საირმე

საირმეს სასტუმროებს, დასასვენებელ სახლებს, საოჯახო სასტუმროებს  და საკურორტო ინფრასტრუქტურის სხვა ელემენტებს შეუძლიათ თავიანთ შესახებ ინფორმაცია განათავსონ ამ გვერდის ბოლოში, კომენტარების ველში.

საირმე – ადმინისტრაციული მდებარეობა – ბაღდათის რაიონი. გეოგრაფიული მდებარეობა – მესხეთის (აჭარა – იმერეთის) ქედის ჩრდილოეთი კალთა, მდინარე წაბლისწყლის ხეობა. სიმაღლე ზღვის დონიდან – 1100 მ. რელიეფი – მთაგორიანი
საირმე – კლიმატი – სუბტროპიკული სარტყლის საშუალო მთის (ქვედა სარტყელი) ტყიანი ზონის. ზამთარი ზომიერად ცივი, მცირეთოვლიანი. იანვრის საშუალო ტემპერატურაა – 30C. ზაფხული ზომიერად თბილი, ზომიერად ტენიანი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 17,80C. ნალექების წლიური რაოდენობა – 1000-1100 მმ. ჰაერის საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა – 80%. მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში – 1273-1459 საათი
საირმე – ფლორა – ფართოფოთლოვანი და წიწვოვანი (მუხა, წიფელი, ნაძვი, სოჭი და სხვ.) ტყეები
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: საშუალო მთის ქვედა სარტყლის ჰავა; ნახშირმჟავა, კაჟიანი, ბორიანი, რკინიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 3,7-9,9 გ/დმ3 და ნახშირმჟავა, ჰიდროკარბონატული, კალციუმიან – მაგნიუმიანი, კაჟიანი, რკინიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 1,4 – 3,0 გ/დმ3 (გამოიყენება სასმელად). საირმის ცენტრიდან 5 კმ-ში მდებარეობს ადგილი უდაბნო, რომელშიც მოიპოვება აზოტიან-მეთანიან, სუსტად სულფიდური, კარბონატულ-ჰიდრიკარბონატულ, სულფატურ, კალციუმიან, მაგნიუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 0,2-0,4 გ/დმ3 (გამოიყენება აბაზანებისთვის)
საირმე – მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის აბაზანები და მიღება (დალევა), პასიური კლიმატოთერაპია.  >> საქართველოს კურორტები

..

..

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..