მუცლის ღრუს ორსულობა

ამავე პოსტიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ და გამოიწეროთ ქალის ჯანმრთელობისა და მოვლის საშუალებები ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”. ასევე იხილეთ   ქვემოთ ამავე ფერის ტექსტები

მუცლის ღრუს ორსულობა შეიძლება იყოს პირველადი ან მეორადი. პირველადად მუცლის ღრუს ორსულობა ვითარდება, როდესაც განაყოფიერება და ორსულობის შემდგომი განვითარება ხდება მუცლის ღრუში.

მეორადი მუცლის ღრუს ორსულობას მიეკუთვნება ისეთი ორსულობა, რომლის დროსაც განაყოფიერება და ემბრიოგენეზის პირველი ეტაპები განვითარდა საშვილოსნოს მილში. შესაძლოა იყო მილის ორსულობაც, თუმცა შემდგომ შეწყდა და სანაყოფე კვერცხის იმპლანტაცია მოხდა  მცირე მენჯის ღრუში. სანაყოფე კვერცხის მიმაგრება ჩვეულებრივ ხდება ბადექონის მიდამოში, საშვილოსნოს, ღვიძლის, ელენთის ზედაპირზე, ხშირია დუგლასის სივრცეში იმპლანტაცია.

თუ მიმაგრების ადგილი არაა კარგად სისხლმომარაგებული, ნაყოფი ადრე თუ გვიან დაიღუპება, ხოლო თუ სისხლმომარაგება საკმარისი აღმოჩნდება მებრიონი მეტნაკლებად ნორმალურად ვითარდება, მითუმეტეს, რომ მუცლის ღრუ ხელს არ უშლის ნაყოფის ზომაში ზრდას. თუმცა ქორიონის ხაოებმა შესაძლოა დააზიანოს მსხვილი სისხლძარღვები, რაც შინაგანი სისხლდენის მიზეზი ხდება, ასევე არსებობს შინაგანი ორგანოების დაზიანების რისკიც.

ძალიან იშვიათად მუცლის ღრუს ორსულობა აღწევს საბოლოო ვადებს. ქორიონი, ამნიონი, ამნიოტური წყლები, ჭიპლარი, პლაცენტა  და ნაყოფი ვითარდება ისევე, როგორც ჩვეულებრივი ორსულობის დროს, მაგრამ რადგანაც გარემოცული არაა საშვილოსნოთი, ბავშვიც არასაკმარისადაა დაცული, დეციდუალური გარსი არ უწევს წინააღმდეგობას პლაცენტის  ქსოვილის ინვაზიას, რისკი დედის მხრივ ძალიან მაღალია. საშვილოსნო უმნიშვნელოდ იმატებს ზომაში, ასევე დეციდუალური გარსი, თუმცა მასში არაა ნაყოფი.


♥  ქალის ჯანმრთელობის ,,ამაზონის” განყოფილება >>
♥ ოჯახის დაგეგმვის ტესტები
♥ ვიტამინები პრენატალური (მშობიარობის წინა) პერიოდისათვის
♥ საფუარის სოკოთი გამოწვეული ინფექციების დროს გამოსაყენებელი საშუალებები

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>


მუცლის ღრუს ორსულობის დიაგნოსტიკა

მუცლის ღრუს ორსულობის დიაგნოსტიკა გაძნელებვულია, ხშირია შეცდომები, რადგან ნიშნები ნორმალური ორსულობის ანალოგიურია. თუმცა გულმოდგინე გარეგანი სამეანო დათვალიერებისას და განსაკუთრებით ულტრაბგერითი გამოკვლევისას  შესაძლოა გამოვლინდეს, რომ ნაყოფი არაა გარემოცული საშვილოსნოს კედლით, ასევე საშვილოსნო უმნიშვნელოდაა მომატებული ზომაში და არ შეესაბამება ორსულობის ვადას. ზოგჯერ საშვილოსნოს მიომატოზურ კვანძად მიიჩნევენ, ეჭვი მიაქვთ ორრქიან ან გაორმაგებულ საშვილოსნოს არსებობაზე. მუცლის ღრუს ორსულობისას ნაყოფის განივი  მდებარეობა აღინიშნება, ხშირად ვლინდება  მუცლის ქვემო ნაწილში ტკივილები და  შინაგანი სისხლდენის სიმპტომები. ასეთ შემთხვევაში მუცლის ღრუს ორსულობის ნაცვლად ეჭვი მიაქვთ ორსულობის მოსალოდნელ შეწყვეტაზე, პლაცენტის ნაადრევ აშრევებაზე, საშვილოსნოს გასკდომის საშიშროებაზე.

მკურნალობა

დადასტურებული მუცლის ღრუს ორსულობისას ნაჩვენებია ლაპარატომია, ნაყოფის მოცილება პლაცენტასა და გარსებთან ერთად. პლაცენტის ატიპიური მიმაგრების გამო მოსალოდნელია მთელი რიგი გართულებები დედის მხრივ და  შესაძლოა საჭირო გახდეს ოპერაციის გაფართოება. იშვიათია სიცოცხლის უნარიანი ნაყოფის არსებობა, უმეტეს შემთხვევაში აღინიშნება ნაყოფის განვითარების ანომალიები, ანტენატალური ჰიპოქსია და ნაყოფის დაღუპვა.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.