სასქესო ორგანოების არასწორი მდებარეობა

ამავე პოსტიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ და გამოიწეროთ ქალის ჯანმრთელობისა და მოვლის საშუალებები, ვიტამინები ორსულთათვის ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”. ასევე იხილეთ   ქვემოთ ამავე ფერის ტექსტები

ჯანმრთელ, სქესობრივად მომწიფებულ ქალში, თუ ის დგას ვერტიკალურად, ტიპიურად ითვლება სასქესო ორგანოების შემდეგი მდებარეობა:

  • საშვილოსნო მცირე მენჯის ცენტრში მდებარეობს, გვერდითი კედლებიდან, სიმფიზიდან და გავიდან ერთნაირ მანძილზე.
  • საშვილოსნო მოხრილია ოდნავ წინ მისი ძირი მიმართულია მუცლის წინა კედლისკენ, საშვილოს სხეულსა და ყელს შორის მოხრა ქმნის ბლაგვ კუთხეს, რომელიც გაშლილია წინისკენ;
  • საშო განლაგებულია მცირე მენჯის ღრუში, გარედან და წინიდან თითქოს მიმართულია ირიბად ზემოთ, ხოლო უკან – საშვილოსნოს ყელისკენ;
  • დანამატები გვერდებშია და საშვილოსნოს უკანა;

რეპოდუქციული ასაკის ქალში სასქესო ორგანოების განლაგება იცვლებოდა მუცლის შიდა წნევის ცვლილებისას სწორი ნაწლავის, შარდის ბუშტის  შევსებისას. ბუნებრივია, რომ სასქესო ორგანოები იცვლის მდებარეობას ორსულობისას. ზემოაღნიშნული ფაქტორების მოქმედების შეწყვეტის შემდეგ, სასქესო ორგანოები უბრუნდებიან ტიპიურ მდგომარეობას.


♥  ქალის ჯანმრთელობის ,,ამაზონის” განყოფილება >>
ოჯახის დაგეგმვის ტესტები
ქალის მოვლის საშუალებები
მენოპაუზის დროს გამოსაყენებელი საშუალებები
მენსტრუალური ტკივილის შესამსუბუქებელი საშუალებები
ვიტამინები პრენატალური (მშობიარობის წინა) პეიოდისათვის
საფუარის სოკოთი გამოწვეული ინფექციების დროს გამოსაყენებელი საშუალებები

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>


როგორ არის უზრუნველყოფილი სასქესო ორგანოების ტიპიური მდებარეობა?

ქალის სასქესო ორგანოების სწორ მდებარეობას უზრუნველყოფს შემდეგი ფაქტორები:

  • დამჭერი აპარატის სწორი განვითარება და ფუნქციონირება რომელიც შედგება კუნთების 3 სართულისგან და მენჯის ფუძის ფასციისგან; საშვილოსნოს დამაფიქსირებელი აპარატის მდგომარეობა, სასქესო ორგანოების ტონუსი, რომელიც განპირობებულია სასქესო ჰორმონების დონისა და ორგანიზმის სისტემის ნორმალური ფუნქციონირებით;
  • მუცლის პრესის, დიაფრაგმის, მენჯის ფუძის კუნთების შეთანხმებული ფუნქციონირება, რომელიც განაპირობებს ნორმალურ მუცლის შიდა წნევას.

სასქესო ორგანოების არასწორი მდებარეობა – ეს მისი ნორმალური მდებარეობის გადახრაა რომელსაც ჩვეულებრივ თან სდევს პათოლოგიური მოვლენები. არასწორი მდებარეობის მიზეზი შეიძლება იყოს სიმსივნეები, ტრავმები, ორგანიზმში ანთებითი პროცესები, პათოლოგიური ან მრავალი მშობიარობა, ფიზიკური შრომა, ორგანიზმის დისტროფია, სასქესო ინფანტილიზმი.

განარჩევენ სასქესო ორგანოების არასწორი მდებარეობის შემდეგ სახეებს:

  • მთელი საშვილოსნოს გადახრა მენჯის ღრუში – წინ, უკან, მარცხნივ, მარჯვნივ.
  • საშვილოსნოს პათოლოგიური გადახრა, რომლის დროსაც მისი სხეული ერთ მხარეზეა გადახრილი, ხოლო ყელი მეორეზე;
  • საშვილოსნოს მოხრა ყელთან შეფარდებით;
  • საშვილოსნოს აწევა, ჩამოწევა, ამოვარდნა;
  • საშვილოსნოს მოხვევა, ამობრუნება.

შესაძლებელია საშვილოსნოს მდებარეობის სხვადასხვა დარღვევის ერთდოული დამთხვევა. პათოლოგიის არსებობის დიაგნოსტირება შეუძლია მხოლოდ ექიმს.  


სასქესო ორგანოების არასწორი მდებარეობა – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

📍 სასქესო ორგანოების არასწორი მდებარეობა – ეს მისი ნორმალური მდებარეობის გადახრაა რომელსაც ჩვეულებრივ თან სდევს პათოლოგიური მოვლენები.
🔎 განარჩევენ სასქესო ორგანოების არასწორი მდებარეობის შემდეგ სახეებს:
➡️ მთელი საშვილოსნოს გადახრა მენჯის ღრუში – წინ, უკან, მარცხნივ, მარჯვნივ;
➡️ საშვილოსნოს პათოლოგიური გადახრა, რომლის დროსაც მისი სხეული ერთ მხარეზეა გადახრილი, ხოლო ყელი მეორეზე;
➡️ საშვილოსნოს მოხრა ყელთან შეფარდებით;
➡️ საშვილოსნოს აწევა, ჩამოწევა, ამოვარდნა;
➡️ საშვილოსნოს მოხვევა, ამობრუნება.
🖇 შესაძლებელია საშვილოსნოს მდებარეობის სხვადასხვა დარღვევის ერთდოული დამთხვევა.
📌 არასწორი მდებარეობის მიზეზი შეიძლება იყოს სიმსივნეები, ტრავმები, ორგანიზმში ანთებითი პროცესები, პათოლოგიური ან მრავალი მშობიარობა, ფიზიკური შრომა, ორგანიზმის დისტროფია, სასქესო ინფანტილიზმი.
👉 შეიტყვეთ მეტი ლალი დათეშიძის სტატიიდან – https://shorturl.at/mENPS
#სასქესოორგანოებისარასწორიმდებარეობა #მთელისაშვილოსნოსგადახრამენჯისღრუში #საშვილოსნოსპათოლოგიურიგადახრა #საშვილოსნოსგადახრა #საშვილოსნოსმოხრა #საშვილოსნოსაწევა #საშვილოსნოსჩამოწევა #საშვილოსნოსამოვარდნა #საშვილოსნოსმოხვევა #საშვილოსნოსამობრუნება #ქალი #თავისმოვლა #ქალისჯანმრთელობა #გინეკოლოგი #ვიზიტიგინეკოლოგთან #გინეკოლოგიურიგამოკვლევა #ლალიდათეშიძე #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

გადასვლა >> გინეკოლოგიური დაავადებები


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.