სამშობიარო გზების მომზადების ოპერაციები

სამშობიარო გზების მოსამზადებელი ოპერაციები

სამშობიარო გზების მოსამზადებელი ოპერაციები, ამნიოტომია, შორისის გაკვეთა, ცერვიკალური არხის  გაგანიერება, საშვილოსნოს ყელის გაკვეთა >>>

სამშობიარო გზების მოსამზადებელი ოპერაციები – ამნიოტომია

ამნიოტომია სანაყოფე ბუშტის გახსნის ოპერაციაა. სანაყოფე ბუშტის გახსნა ნორმალური მშობიარობის დროს ხდება საშვილოსნოს ყელის 7-8 სმ-ზე გახსნისას პირველმშობაირეებში და 5-6 სმ-ზე განმეორებით მშობიარეებში, მაღალი არტერიული წნევის, მრავალწყლიანობის, ბრტყელი სანაყოფე ბუშტის შემთხვევაში კი უფრო ადრე. ამნიოტომია ტარდება მშობიარობის სტიმულაციისათვის, ხოლო პლაცენტის ნაწილობრივი წინმდებარეობისა და სისხლდენის შემთხვევაში – ჰემოსტაზის მიზნით. ამნიოტომია ხორციელდება სპეციალური მაშების მეშვეობით გარეთა სასქესო ორგანოების დამუშავებისა და საშოს დათვალიერების შემდეგ. სანაყოფე ბუშტის მთლიანობის დარღვევის შემდეგ ხვრელის გაფართოება ხდება თითების საშუალებით. ზოგ შემთხვევაში  სანაყოფე ბუშტის გახსნა ხდება სპონტანურად საშოს  გამოკვლევისას, თუმცა თავიდანვე თითის გამოყენება ამ მიზნით არაა სასურველი, რადგან იწვევს ტრავმირებას. ოპერაცია ფრთხილად უნდა ჩატარდეს, რომ არ მოხდეს ნაყოფის დაზიანება, განსაკუთრებით სახითა და მენჯით წინმდებარეობის დროს.

სამშობიარო გზების მოსამზადებელი ოპერაციები –  შორისის გაკვეთა

შორისის გაკვეთას ეპიზიოტომია ან პერინეოტომია ეწოდება. აღნიშნული პროცედურა ნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:

  1. დედის დაავადებების დროს, როდესაც აუცილებელია მშობიარობის დროის შემოკლება, მაგ. მძიმე გესტოზი, ჰიპერტონიული დაავადება, გულის პათოლოგიები, მხედველობის დაქვეითება, მშობიარობის მეორე პერიოდში პლაცენტის აშრევება და სხვა.
  2. ნაყოფის მდგომარეობა: მოსალოდნელი ან უკვე არსებული ჰიპოქსია, დღენაკლულობა, მენჯით წინმდებარეობა, მსხვილი ნაყოფი, თავის ჩადგმის ანომალიები.
  3. შორისის ჩახევის საფრთხე. ეს პრობლემა აქტუალურია ვიწრო მენჯის, ჩადგმის ანომალიების, დიდი ნაყოფის, ნაყოფის გადამწიფების, მაღალი ან ძალიან ვიწრო შორისის შემთხვევაში. წინა მშობიარობების შედეგად არსებული ნაწიბუროვანი ცვლილებების დროს, რის გამოც მაღალია შორისის ჩახევის რისკი. მოსალოდნელი  შორისის ჩახევის ნიშნებს მიეკუთვნება გადაჭიმვა, ციანოზი, გაფერმკრთალება.

ჩვენება შეიძლება იყოს გეგმიური (საშუალო ხარისხის მიოპია, დიდი ნაყოფი) ან გადაუდებელი. (ნაყოფის ჰიპოქსიური მდგომარეობა ან შორისის მოსალოდნელი ჩახევა)

შორისის გაკვეთის უკუჩვნებაა კოლპიტი, კონდილომატოზი, შორისის ვენების ვარიკოზული გაფართოება

სამშობიარო გზების მოსამზადებელი ოპერაციები –  ცერვიკალური არხის  გაგნიერება

ცერვიკალური არხის გაფართოებას მიმართავენ როდესაც საჭიროა ამნიოტომიის ჩატარება, სანაყოფე ბუშტის ქვედა პოლუსის აშრევება, სანაყოფე სითხის გამოსვლისათვის ხელშეწყობა, საკეისრო კვეთის შემდეგ ლოქიებისაგან საშვილოსნოს დაცლის გაიოლება. რიგ შემთხვევებში შეუძლებელია პროცედურის ჩატარება ან აღინიშნება ძლიერი ტკივილი და ტრავმა. ცერვიკალური არხის ინსტრუმენტალური გაფართოება ხდება ორსულობის შეწყვეტის ოპერაციის და საკეისრო კვეთის დროს.

სამშობიარო გზების მოსამზადებელი ოპერაციები –   საშვილოსნოს ყელის გაკვეთა

საშვილოსნოს ყელის  გაკვეთა იშვიათად ტარდება, რადგანაც საკმაოდ სისხლმდენი პროცედურაა, მიმართავენ იმ შემთხვევაში, როდესაც ქალის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე და აუცილებელია მშობიარობის სწრაფად დასრულება და არაა საკეისრო კვეთის ჩატარების შესაძლებლობა. საშვილოსნოს ყელის გაკვეთა ტარდება იმ შემთვევაშიც, როდესაც ნაყოფის მენჯით წინა მდებარეობის დროს მოსალოდნელია ნაყოფის დაღუპვა ჩაჭედვის გამო.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია
იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა ამ გვერდზე
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

გაფრთხილება