პარტენოფილია

პარტენოფილიაპარტენოფილია

პარტენოფილია (ბერძ. parthenos – ქალწული + …ფილია),  პედოფილიის ნაირსახეობაა, ლტოლვა ქალწულებისადმი. პარტენოფილია უფრო ხშირად გვხვდება მამაკაცებში. ითვლება, რომ ამგვარი სწრაფვას საფუძვლად უდევს დაურწმუნებლობა საკუთარ სექსუალურ შესაძლებლობებში გამოცდილი ქალთან ურთიერთობისას, პარტნიორის გამოუცდელობისაგან სიამოვნების მიღება და მასწავლებლის როლში გამოსვლის შესაძლებლობა, მოსწავლის მორცხვობისა და მოკრძალების გადალახვა. >>>>

 

ასაკოვან პირებში პარტენოფილია შეიძლება განვითარდეს პოტენციის ინვოლუციური დაქვეითების შედეგად, ხოლო ზოგიერთ ახალგაზრდაში კი ფსიქოსექსუალური განვითარების შეფერხების გამოვლინებაა და სქესობრივი ურთიერთობის მოზარდობისეულ ფორმებზე ფიქსაციაა. >>>>

პარტენოფილები საკუთარი სქესობრივი დაკმაყოფილების ძიებაში ხშირად მუშაობას იწყებენ  მოზარდ გოგონების კოლექტივებში. ჩვეულებრივ პარტენოფილები არიან  მწვრთნელები, პედაგოგები, სამხატვრო ხელმძღვანელები და სხვა. ისინი მიუხედავად დაკავებულობისა, დიდი სიამოვნებით ქმნიან დამატებით წრეებს არასამუშაო საათებში, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ მათთვის მოსაწონ მოზარდს,  „აღზრდის“ მიზნით ატარებენ სულიერ საუბრებს სქესობრივი ურთიერთობის თემებზე, აწვდიან მათ ეროტიულ და პორნოგრაფიულ ლიტერატურას, ახდენენ შესაბამისი შინაარსის ფილმების დემონსტრირებას. პარტენოფილები  თანდათან უბიძგებენ თავიანთ მსხვერპლს უფრო თამამმი საქციელის ჩადენისაკენ.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები თემატურად მომიჯნავე სტატიები საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

სქესობრივი დარღვევები

One thought on “პარტენოფილია”

Comments are closed.