ნაწლავგარეთა ამებიაზი

ნაწლავგარეთა ამებიაზი

ნაწლავგარეთა ამებიაზი, ღვიძლის ამებიაზი – სიმპტომები,  ამებური ჰეპატიტი,  ღვიძლის ამებური აბსცესი, ნაწლავგარეთა ამებიაზის სახეები, კანის ამებიაზი >>>

ნაწლავგარეთა ამებიაზის ფორმებიდან ყველაზე ხშირად გვხვდება ღვიძლის ამებიაზი, რომელიც  შესაძლოა განვითარდეს გადატანილი ნაწლავური ამებიაზის შედეგად. მიმდინარეობს მწვავე ან ქრონიკული ფორმით. ვლინდება  ამებური ჰეპატიტის ან ღვიძლის აბსცესის  სახით.

ღვიძლის ამებიაზი – სიმპტომები

ამებური ჰეპატიტი ხასიათდება ტკივილით მარჯვენა ფერდქვეშა არეში, ღვიძლის გადიდებითა და გამკვრივებით, ტემპერატურის უმნიშვნელო მომატებით. სიყვითლე შესაძლოა არ აღინიშნებოდეს.

ღვიძლის აბსცესის განვითარებისას აღნიშნული სიმპტომები კიდევ უფრო მეტადაა გამოხატული, ტკივილი უფრო ინტენსიურია, ძლიერდება ჩასუნთქვისას, სხეულის მდებარეობის შეცვლისას. ავადმყოფი უჩივის სისუსტეს, ოფლიანობას.

დამახასიათებელია ავადმყოფის გარეგნობა: სახის წაწვეტებული ნაკვთები, სიგამხდრე, კანის საფარველის ტურგორის დაქვეითება, მიწისფერი ელფერი, ზოგჯერ ვითარდება სიყვითლე. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ აღინიშნება გულის ტონების მოყრუება, არტერიული წნევის დაქვეითება,  ტაქიკარდია.

ღვიძლის ამებური აბსცესი  შეიძლება გართულდეს ჩირქოვანი პერიტონიტით, პლევრიტით, პერიკარდიტით. ლეტალობა აღწევს 25%-ს.

ნაწლავგარეთა ამებიაზის სხვა სახეები

ნაწლავგარეთა ამებიაზის დროს მოსალოდნელია ამებური პნევმონიის, ფილტვის აბსცესის განვითარება, აღწერილია ასევე ელენთის, თირკმლების, ქალის სასქესო ორგანოების ამებური აბსცესები.

შესაძლოა კანის ამებიაზის განვითარება, როდესაც პერიანალური მიდამოს, დუნდულოების, შორისის კანის საფარველზე აღინიშნება ეროზიები და  წყლულები.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ინფექციური დაავადებები

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..