დისტანციურად საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან
✧,,ამაზონი” უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.
- ქალის ჯანმრთელობის ,,ამაზონის” განყოფილება
- ნივთები ორსულებისათვის ,,ამაზონზე”
- ტანსაცმელი ორსულთათვის
- ორსულთა ქამრები, ბანდაჟები
- ბიუსჰალტერი ორსულთათვის
- თეთრეული ორსულთათვის
- კოლგოტკები ორსულთათვის
- დედის რძის გამოსაწველი მექანიკური აპარატები
- დედის რძის გამოსაწველი ელექტრო აპარატები
- დედის რძის შესანახი პაკეტები
- დედის რძის შესანახი ბოთლები
- მშობიარობის შემდგომი ბანდაჟები
- კომპრესიული წინდები ქალებისათვის
♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”
♦ გადასვლა >> ინტერნეტ-მაღაზიები
ანემია
მშობიარობის შედგომი არაინფექციური დაავადებებიდან ყველაზე მეტად გავრცელებულია ანემია, რომელიც გვხვდება მელოგინეთა 20-30%-ში. ანემიის მიზეზი შესაძლოა ორსულობის პერიოდში დაწყებული ანემია, მშობიარობის დროს დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვა, არაბალანსირე-ბული კვება, ინფექციური გართულებები და სხვ.
ანემიის დიაგნოზის დასმა ხდება მშობიარობის შემდგომ სისხლში ჰემოგლობინის კონტროლისას. ანემიაზე მიუთითებს სისხლის დანაკარგის დიდი რაოდენობა და კანის საფარველის სიფერმკრთალე.
მწვავე და მნიშვნელოვანი ანემიის დროს ნაჩვენებია სისხლის შემცვლელების გამოყენება შემდგომი ჰემომასტიმულირებელი თერაპიით, რომელიც აუცილებლად უნდა მოიცავდეს რკინის პრეპარატებსაც.
ზომიერი ანემიისას შეიძლება შემოვიფარგლოთ მხოლოდ ჰემომასტიმულირებელი მკურნალობით. რეკომენდირებულია ხორცეულის ჩართვა კვებით რაციონში.
ჰიპოგალაქტია
ჰიპოგალაქტია ეწოდება რძის გამომუშავების დაქვეითებას. ჰიპოგალაქტიის მიზეზებია: მემკვიდრული ფაქტორები, ენდოკრინული დარღვევები (პროლაქტინის არასაკმარისი სეკრეცია, ესტროგენების სიჭარბე და სხვა.) სხვადასხვა დაავადებების, ორსულობის გართულებების ან მშობიარობის შემდგომი ასთენიზაცია, არასრულფასოვანი კვება, არასაკმარისი ძილი და დასვენება, ძუძუთი კვების არარაციონალური რეჟიმი
მკურნალობა: სრულფასოვანი კვება და დასვენება, სტრესულ ფაქტორებზე თავის არიდება, ბავშვის ადრეული და რეგულარული მიყვანა ძუძუსთან. ლაქტაციის გამაძლიერებელი საშუალებების გამოყენება.
სიმფიზიტი
სიმფიზიტი ვითარდება ორსულობის პერიოდში გამოვლენილი ოსტეომალაციის ფონზე, მშობიარობა განაპირობებს დაავადების გამწვავებას.
მშობიარობის შემდეგ პირველ დღეს ტკივილები ბოქვენის მიდამოში ასატანია, თუმცა თანდათან ტკივილის ინტენსივობა იმატებს და ნებისმიერი მოძრაობა უკვე ძლიერ ტკივილს იწვევს.
ტკივილი შეიძლება აღინიშნებოდეს სხვა ძვლების მიდამოშიც, ასევე შეინიშნება შედარებით სუსტი ინტენსივობის ტკივილები კუნთებშიც. სიმფიზიტზე ეჭვის მიტანისას დიფერენციალური დიაგნოზი უნდა გატარდეს მენჯის რღვევასთან, პერიტონიტთან.
სიმფიზიტის მკურნალობა
წოლითი რეჟიმი, მკვრივი საწოლი, სრულფასოვანი კვება, დიდი რაოდენობით ცილების, კალციუმის, ფოსფორის, ვიტამინების შემცველი საკვები, ინიშნება ანალგეტიკები, ანტიბიოტიკები, კალციუმის პრეპარატები, ვიტამინები A, E, D, ადგილობრივად ულტრაიისფერი სხივების გამოყენება. აუცილებელია მენჯის ძვლების ირგვლის მჭიდრო ნახვევის გაკეთება.
ხანრძლივ წოლით რეჟიმს შესაძლოა მოყვეს სხვა მშობიარობის შემდგომი გართულებები, ამიტომ აუცილებელია სათანადო მოვლა და დროული პროფილაქტიკა ინფექციური გართულებების, საშვილოსნოს სუბინვოლუციის, თრომბოემბოლიური დარღვევების, ნაწლავის ფუნქციის დარღვევა.
რადგანაც მელოგინე ვერ უვლის ახალშობილს, საჭიროებს დახმარებას ბავშვის მოვლისას, მათ შორის ძუძუთი კვების დროსაც.
მშობიარობის შემდგომი ფსიქიკური დაავადებები
მშობიარობის შემდგომი ფსიქიკური დაავადებები აღინიშნება შემდეგ შემთხვევებში: ადრე არსებული ფსიქიკური პათოლოგიის გამწვავება (მაგ. შიზოფრენია, მანიაკალურ-დეპრესიული მდგომარეობა, ეპილეფსია და სხვა.) ალკოჰოლის, ნარკოტიკული საშუალების ბოროტად მოხმარება, ინფექციური დაავადებების გართულება.
ფსიქიკური გართულებები განაპირობებს გახანგრძლივებულ, უკიდურესად მტკივნეულ მშობიარობას, ლოგინობის ხანის გართულებებს, ნაყოფის პათოლოგიისა და სიკვდილს, დაუგეგმავ ორსულობას, სოციალურ და ფსიქიკურ პრობლემებს, ნარკოტიკული და ჰალუცინოგენური საშუალებების გამოყენებას.
ფსიქიკური დაავადებების გამოვლენა და მკურნალობა ფსიქიატრის პრეროგატივაა, თუმცა მეანმა დროულად უნდა შეამჩნიოს ქალის ხასიათის ცვლილებები, დეპრესიის, გაღიზიანების, აგრესიის ნიშნები, არაადექვატური ქცევები, შიშები.
მსგავსი ცვლილებების აღმოჩენისას არავითარ შემთხვევაში არ უნდა დარჩეს მელოგინე უყურადღებოდ, დაცული უნდა იყოს მელოგინისა და ახალშობილის უსაფრთხოება (ინდივიდუალური პალატა, ქვედა სართული, ფანჯრებზე გისოსები).
აუცილებელია მელოგინის კონსულტაცია ჯერ მეანის, შემდეგ ფსიქიატრის მიერ. ერთობლივად უნდა შემუშავდეს მკურნალობის ტაქტიკა. ფსიქიკური დაავადების გამწვავების დროს სასურველია ლაქტაციის შეწყვეტა.
ნეიროენდოკრინული დარღვევები
შიხანის სინდრომი, მშობიარობის შემდგომი ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზური სისტემის უკმარისობა. აღნიშნული პათოლოგია ვითარდება მასიური სისხლდენის, სისხლის მიმოქცევის დარღვევის, თრომბოემბოლიური გართულებების შედეგად, ჰიპოთალამუსისა და ჰიპოფიზის უბნებში შესაძლოა აღინიშნებოდეს ნეკროზული ცვლილებები, ამის გამო ირღვევა საკვერცხისა და საშვილოსნოს ფუნქციები.
კლინიკური ნიშნები
კლინიკური გამოვლინება დამოკიდებულია დაზიანების მასშტაბზე. დამახასიათებელი სიმპტომებია ასთენიზაცია, უკიდურესი სისუსტე, დაღლილობის შეგრძნება, რაც გამოხატულია მშობიარობის შემდგომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ხშირად აღინიშნება ინფექციური ხასიათის გართულებები, ანემია, ჰიპოგალაქტია.
მოგვიანებით აღინიშნება მენსტრუალური ფუნქციის დარღვევა (ჰიპომენსტრუალური სინდრომი და რიგ შემთხვევებში ამენორეაც კი), უნაყოფობა, ლიბიდოს დაქვეითება, თუმცა ამას მოგვიანებით ექცევა ყურადღება, მშობიარობიდან 6-8 თვის და შესაძლოა უფრო მეტი ხნის შემდეგაც.
შიხანის სინდრომი
შიხანის სინდრომის დამახასიათებელი სიმპტომებია წონის კლება კახექსიამდეც კი, კანისა და ლორწოვანი გარსების სიმშრალე, ფრჩხილების მტვრევადობა, ხშირი შემცივნება, თმის ცვენა, მეხსიერების გაუარესება, ატროფიული ცვლილებები სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლების მხრივ, ჰიპოტონია და ბრადიკარდია. ასევე ირღვევა თირკმელზედა და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციები.
იმუნური დაცვის დაქვეითების გამო ნებისმიერ ინფექციურ პროცესს მოსდევს მძიმე გართულებები. შიხანის სინდრომის დროს შესაძლებელია ჰიპოპიტუიტარული კომის განვითარებაც კი.
ჩიარი-ფრომელის სინდრომი
ჩიარი-ფრომელის სინდრომი – ეწოდება ასევე ამენორეა-გალაქტორეის სინდრომი. მშობიარობის შემდეგ ამენორეაც და გალაქტორეაც ნორმალურ მოვლენად ითვლება, პათოლოგიურია იმ შემთხვევაში, თუ ჩვეულებრივზე მეტად ხანგრძლივდება, ზოგჯერ წლების განმავლობაშიც კი, მას მერეც რაც ქალი შეწყვეტს ბავშვის ძუძუთი კვებას.
ეს დაკავშირებულია პროლაქტინის ან ლუთეოტროპული ჰორმონის ჭარბ სეკრეციასთან, ზოგ შემთხვევაში ჰიპოფიზის წინა წილის ადენომასთან. ამასთან აღინიშნება სასქესო ორგანოების ჰიპოტროფია და უნაყოფობა.
სიმპტომები, მიმდინარეობა
ქალების უმრავლესობის შემთხვევაში შეინიშნება გესტოზის სიმპტომები, ასევე ხშირია კანზე სტრიების განვითარება.
წაშლილი ფორმის დროს შესაძლოა აღინიშნებოდეს არა ამენორეა, არამედ ჰიპომენორეა და არ ხდება სარძევე ჯირკვლებში რძის სათანადო გამომუშავება, თუმცა ქალები უჩივიან სარძევე ჯირკვლის მიდამოში ტკივილს და დვრილზე ზეწოლისას სეკრეტის გამოყოფას.
აღნიშნული მოვლენები შეინიშნება ზოგჯერ მშობიარობიდან წლების შემდეგაც, რიგ შემთხვევებში მსგავს სიმპტომებს არანამშობიარები ქალები და გოგონებიც უჩივიან, ჰიპოფიზის ჰიპერფუნქციის შედეგად.
ბოლო დროს სინდრომის სამკურნალოდ ეფექტურად გამოიყენება პრეპარატები, პარლოდელი და ბრომოკრიპტინი, თუმცა წინასწარ ტარდება ჰიპოფიზის გამოკვლევა – თურქული კეხის რენტგენოლოგიური კვლევა, პროლაქტინის განსაზღვრა სისხლში და სხვა.
იცენკო-კუშინგის სინდრომი
იცენკო-კუშინგის სინდრომი ვითარდება არამხოლოდ მშობიარობის შემდეგ, თუმცა სწორედ მშობიარობის შედეგად არცთუ იშვიათად აღმოცენდება მშობიარობის შემდგომი დიენცეფალური სინდრომი, რომელიც მიმდინარეობს იცენკო – კუშინგის დაავადების მსგავსად. მიზეზი შეიძლება იყოს გესტოზი, სისხლდენა, სეპტიური დარღვევები.
ხშირად ყურადღებას იპყრობს მშობიარობის შემდგომი გაცხიმოვნება. გაცხიმოვნების შემთხვევაში, განსაკუთრებით რისკ ფაქტორების არსებობის დროს, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მელოგინის ჯანმრთელობის მდგომარეობას.
მშობიარობის შემდგომი დიენცეფალური სინდრომი
მშობიარობის შემდგომი დიენცეფალური სინდრომის დროს ყურადღებას იქცევს მადის უზომო მომატება (ბულიმია), წყურვილის ძლიერი გრძნობა, პოლიურია.
ასეთი ქალების გამოკვლევისას სისხლში აღმოჩნდება შაქარი. აღინიშნება ცხიმის არათანაბარი განაწილება, ძირითადად სხეულზე, შეიძლება მუცლის, ბარძაყის, სარძევე ჯირკვლების ან მხრის სარტყლის მიდამოში, კიდურები რჩება სუსტი, სახე იღებს მთვარის ფორმას, კანზე ვლინდება იისფერი სტრიები, ჰირსუტიზმი.
ხშირია არტერიული წნევის მომატების ეპიზოდები, თავის ტკივილები, მენსტრუაციის დარღვევები. გამოკვლევისას ვლინდება ყველა ენდოკრინული ორგანოს მხრივ ცვლილებები.
ზემოთ ჩამოთვლილი სინდრომები აღინიშნება არა მხოლოდ გართულებული მშობიარობისას, არამედ გართულებული აბორტის დროსაც.
მეანმა დროულად უნდა მიიტანოს ეჭვი ზემოთ ჩამოთვლილ დარღვევებზე, რათა დროული მკურნალობით თავიდან იქნეს აცილებული სერიოზული გართულებები. გადასვლა >> გინეკოლოგია, მენობა
მშობიარობის შემდგომი არაინფექციური დაავადებები – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან
🩸 მშობიარობის შედგომი არაინფექციური დაავადებებიდან ყველაზე მეტად გავრცელებულია ანემია.
📌 ანემიის მიზეზი შესაძლოა იყოს:
📎 ორსულობის პერიოდში დაწყებული ანემია;
📎 მშობიარობის დროს დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვა;
📎 არაბალანსირე-ბული კვება;
📎 ინფექციური გართულებები და სხვა
🔬 ანემიის დიაგნოზის დასმა ხდება მშობიარობის შემდგომ სისხლში ჰემოგლობინის კონტროლისას.
⚪️ ანემიაზე მიუთითებს სისხლის დანაკარგის დიდი რაოდენობა და კანის საფარველის სიფერმკრთალე.
💊 მწვავე და მნიშვნელოვანი ანემიის დროს ნაჩვენებია სისხლის შემცვლელების გამოყენება შემდგომი ჰემომასტიმულირებელი თერაპიით, რომელიც აუცილებლად უნდა მოიცავდეს რკინის პრეპარატებსაც.
🩺 ზომიერი ანემიისას შეიძლება შემოვიფარგლოთ მხოლოდ ჰემომასტიმულირებელი მკურნალობით.
🥩 რეკომენდირებულია ხორცეულის ჩართვა კვებით რაციონში.
👉 გაიგეთ მეტი ორსულობის შემდგომი სხვა არაინფექციური დაავადებების შესახებ ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან –
#ორსულობა #მშობიარობა #მშობიარობისშემდგომიპერიოდი #მშობიარობისშემდგომიდაავადებები #ანემია #ანემიისსიმპტომები #ანემიისნიშნები #ჰიპოგალაქტია #სიმფიზიტი #სიმფიზიტისმკურნალობა #მშობიარობისშემდგომიფსიქიკურიდაავადებები #ნეიროენდოკრინულიდარღვევები #შიხანისსინდრომი #ჩიარფრომელისსინდრომი #იცენკოკუშინგისსინდრომი #დიენცეფალურისინდრომი #დაღლილობა #ენერგიისნაკლებობა #ჰაერისუკმარისობა #ტაქიკარდია #თავისტკივილი #თავბრუსხვევა #ტკივილიმკერდისარეში #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე
გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 , 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10
პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.
- გაფრთხილება
- წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.