მიაზი

მიაზი

მიაზიესაა დაავადება, რომლის დროსაც სხვადასხვა სახის მაწუხელასებრნი ტოვებენ თავიანთ კვერცხებს ადამიანის კანში ან კანზე. ღია ჭრილობის ზედაპირზე დადებული კვერცხებიდან, მაგალითად, წვივების ქრონიკული წყლულების დროს, ისინი სწრაფად გარდაიქმნება ლარვებად (მაგოტები). პარაზიტები დაზიანებულ კანზევე ამთავრებენ თავიანთ სასიცოცხლო ციკლს. აღნიშნული პროცესი ატარებს სახელწოდებას: ,,ჭრილობის მიაზი“ და თან ახლავს მსუბუქი ან მძიმე ხარისხის ანთება დაავადების ტიპიდან და ლოკალიზაციიდან გამომდინარე.

warble-ის დაზიანება, (უფრო სწორია დაავადებას ვუწოდოთ ფურუნკულური მიაზი), ვითარდება იმ შემთხვევებში, როდესაც კვერცხი ან ლარვა ხვდება დაუზიანებელ კანზე. გარკვეული დროის მერე, ლარვა აღწევს 1-ზე მეტ სანტიმეტრს სიგრძეში. გულდასმითი დაკვირვებით შესაძლოა აღმოვაჩინოთ კანზე ,,აკვალანგის მილი“, რომელიც ფარავს ფურუნკულს და მოძრაობს ამ უკანასკნელის პალპაციისას.

მკურნალობის არჩევით მეთოდებს მიეკუთვნება ქირურგიული გზით გამომწვევის მოცილება, თუმცა მიღებული მეთოდია ფურუნკულის რღმულის ვაზელინით ამოვსება.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..