ორსულობა და შაქრიანი დიაბეტი

ორსულობა და შაქრიანი დიაბეტი

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” 
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი 
♦ საქონელი ორსულთათვის 


გამოყოფენ შაქრიანი დიაბეტის სამ ძირითად ტიპს:

პირველი ტიპის  შაქრიანი დიაბეტი

პირველი ტიპის  შაქრიანი დიაბეტი  ინსულინდამოკიდებული, ვითარდება ადრეული ასაკიდან. ამ ტიპის შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ქალებს უკვე ორსულობამდე აღენიშნებათ  ნეფროპათია, ბადურის ანგიოპათია და სხვა. ამის გამო ორსულობისას მოსალოდნელია მძიმე გესტოზი (გვიანი ტოქსიკოზი) და მისი გართულებები, კომატოზური მდგომარეობა, მუცლის მოშლა, მრავალწყლიანობა, ნაყოფის ანტენატალური სიკვდილი, ნაყოფის მაკროსომია (დიდი ნაყოფი აღინიშნება ნაადრევი მშობიარობის დროსაც კი).
ახალშობილში ვლინდება ჰიპოგლიკემია, ამიტომაც დაბადებისთანავე ხდება ჭიპლარიდან სისხლის აღება და შაქარზე გამოკვლევა, ახალშობილის ჭიპლარში კი შეყავთ გლუკოზა.  ტიპიურ გართულებებს მიეკუთვნება  – დიაბეტური ფეტოპათია, რომლის დროსაც აღინიშნება კარდიოპათია, ენცეფალოპათია, ჰიპოგლიკემია, არცთუ იშვიათია სამშობიარო ტრავმები, მათ შორის ლავიწის მოტეხილობა.
დღენაკლულ ბავშვებში აღინიშნება დარღვევები სუნთქვის მხრივ, ასეთი ბავშვები იმყოფებიან ხელოვნურ კვებაზე, კიუვეზში მდგომარეობის გამოსწორებამდე.

მეორე ტიპის  შაქრიანი დიაბეტი

ასევე ინსულინდამოკიდებული, იწყება შედარებით გვიან ასაკში და შედარებით მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, ორსულობის დროს იძლევა მცირე გართულებებს. თუმცა ამ შემთხვევაშიც საჭიროა პროფილაქტიკისა და მკურნალობის იგივე ღონისძიებები.

გესტაციური დიაბეტი

გამოყოფენ ასევე გესტაციურ დიაბეტს, როდესაც გლუკოზის უტილიზაციის დარღვევა მხოლოდ ორსულობის პერიოდში ვლინდება.

რისკი

 1 და 2 ტიპის შაქრიანი დიაბეტი, როგორც წესი, არაა უკუჩვენება ორსულობისთვის, თუმცა რისკი  მაღალია როგორ დედისათვის, ასევე ნაყოფისათვის. ამიტომ, გართულებების თავიდან ასაცილებლად უნდა ჩატარდეს ყველა შესაძლო ღონისძიება.
1 ან 2 ტიპის დიაბეტის დროს ქალი,  რომელიც გეგმავს ორსულობას, აუცილებლად უნდა იქნეს გამოკვლეული  მეან-გინეკოლოგის, ენდოკრინოლოგისა და თერაპევტის მიერ. საჭიროების შემთხვევაში,  აუცილებელია ასევე ოფთალმოლოგის, ნეფროლოგის, კარდიოლოგის და სხვ. სპეციალისტების კონსულტაცია.
მთავარი – სისხლში შაქრის დონის ნორმალიზებაა.
დიაბეტის კარგად კომპენსირებისას სისხლში შაქრის დონე თითქმის ისეთივეა, როგორც ჯანმრთელებში, ეს კი იმის საწინდარია, რომ დაიბადოს ჯანმრთელი ბავშვი და ქალმაც შეინარჩუნოს ჯანმრთელობა.

გამოკვლევები

რა გამოკვლევები უნდა ჩაიტაროს დიაბეტით დაავადებულმა ქალმა ორსულობის დაგეგმვისას:

  1. სისხლში გლიკირებული ჰემოგლობინის განსაზღვრა
  2. სისხლში შაქრის დონის განსაზღვრა დღეში 5-7-ჯერ, დამოუკიდებლად, გლუკომეტრით
  3. არტერიული წნევის რეგულარული გაზომვა
  4. შარდში კრეატინინის კლირენსის განსაზღვრა, ასევე ცილის შემცველობაზე. სისხლის ანალიზი კრეატინინზე და შარდოვანას აზოტზე.
  5. შარდში ცილის არსებობისას – შარდგამომყოფი გზების გამოკვლევა ინფექციებზე.
  6. კონსულტაცია ოფთალმოლოგთან, ბადურის სისხლძარღვების მდგომარეობის შესაფასებლად.
  7. 35 წლის ზემოთ, არტერიული ჰიპერტონიის, ასევე ნეფროპათიის, სიმსუქნის, მაღალი ქოლესტერინის, პერიფერიული სისხლძარღვების მხრივ პრობლემების არსებობისას, აუცილებელია ეკგ -გამოკვლევა.
  8. თუ ეკგ-ზე გამოვლინდა რაიმე პათოლოგია, ან არსებობს გულის იშემიური დაავადების სიმპტომები, სასურველია ჩატარდეს გამოკვლევა დატვირთვით.
  9. გამოკვლევა პერიფერიული ნეიროპათიის ნიშნებზე. შემოწმდეს ნერვული დაბოლოებების ტაქტილური, ტკივილის, ტემპერატურული და ვიბრაციული მგრძნობელობა, განსაკუთრებით ფეხებსა და ტერფებზე.
  10. შემოწმდეს ხომ არ განვითარდა ავტონომიური ნეიროპათია: კარდიოვასკულური, გასტროინტესტიციალური, უროგენიტალური და სხვ. ფორმები.
  11. შეფასდეს მიდრეკილება ჰიპოგლიკემიისადმი. რამდენად ხშირია ჰიპოგლიკემიის შემთხვევები? რამდენად მძიმედ მიმდინარეობს? რა ტიპური სიმპოტომები ახლავს თან?
  12. პერიფერიული სისხლძარღვების გამოკვლევა დიაბეტურ დაზიანებაზე
  13. სისხლის ანალიზი ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებზე: თირეოტროპული ჰორმონზე და თავისუფალ თიროქსინზე.

რისკები დედისთვის 

  • თვითნებური აბორტის მაღალი სიხშირე
  • ჰიპოგლიკემიის, კეტოაციდოზის ხშირი განვითარება
  • სისხლძარღვოვანი გართულებების პროგრესირება – რეტინოპათიები, ნეფროპათიები, ნეიროპათიები, გულის იშემიური დაავადება
  • ორსულობის შედარებით ხშირი გართულებები – გვიანი გესტოზი (გვიანი ტოქსიკოზი), ინფექცია, წყალუხვობა

რისკები ნაყოფის/ბავშვისთვის:

  • მაკროსომია – ნაყოფის ჭარბი წონა და სიგრძე
  • მკვდრადშობადობა
  • თანდაყოლილი მანკები
  • გართულებები სიცოცხლის პირველ კვირეებში
  • 1 ტიპის შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი

ორსულობისთვის მზადება

ბავშვის ჩასახვა უნდა მოხდეს როცა გლიკირებული ჰემოგლობინი HbA1C დაიწევს  6,0% -მდე და ქვევით. აუცილებელია სისხლში გლუკოზის დონის ყოველდღიური აღრიცხვა და შემდგომ ექიმთან  ამ მაჩვენებლების ანალიზი ყოველ 1-2 კვირაში.  ასევე არტერიული წნევის მაჩვენებელი უნდა იყოს 130/80 ქვევით, მაშინაც როცა წამალს არ ღებულობთ. დიაბეტის კარგი კომპენსაციისათვის მომავალმა დედამ ორსულობისათვის მზადებისას უნდა გაითვალისწინოს შემდეგი:

  • სისხლში შაქრის დონის განსაზღვრა ყოველდღიურად გლუკომეტრით უზმოზე და ჭამიდან 1 საათის შემდეგ
  • სისხლში შაქრის განსაზღვრა ასევე ღამის 2 ან 3 საათზე – ღამის ჰიპოგლიკემიის გამოსარიცხად
  • ინსულინოთერაპიის ბაზის-ბოლუსური სქემის ათვისება (ენდოკრინოლოგთან კონსულტაციით)
  • ყოველდღიური ვარჯიში – გადატვირთვის გარეშე, მსუბუქი, რეგულარული
  • დიეტის დაცვა ნახშირწყლების შეზღუდვით; საკვების მიღება დღეში 5-6-ჯერ, მცირე პორციებით.

მშობიარობა დიაბეტის დროს

დიაბეტის დროს მშობიარობის ვადის განსაზღვრისას ითვალისწინებენ შემდეგ ფაქტორებს:

  • ნაყოფის მდგომარეობა
  • ფილტვების მომწიფების ხარისხი
  • გართულებების არსებობა ორსულობისას
  • დიაბეტის მიმდინარეობის ხასიათი

თუკი ქალი  ორსულობისას დაავადდა გესტაციური დიაბეტით, და შაქრის დონე უზმოზე ნორმის ფარგლებშია, დიდი ალბათობით იგი ნაყოფს მიიყვანს მშობიარობის ბუნებრივ ვადამდე.

ფიზიოლოგიური მშობიარობა

დიაბეტის დროს ფიზიოლოგიური მშობიარობა დასაშვებია, თუკი:

  • დიაბეტი კარგად კონტროლდება
  • ადგილი არა აქვს სამეანო გართულებებს
  • ნაყოფის წონა 4 კგ-ზე ნაკლებია და მას ნორმალური მდგომარეობა აქვს
  • ექიმებს აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ თვალყური ადევნონ ნაყოფის მდგომარეობას და პარალელურად აკონტროლონ გლუკოზის დონე დედის სისხლში, მთელი მშობიარობის პროცესში

საკეისრო კვეთა

საკეისრო ურჭველად ტარდება თუკი:

  • მშობიარეს აქვს ვიწრო მენჯი, ან ნაწიბური საშვილოსნოზე
  • მშობიარეს აქვს დიაბეტური ნეფროპათია

მშობიარობის დროს ექიმები გლუკოზის დონეს ყოველ 1 საათში აკონტროლებენ. მნიშვნელოვანია შაქრის ნორმალურ დონეზე შენარჩუნება ინტრავენურად გლუკოზისა და ინსულინის დაბალი დოზების შეყვანით.

მშობიარობის შემდგომი პერიოდი

მშობიარობის შემდეგ პლაცენტა წყვეტს თავისი ჰორმონებით ზემოქმედებას ნივთიერებათა ცვლაზე. შესაბამისად, ქსოვილთა მგრძნობელობა ინსულინის მიმართ იზრდება. ამიტომ, საჭიროა ინსულინის დოზის კორექტირება, ცხადია ენდოკრინოლოგთან კონსულტაციის შემდეგ.
რამდენიმე წლის წინ ძუძუთი კვება შაქრიანი დიაბეტის დროს პრობლემური იყო. ამჟამად სიტუაცია შეიცვალა. თუკი დიაბეტი კარგადაა კომპენსირებული და მშობიარობა თავის დროზე ჩატარდა, ბუნებრივი კვება შესაძლებელია და რეკომედირებულიც კი.
ამასთან, ჰიპოგლიკემიის ეპიზოდები ამცირებენ სისხლის მიდინებას სარძევე ჯირკვალში და რძის გამომუშავებას.
ამიტომ,  ეს არ უნდა იქნას დაშვებული. თუკი ქალი აკონტროლებს დიაბეტს, მისი რძის შემადგენლობა ისეთივეა, როგორიც ჯანმრთელებში, მხოლოდ გლუკოზის შემცველობა შესაძლოა იყოს მომატებული.
თუმცა დედის რძით კვების უპირატესობა გაცილებით აღემატება ამ პრობლემას.


ორსულობა და შაქრიანი დიაბეტი – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🤰 ორსულობა და შაქრიანი დიაბეტი
📌 1 და 2 ტიპის შაქრიანი დიაბეტი, როგორც წესი, არაა უკუჩვენება ორსულობისთვის, თუმცა რისკი მაღალია როგორ დედისათვის, ასევე ნაყოფისათვის.
〰️ ამიტომ, გართულებების თავიდან ასაცილებლად უნდა ჩატარდეს ყველა შესაძლო ღონისძიება.
📊 რისკები დედის შემთხვევაში მოიცავს:
➡ თვითნებური აბორტის მაღალი სიხშირე
➡ ჰიპოგლიკემიის, კეტოაციდოზის ხშირი განვითარება
➡ სისხლძარღვოვანი გართულებების პროგრესირება;
➡ ორსულობის შედარებით ხშირი გართულებები – გვიანი გესტოზი (გვიანი ტოქსიკოზი), ინფექცია, წყალუხვობა
👶 რაც შეეხება რისკს ნაყოფისთვის/ბავშვისთვის:
✔ მაკროსომია – ნაყოფის ჭარბი წონა და სიგრძე;
✔ მკვდრადშობადობა;
✔ თანდაყოლილი მანკები;
✔ გართულებები სიცოცხლის პირველ კვირეებში;
✔ 1 ტიპის შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი
👉 გაიგეთ მეტი ორსულობის დროს შაქრიანი დიაბეტის რისკებისა და გართულებების შესახებ – https://bit.ly/3WgerRm
#დიაბეტი #შაქრიანიდიაბეტი #ორსულობადადიაბეტი #დიაბეტიორსულებში #დიაბეტისრისკები #დიაბეტისგართულებები #გესტაციურიდიაბეტი #მაკროსომია #ხშირიშარდვა #ხშირიწყურვილი #პრეკლამპსია #გვიანიგესტოზი #გვიანიტოქსიკოზი #თანდაყოლილიმანკები #ცერებრალურიდამბლა #თვითნებურიაბორტი #ორსულთაინფექციები #წყალუხვობა #კეტოაციდოზი #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.