ჰიპომენსტრუალური სინდრომი

✧დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან
✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით.

ქალის ჯანმრთელობის ,,ამაზონის” განყოფილება >>
ოჯახის დაგეგმვის ტესტები
ქალის მოვლის საშუალებები
მენოპაუზის დროს გამოსაყენებელი საშუალებები
მენსტრუალური ტკივილის შესამსუბუქებელი საშუალებები
ვიტამინები პრენატალური (მშობიარობის წინა) პეიოდისათვის
საფუარის სოკოთი გამოწვეული ინფექციების დროს გამოსაყენებელი საშუალებები

ჰიპომენსტრუალური სინდრომი (ჰიპ.. + მენსტრუაცია), მენსტრუალური ფუნქციის დარღვევა, რომელიც ვლინდება მენსტრუაციის შესუსტებით, ზედმეტად მწირი (ჰიპომენორეა), ზედმეტად ხანმოკლე (ოლიგომენორეა) 1-3 დღემდე და იშვიათი (ოპსომენორეა) მენსტრუაციის შენაცვლება 35 დღეზე მეტი ინტერვალით.

გვხვდება ხშირად სქესობრივი მომწიფების პერიოდში და კლიმაქსურ პერიოდში, არცთუ ისე იშვიათად წინ სდევს ამენორეას; განარჩევენ პირველად და მეორად ჰიპომენსტრუალურ სინდრომს.

პირველადი სინდრომის დროს მწირი, მოკლე და იშვიათი მენსტრუაციები აღინიშნება სქესობრივი მომწიფების დაწყებისას, მისი მიზეზია საკვერცხეების ფუნქციების (ჰიპოფიზის, თირკმელზედა ჯირკვლის) დაქვეითება საერთო ინფანტილიზმით.

მეორადი სინდრომი ვითარდება ნორმალური მენსტრუაციის გარკვეული პერიოდის შემდეგ ანთებითი დაავადებების ქრონიკული ინფექციების, ინტოქსიკაციების, საშვილოსნოს ზედმეტის ამოფხეკისას, აბორტისას და დიაგნოსტიკური მანიპულაციების შედეგად. ჰიპომენსტრუალურ სინდრომთან სხვა ფუნქციონალური დარღვევების დამატებისას საერთო სისუსტე, დეპრესია, ფრიგიდულობა, უშვილობა და სხვა საჭიროა სპეციალური და გამაძლიერებელი მკურნალობა.  გადასვლა >> გინეკოლოგიური დაავადებები


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები

 

.