წყალტუბო

წყალტუბოს სასტუმროებს, დასასვენებელ სახლებს, საოჯახო სასტუმროებს  და საკურორტო ინფრასტრუქტურის სხვა ელემენტებს შეუძლიათ თავიანთ შესახებ ინფორმაცია განათავსონ ამ გვერდის ბოლოში, კომენტარების ველში.

წყალტუბო – ადმინისტრაციული მდებარეობა – წყალტუბოს რაიონი. გეოგრაფიული მდებარეობა – მდ. წყალტუბოსწყლის (გუბისწყლის მარცხენა შენაკადი) ნაპირები. სიმაღლე ზღვის დონიდან – 95 – 120 მ. რელიეფი – ვაკე
წყალტუბო – კლიმატი – სუბტროპიკული. ზამთარი რბილი, უთოვლო. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 5,30C. ზაფხული ძალიან თბილი, ზომიერად ნოტიო. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 23,80C. ნალექების წლიური რაოდენობა – 1700-1800 მმ. ჰაერის საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა – 73%. მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში – 2000-2050 საათი
წყალტუბო – ფლორა – მარადმწვანე ბუჩქნარი და ფოთლოვანი (მუხა, წიფელი, რცხილა) ტყეები
წყალტუბო – ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: სუსტად რადიოაქტიური (40-100 ბკ/მ3), რადონული, აზოტიანი, ქლორიდულ-ჰიდროკარბონატულ-სულფატური, ნატრიუმიან-კალციუმიან-მაგნიუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 0,7-0,9 გ/დმ3, ტემპერატურით 350C  – 370C; კარსტული გამოქვაბულები
წყალტუბო – მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის აბაზანები და ინჰალაციები, სპელეოთერაპია. .. >> საქართველოს კურორტები

.

.

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..