიმდინარეობა სრულდება ანთებითი პროცესის აუცილებელი აღკვეთით. ბაზალური შრის უჯრედების ატიპიური ჰიპერპლაზიის დროს ნაჩვენებია ლაზეროთერაპია, დიათერმოკოაგულაცია ან დიათერმოექსციზია (დაზიანებული უბნის ამოკვეთა ელეტროდანით). ასევე მიმართავენ კრიოქირურგიულ მკურნალობას. დროული მკურნალობისას პროგნოზი კეთილსაიმედოა.

….

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

გინეკოლოგიური დაავადებები