ორსულობა და წითელას, წითურასა და ყბაყურას ვაქცინა

რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ორსული გაუფრთხილებლობის გამო  გაიკეთებს წითელა, წითურასა
და ყბაყურას  ვაქცინას?
ორსულებს ურჩევენ არ გაიკეთონ აცრა ნებისმიერი ცოცხალი ვირუსის შემცველი ვაქცინით; ეს წარმოადგენს უსაფრთხოების ზომას გამომდინარე თეორიული შესაძებლობიდან, რომ ცოცხალმა ვაქცინამ შეიძლება გამოიწვიოს დაავადება (მაგ., წითურას ვირუსით გამოწვეული თანდაყოლილი წითურას სინდრომი)
ვინაიდან ქალების გაკრვეულმა რაოდენობამ არამიზანმიმართულად მაინც ჩაიტარა ვაქცინა ორსულობისას ან ორსულობამდე მცირე ხნით ადრე, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შეაგროვა მონაცემები მათი ახალშობილების შესახებ. 1971-1989 წლებში ორსულობისას ვაქცინირებული 321 ორსული ქალის 324 ბავშვში არ დაფიქსირებულა თანდაყოლილი წითურას სინდრომის არც ერთი შემთხვევა. ვინაიდან წითურას ვაქცინით ნაყოფის ინფიცირების რისკი თითქმის ნულს უტოლდება, რეკომენდებულია ამ სიტუაციაში ქალების ინდივიდუალური კონსულტაცია და არა ორსულობის ხელოვნურად ნაადრევი შეწყვეტა.

ხშირად დასმული კითხვები წითელას შესახებ.  აღებულია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საიტიდან

ბმები: 1. წითელა 2. წითურა  3. ყბაყურა