თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი ნაწილის ჰიპერფუნქცია

თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი შრის ჰიპერფუნქცია

ვითარდება სისხლის წნევის პაროქსიზმული მატების სინდრომი. როდის ვითარდება დაავადება?

 თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი შრის ჰიპერფუნქცია ვითარდება თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი შრის სიმსივნის (ფეოქრომოციტომა) დროს და  მისთვის დამახასიათებელია კატექოლამინები ადრენალინის ან ნორადრენალინის, დოფამინი ჰიპერპროდუქცია.

როგორია დაავადების სიმპტომები?

თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი შრის ჰიპერფუნქცია კლინიკურად ხასიათდება არტერიული წნევის უეცარი მაგრამ მცირე ხნით მომატების შეტევებით, რომელიც ადის  ძალიან მაღალ მაჩვენებლამდე. წნევის მომატება იწვევს:

  • საერთო მოუსვენრობას
  • გაძლიერებულ გულისცემას
  • გახშირებულ სუნთქვას
  • გაძლიერებულ ოფლდენას, ცივ კანს
  • სისუსტეს
  • ტკივილს გულის არეში
  • თავის ტკივილს
  • ტკივილს გულმკერდში
  • ხუთვის შეგრძნება
  • კანის  განსაკუთრებით სახის მიდამოს საფარველის სიფერმკრთალეს
  • თავბრუსხვევა იშვიათად გულისრევას, ღებინებას
  • სიგამხდრეს  შენარჩუნებული მადის ფონზე
  • კიდურების დაბუჟებას და ნემსის ჩხვლეტის მსგავს შეგრრძნებას
  • მხედველობის სწრაფ კარგვას

ჰიპერტენზიის  შეტევას თან ახლავს  ძლიერი თავის ტკივილი, სახის კანის სიფერმკრთლე, ნივთიერებათა საერთო ცვლის დარღვევა, სისხლში გლუკოზის დონის მატება და შარდში შაქრის გაჩენა. ხანდახან შეიძლება თან ახლდეს ასევე  ტკივილი ხერხემლის არეში.

როგორ ხდება დიაგნოსტიკა და მკურნალობა?

ფეოქრომოციტომის  დიაგნოსტიკა რთულია და შესაძლებელი მხოლოდ სპეციალიზირებულ სტაციონარში კონტრასტული რადიოლოგიური, ბიოქიმიური, ფარმაკოლოგიური მეთოდური კვლევების მეშვეობით. დაავადებაზე ეჭვის  შეიძლება მივიტანოთ იმ სემთხვევაში თუ ახალგაზრდა და საშუალო ასაკის პირებს აღენიშნებათ შეტევითი ხასიათის არტერიული წნევის მატება თანხლებული ზემოთ აღწერილი სიმპტომებით.

 ფეოქრომოციტომის  მკურნალობის საკმაოდ ეფექტური მეთოდი  არის   კვანძის ამოკვეთა, მეორადი, ხშირად გამოუსწორებელი,  სიმპტომები გაჩენამდე.:ცვლილებები  თირკმელსა და სისხლმბად სისტემაში.

მკურნალობის პერიოდში ავადმყოფს მოეთხოვება ექიმის რეკომენდაციების მკაცრად დაცვა  და  საკუთარი შეგრძნებების კონტროლი.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
..