ლოქიომეტრა

ლოქიომეტრა (ლოქიები + ბერძ. Metra საშვილოსნო) – მშობიარობის შემდგომი გამონადენის (ლოქიების) შეჩერება საშვილოსნოს ღრუში, რაც განპირობებულია საშვილოსნოს მკვეთრი გადახრით, ან მისი ყელის სპაზმით; აღინიშნება მშობიარობიდან 5 – 9 დღეზე; 

ეტიოლოგია, პათოგენეზი

ვლინდება საშვილოსნოს არასაკმარისი კუმშვითი აქტივობის გამო,  მისი ზედმეტად გაჭიმვის გამო (დიდი ნაყოფი,  მრავალნაყოფიანი ორსულობა),  მშობიარობის პირველ ან მეორე პერიოდში სისუსტის გამო,  ასევე საშვილოსნოს ყელის შიდა პირის სპაზმის დროს. 

სიმპტომები, მიმდინარეობა

ლოქიომეტრის დროს საშვილოსნოს ზომა მომატებულია, რაც უნდა აღინიშნოს მშობიარობის შემდეგ,  სასქესო გზებიდან გამონადენის რაოდენობა ნორმაზე მცირეა.  პალპაციისას საშვილოსნო მტკივნეულია.  მშობიარის საერთო მდგომარეობა არ არის დარღვეული,  სხეულის ტემპერატურა ნორმაშია,  ტაქიკარდია არ არის. ვლინდება საშოდან გამონადენის შეწყვეტით, სხეულის ტემპერატურის მომატებით, შემცივნებით; საშვილოსნო ღებულობს მრგვალ ფორმას, ხდება მკვრიველასტიკური კონსტიტენციის.


♥  ქალის ჯანმრთელობის ,,ამაზონის” განყოფილება >>
ოჯახის დაგეგმვის ტესტები
ქალის მოვლის საშუალებები
მენოპაუზის დროს გამოსაყენებელი საშუალებები
მენსტრუალური ტკივილის შესამსუბუქებელი საშუალებები
ვიტამინები პრენატალური (მშობიარობის წინა) პეიოდისათვის
საფუარის სოკოთი გამოწვეული ინფექციების დროს გამოსაყენებელი საშუალებები

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>


დიფერენციალური დიაგნოსტიკა

საჭიროა ლოქიომეტრის დიფერენცირება ენდომეტრიტთან,  რომლის დროსაც აღინიშნება ტაქიკარდია, ჰიპერთერმია,  ტკივილები საშვილოსნოს პალპაციისას,  გამონადენი მუქია,  ზოგჯერ უსიამოვო  სუნით.
გარდა ამისა, საშვილოსნოს ზომები მშობიარობის შემდგომ პერიოდში შეიძლება მომატებული იყოს სუბინვოლუციის დროს (შეფერხებული შეკუმშვა) საშვილოსნოში სისხლის გროვების გაჩენის გამო. დიაგნოზი ზუსტდება ულტრაბგერითი გამოკვლევით.

მკურნალობა

მკურნალობა ჯამდება პრეპარატების დანიშვნით,  რომელიც იწვევს საშვილოსნოს შეკუმშვას. ადეკვატური მკურნალობისას პროგნოზი კეთილსაიმედოა.
თუ ლოქიომეტრა დროულად არ იქნა ლიკვიდირებული შეიძლება განვითარდეს ენდომეტრიტი.

პროფილაქტიკა

ლოქიომეტრას პროფილაქტიკა მდგომარეობს მშობიარობის შემდგომი პერიოდის სწორ მიმდინარეობაში: საშვილოსნოს კუმშვადობის კონტროლი (მისი კონსისტენციის,  მგრძნობელობის პალპაციური გამოკვლევა,  საშვილოსნოს ფუძის სიღრმის გაზომვა),  სასქესო ორგანოებიდან გამონადენების ხასიათისა და მოცულობის მიხედვით.  

გადასვლა >> გინეკოლოგიური დაავადებები


ლოქიომეტრა – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 ლოქიომეტრა – მშობიარობის შემდგომი გამონადენის (ლოქიების) შეჩერება საშვილოსნოს ღრუში, რაც განპირობებულია საშვილოსნოს მკვეთრი გადახრით, ან მისი ყელის სპაზმით
📅 აღინიშნება მშობიარობიდან 5 – 9 დღეზე
🔎 ლოქიომეტრა ვლინდება:
➡️ საშოდან გამონადენის შეწყვეტით;
➡️ სხეულის ტემპერატურის მომატებით;
➡️ შემცივნებით;
➡️ საშვილოსნო ღებულობს მრგვალ ფორმას;
➡️ საშვილოსნო ხდება მკვრიველასტიკური კონსტიტენციის
💊 ლოქიომეტრას მკურნალობა ტარდება პრეპარატების დანიშვნით, რომელიც იწვევს საშვილოსნოს შეკუმშვას.
👉 გაიგეთ მეტი ლოქიომეტრას შესახებ სტატიიდან – https://bit.ly/3HSafTs
#ლოქიომეტრა #რაარისლოქიომეტრა #ლოქიომეტრასმიზეზები #ლოქიომეტრასნიშნები #ლოქიომეტრასსიმპტომები #ლოქიომეტრასდიაგნოსტიკა #ლოქიომეტრასმკურნალობა #ლოქიომეტრასპროფილაქტიკა #ლოქიები #ლოქიებისშეჩერებასაშვილოსნოში #გამონადენისაშოდან #ტემპერატურისმომატება #შემცივლენა #საშვილოსნოსშეკუმშვა #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.