ქათმის გრიპი

ქათმის გრიპი

ქათმის გრიპის გამომწვევი ვირუსის  ბევრი სხვადასხვა  სახეობაა ცნობილი, თუმცა მეცნიერებისა და ექიმების შეშფოთებას იწვევს: H5N1. ვირუსის გადაცემა ხდება გარეული ფრინველებისაგან შინაურ ფრინველებზე, რაც იწვევს მათ დაღუპვას. ადამიანზე ქათმის გრიპის გადაცემა  ხდება ფრინველის ნერწყვის, გამონაყოფების, ზოგ შემთხვევებში კი ფერმერული ხელსაწყოების მეშვეობით. ვირუსის გადაცემა არ ხდება მომზადებული ფრინველის ხორცის მირთმევით, რადგან საკმარისი თერმული დამუშავებისას ქათმის გრიპის ვირუსი იღუპება. ქათმის გრიპის მიმართ ადამიანის  იმუნური სისტემა დაუცველია, რის გამოც მაღალია ლეტალობა.

ქათმის გრიპის ძირითადი ნიშნებია: მაღალი ტემპერატურა, ხველა, ყელის ტკივილი, კუნთების ტკივილი, თუმცა ხშირად ვითარდება პნევმონია და რესპირაციული დისტრეს – სინდრომი.

ქათმის გრიპის  აუცილებელია ავადმყოფის იზოლაცია. მკურნალობა დამოკიდებულია ქათმის გრიპის სიმპტომებზე. ზოგ შემთხვევაში გამოყენება ანტივირუსული პრეპარატები.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ინფექციური დაავადებები