ვულვოვაგინიტი ესტროგენდეფიციტური

ესტროგენდეფიციტური ვულვოვაგინიტი – ვულვისა და საშოს რეაქცია ესტროგენების დაბალ შემცველობაზე მენოპაუზის ვარიექტომიის,  ლაქტაციის დროს; პრაქტიკულად ჩნდება ყველა ქალში პოსტმენოპაუზის დროს ესტროგენების დეფიციტის კორექციის არარსებობისას.

ესტროგენდეფიციტური ვულვოვაგინიტის რისკის ფაქტორები – საშოს ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექციები.

ესტროგენდეფიციტური ვულვოვაგინიტი – პათმორფოლოგია

  • საშო მცირდება, ძირითადად მისი ზემო ნაწილი;
  • საშოს ეპითელიუმი მკრთალი,  შეთხელებულია,  ნაკლებად სველია,  pH მომატებულია
  • მცირე სასქესო ბაგეები მკრთალი და მშრალია,  დიდ სასქესო ბაგეებში მცირდება ცხიმოვანი ქსოვილის შემცველობა
  • მცირე მენჯის კუნთები და მყესები,  რომლებიც იკავებენ საშვილოსნოს და საშოს,  კარგავენ ტონუსს,  რაც არცთუ ისე ხშირად იწვევს საშვილოსნოს ჩამოწევას.

♥  ქალის ჯანმრთელობის ,,ამაზონის” განყოფილება >>
ოჯახის დაგეგმვის ტესტები
ქალის მოვლის საშუალებები
მენოპაუზის დროს გამოსაყენებელი საშუალებები
მენსტრუალური ტკივილის შესამსუბუქებელი საშუალებები
ვიტამინები პრენატალური (მშობიარობის წინა) პეიოდისათვის
საფუარის სოკოთი გამოწვეული ინფექციების დროს გამოსაყენებელი საშუალებები

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>


ესტროგენდეფიციტური ვულვოვაგინიტი – კლინიკური სურათი

  • ქავილი
  • საშოდან გამონადენი პრაქტიკულად არ არის
  • დისპარეუნია
  • საშოს ლორწოვანი გარსის ჰიპერემია წერტილოვანი ჰემორაგიებით.
  • ჭარბწონიან პაციენტებში დამახასიათებელია ცირკულირებადი ესტროგენების მომატება ცხიმოვანი ქსოვილში ანდროსტენდიონის ესტრადიოლში გადასვლასთან დაკავშირებით,  რაც განაპირობებს სიმპტომების ნაკლებ გამომჟღავნებას.

ესტროგენდეფიციტური ვულვოვაგინიტი – ლაბორატორიული კვლევები

  • ესტროგენების კონცენტრირების დაქვეითება (ფსევდომენოპაუზა შეიძლება გამოიწვიოს პროგესტინებმა,  დანაზოლმა,  გონადოპტროპინ-რილიზინგ ჰორმონების ანტაგონისტებმა )
  • საშოს ეპითელიუმის ციტოლოგიური გამოკვლევა: სიმწიფის ინდექსის დაწევა ( სიმწიფის ინდექსი შეიძლება შეიცვალოს ესტროგენებით მკურნალობისას).

ესტროგენდეფიციტური ვულვოვაგინიტი – გართულებები

დაკავშირებულია კონცენტრირებული ეგზოგენური ესტროგენების მომატებასთან – პოსტმენოპაუზური სისხლდენა,  გულისრევა,  თავის ტკივილი,  თრომბოფლებიტი.  გადასვლა >> გინეკოლოგიური დაავადებები


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.