ორსულობა ჰიპერტონული დაავადების დროს

ორსულობა და ჰიპერტონია

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” 
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი 
♦ საქონელი ორსულთათვის 


ორსულობის მიმდინარეობა პირდაპირ დაკავშირებულია ჰიპერტონიის სტადიაზე (სიმძიმეზე), ასევე მის გამომწვევე მიზეზებზე. ჰიპერტონულ დაავადებას თავისი კლასიფიკაცია აქვს და საფუძვლად წნევის მაჩვენებლები უდევს. ოპტიმალურად ითვლება წნევა 120/80 მმ.ვწყ. სვ., ხოლო ორსულებისთვის ოპტიმალურია 100 – 110 და 60 – 70 მმ.ვწყ.სვ.

სიმპტომები, მიმდინარეობა

ჰიპერტონიული დაავადების პირველი სტადიის დროს არტერიული წნევის მომატება აღინიშნება, მაგრამ არ ახლავს გართულებები. წნევა პირველი სტადიის დროს  140—159 და 90—99 მმ. ვწყ.სვ და ეს წნევა არ ითვლება ორსულობის უკუჩვენებად. პირველ სტადიზე ორსულ ქალს არ აღენიშნება რაიმე ჩივილები. შესაძლებელია პერიოდული თავის ტკივილები (ხშირად სტრესის ფონზე), მცირედი სისხლდენა ცხვირიდან,  ხმაური ყურებში.
ჰიპერტონიული დაავადების მეორე სტადიის დროს არტერიული წნევა 160—179 და 100—109 მმ.ვწყ.სვ. ამ სტადიაზე დაავადება შედარებით უსაფრთხოა დედისა და ნაყოფისათვის და მშობიარობა შესაძლებელია, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი:

  • ორსულს არ აღენიშნება გართულებები გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და  თირკმლების მხრივ
  • ორსულობამდე ქალს არ ჰქონია ჰიპერტონული კრიზები

ორსულებს აღენიშნებათ ხშირი თავის ტკივილები, ქოშინი, ადვილად დაღლა.  შესაძლებელია გამოვლინდეს ჰიპერტონული კრიზები.  ოფთალმოლოგთან ვიზიტისას ხშირად ვლინდება თვალის ფსკერის ცვლილებები, კარდიოლოგთან – გულის მარცხენა პარკუჭის კედლის ჰიპერტროფია.

მკურნალობა

12 კვირაზე, 28-32 კვირაზე და მშობიარობამდე 2-3 კვირით ადრე, ასევე ნებისმიერი გართულების გამოვლენისას ნაჩვენებია გეგმიური ჰოსპიტალიზაცია.
პირველ ტრიმესტრში ხშირია არტერიული წნევის დაქვეითება საწყის მაჩვენებელთან შედარებით, სამაგიეროდ მესამე ტრიმესტრში ჩვეულებრივზე მეტადაა მომატებული. შეიძლება განვითარდეს პლაცენტური უკმარისობა, ხშირად თან ერთვის გვიანი გესტოზი მისთვის დამახასიათებელი გართულებებით.
ჰიპერტონიული დაავადების მესამე სტადიის დროს წნევამ შესაძლოა მაღალ ციფრებამდე მიაღწიოს – 160—179 მმ.ვწყ. სვ და ზემოთ. ასეთ დროს ორსულობა უკუნაჩვენებია.
ორსულობის მიმდინარეობაზე გავლენას ახდენს ჰიპერტონული დაავადების ნებისმიერი სტადია, ამიტომ ორსული ქალი გინეკოლოგისა და კარდიოლოგის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იმყოფებოდეს. კარდიოლოგთან გამოკვლევა მოიცავს არტერიული წნევის გაზომვას, ეკგ- გამოკვლევას, შარდის ანალიზს ცილის შემცველობაზე (საშუალოდ 2 კვირაში ერთხელ).

ნაყოფის გამოკვლევა

ნაყოფის გამოკვლევა ითვალისწინებს სერიულ ულტრაბგერით სეანსებს, ნაყოფის ზრდის დინამიკისა და მისი მდგომარეობის განსასაზღვრავად. ექიმი-კარდიოლოგი ორსულს აძლევს რჩევებს კვების რაციონის, ფიზიკური დატვირთვების, და მთლიანად ცხოვრების წესის საკითხებზე.

მშობიარობა

ჰიპერტონიის დროს შესაძლოა პრობლემები წარმოიქმნას მშობიარობის დროსაც – ეს პროცესი ან ძალიან სწრაფად, ან პირიქით, ნელა მიმდინარეობს, რამაც შესაძლოა ახალშობილის ტრავმა ან ჰიპოქსია გამოიწვიოს. ამგვარი პრობლემების თავიდან ასაცილებლად, ორსულმა ქალებმა, რომლებსაც აქვთ ჰიპერტონია, აუცილებლად უნდა დაიცვან ექიმების რეკომენდაციები.


ორსულობა და ჰიპერტონიალალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

📌 ორსულობის მიმდინარეობა პირდაპირ დაკავშირებულია ჰიპერტონიის სტადიაზე (სიმძიმეზე), ასევე მის გამომწვევე მიზეზებზე
🤰 არტერიული წნევის ოპტიმალურ მაჩვენებლად ითვლება წნევა 120/80 მმ.ვწყ. სვ., ხოლო ორსულებისთვის ოპტიმალურია 100 – 110 და 60 – 70 მმ.ვწყ.სვ.
💢 ჰიპერტონიული დაავადების პირველი სტადიის დროს არტერიული წნევის მომატება აღინიშნება, მაგრამ არ ახლავს გართულებები. წნევა პირველი სტადიის დროს 140—159 და 90—99 მმ. ვწყ.სვ და ეს წნევა არ ითვლება ორსულობის უკუჩვენებად.
⭕️ მშობიარობა შესაძლებელია, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი:
➡️ ორსულს არ აღენიშნება გართულებები გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და თირკმლების მხრივ;
➡️ ორსულობამდე ქალს არ ჰქონია ჰიპერტონული კრიზები
🆘 ჰიპერტონიის დროს შესაძლოა პრობლემები წარმოიქმნას მშობიარობის დროსაც – ეს პროცესი ან ძალიან სწრაფად, ან პირიქით, ნელა მიმდინარეობს, რამაც შესაძლოა ახალშობილის ტრავმა ან ჰიპოქსია გამოიწვიოს.
👉 გაიგეთ მეტი ორსულთა ჰიპერტონული დაავადების შესახებ – https://bit.ly/3J0UDxE
#ორსულობა #ფეხმძიმობა #ჰიპერტონია #ჰიპერტენზია #ჰიპოტონია #ორსულთაჰიპერტონია #ორსულთაჰიპერტონულიდაავადება #მაღალიწნევა #დაბალიწნევა #მაღალიწნევაორსულობისას #ჯანსაღიკვება #სტრესი #ორსულთაკვება #ჰიდრატაცია #ჰიპერტონიამშობიარობისას #გულსისხლძარღვთადაავადებები #თირკმლისდაავადებები #ჰიპერტონულიკრიზი #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.