ხელოვნური განაყოფიერება

ხელოვნური განაყოფიერება განაყოფიერების მეთოდია რომლის დროსაც სპერმა თავსდება ქალის ორგანიზმში (ან საშვილოსნოს ღრუში ან საშვილოსნოს ყელში – ინტრაცერვიკალურად) ხელოვნურად სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენებით.

ხელოვნური განაყოფიერების მეთოდის გამოყენება ხდება იმ შემთხვევაში, თუ წყვილი ვერ ნაყოფიერდება ბუნებრივი გზით, ხოლო კონსერვატიულმა მკურნალობამ არ მისცა ეფექტური შედეგი. განაყოფიერების შეუძლებლობის მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვა: ქალის ალერგია სპერმისადმი, კაცის სპერმის ცუდი ხარისხი, მათ შორის სპერმაში ჯანმრთელი სპერმატოზოიდების დაბალი შემცველობა ან მათი სუსტი მოძრაობა,  რის გამოც ისინი ვერ აღწევენ განაყოფიერებისადმი მზად კვერცხუჯრედს. გარდა ამისა ხელოვნური განაყოფიერება შეიძლება დაეხმაროს უშვილობის არაკლასიფიცირებული ფორმის წყვილებს. პროცედურისთვის აუცილებელია ქალის სექსუალური პარტნიორის სპერმა ან დონორის სპერმა.

ხელოვნური განაყოფიერება – პროცედურის წინ

ქალის ორგანიზმი უნდა იყოს კარგად გამოკვლეული: ამისთვის სპეციალისტი აკვირდება მის მენსტრუალურ ციკლს, ოვულაციის ხასიათს, უნიშნავს აუცილებელ ანალიზებს. გარდა ამისა,  ექიმს შეუძლია ქალს ურჩიოს ჰორმონალური პრეპარატების წინასწარი მიღება,  რომელიც ზრდის განაყოფიერების შანსს. ასეთი პრეპარატები უნდა მიიღონ მენსტრუალური ციკლის დასაწყისში, რადგან ისინი ასტიმულირებენ საკვერცხეებს რამდენიმე მწიფე კვერცხუჯრედის წარმოსაქმნელად (ქალებში ხშირად ერთი მენსტრუალური ციკლისას ხდება ერთი მწიფე კვერცხუჯრედის წარმოქმნა).

ექიმი ოვულაციის ტესტის დახმარებით,  ან ულტრაბგერითი გამოკვლევისას ადგენს ოვულაციის დადგომის პერიოდს როგორც განაყოფიერების კეთილსასურველი დრო. იმ შემთხვევებში,  როდესაც ქალში აღინიშნება ოვულაციასთან დაკავშირებული პრობლემები, მას ურჩევენ ოვულაციის მასტიმულირებელ პრეპარატებს. როგორც კი მოხდება ოვულაცია, ატარებენ ხელოვნურ განაყოფიერებას, მაშინ ქალში კვერცხუჯრედის განაყოფიერების მაქსიმალური შანსია მისი წარმატებული ჩაზრდისათვის საშვილოსნოს ღრუში და ორსულობის დადგომისათვის.

♥ ოვულაციის ტესტები ,,ამაზონზე” >>>>


იმისთვის, რომ სპერმა იყოს კარგი ხარისხის, მამაკაცებისთვიის რეკომენდებულია სპერმის შეგროვებამდე რამდენიმე ხნით  ადრე მოახდინონ მისი ეაკულაცია ხელოვნური განაყოფიერებისთვის, დაახლოებით ორი კვირის შემდეგ შესაძლებელია პროცედურის შედეგის შეფასება: დადგა თუ არა ორსულობა.

♥♥ ორსულობის დასადგენი ტესტები ,,ამაზონზე”  – Pregnancy Tests  >>>>>

ხელოვნური განაყოფიერების პროცესი

არ მიაქვს დიდი დრო – დაახლოებით ერთი სააათი, მაგრამ ზოგ ქალს უწევს მისი ჩატარება სამიდან ექვსჯერ რომ დაორსულდეს. მისი წარმატება დამოკიდებულია მომავალი მშობლების ასაკზე, ასევე ბუნებრივი გზით განაყოფიერების შეუძლებლობის მიზეზზე (დაავადება ან სხვა). საშუალოდ დაორსულება ამ მეთოდით შესაძლებელია 5-დან 20%-მდე. ეს ციფრი იზრდება ხელოვნური განაყოფიერების ახალი მცდელობისას, წინა წარუმატებელი მცდელობისას, ასევე მასტიმულირებელი ჰორმონალური პრეპარატების მიღებისას.

_______________________________________

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

გინეკოლოგიური დაავადებები