ხერხემლის რენტგენოგრაფია

ხერხემლის რენტგენოგრაფია  საშუალებას იძლევა, რომ შეფასდეს ძვლოვანი ქსოვილის სიმკვრივე, აგებულება, ეროზიების არსებობა და მალებს შორის ურთიერთკავშირი, მალთაშუა დისკების სტრუქტურისა და მდებარეობის ცვლილებები, შესაძლო ტრავმების არსებობა. სახსრების რენტგენოგრამაზე შესაძლებელია გამოვლინდეს ასევე სითხის დაგროვება მათ ღრუებში, ოსტეოფიტების არსებობა, სახსრის ნაპრალის შევიწროება და ნორმალური სტრუქტურის ცვლილება. ხერხემლის რენტგენოგრამაზე შესაძლებელია მივიღოთ  მთელი ხერხემლის ან მისი ცალკეული ნაწილის გამოსახულება.


საქართველოდან ბევრი მიმართავს უცხოურ კლინიკებს, დიაგნოზის გადასამოწმებლად, კონსულტირებისა და თუ აუცილებელია – სამკურნალოდაც. განსაკუთრებით ხშირია დიაგნოზის გადამოწმება. უცხო ქვეყნების სამედიცინო ინფრასტუქტურაში გარკვევა, კლინიკებისა და ექიმების არჩევა, რომლებიც ყველაზე უკეთ და მისაღებ ფასებში გადაჭრიან თქვენს პრობლემებს, საკმაოდ რთულია. ამაში დაგეხმარებიან სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული ფირმები. შეკითხვები უნდა გააგზავნოთ სპეციალური ფორმიდან. საკონტაქტო ფორმაზე გახვალთ ამ ტექსტზე დაკლიკებით. წერილს მიიღებენ სამედიცინო ტურიზმის წამყვანი ფირმები. პირველი შეკითხვაზე პასუხი უფასოა. ენა ქართული. შეეცადეთ შეკითხვა და თქვენი მდგომარეობა ჩამოაყალიბოთ ზუსტად: რა პრობლემა გაქვთ და რა მოთხოვნები გაქვთ კლინიკის მიმართ.


ხერხემლის რენტგენოგრაფიის ჩვენებები:

  • ტკივილი ზურგში ან კიდურებში
  • ოსტეოქონდროზი, ოსტეოპოროზი
  • კიდურების მგრძნობელობის დაკარგვა, სისუსტე
  • სკოლიოზი, კიფოზი, ლორდოზი
  • მოტეხილობები, ამოვარდნილობები
  • სიმსივნური პროცესები
  • ინფექციური დაავადებები (ხერხემლის ტუბერკულოზი)
  • თანდაყოლილი კისერმრუდობა
  • ართრიტი  და მეტაბოლური სინდრომი
  • პროცედურა აუცილებელია ხერხემალზე გადატანილი ოპერაციის  შემდეგ

ხერხემლის რენტგენოგრაფიისას შესაძლებელია გამოვლინდეს სპონდილოლისთეზი (მალის წანაცვლება), მოტეხილობა, მალის ამოვარდნილობა, მალების კომპრესია, კიფოზი, სკოლიოზი, ლორდოზი. ხერხემლის რენტგენოგრაფია  ასევე გამოიყენება სხვა დაავადებების დასადასტურებლად, როგორიცაა მაგალითად განვითარების მანკები – კისერმრუდობა, ხერხემლის საკრალიზაცია ან ლუმბალიზაცია, ხერხემლის ნახევრის განუვითარებლობა, კლიპელ – ფეილის სინდრომი; დეგენერაციული ცვლილებები – ოსტეოფიტები, ოსტეოართრიტი, მალთაშუა დისკებს შორის მანძილის შემცირება; ხერხემლის ტუბერკულოზი ან პოტის დაავადება; კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი სიმსივნეები; სისტემური დაავადებები – რევმატოიდული ართრიტი, შარკოს დაავადება, მაანკილოზებელი სპონდილიტი, ოსტეოპოროზი, პეჯეტის დაავადება, თუმცა ასეთ შემთხვევებში აგებულების ანატომიური თავისებურებებისა და მალთაშუა სივრცეების თავისებურებების ინტერპრეტაცია უნდა მოხდეს ანამნეზისა და კლინიკური სურათის გათვალისწინებით. რენტგენოგრაფიის შედეგების მიხედვით საბოლოო დიაგნოზის დასმისათვის ზოგჯერ საჭირო ხდება დამატებითი გამოკვლევების ჩატარება, მათ შორის მიელოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია.

შესაძლებელია ასევე ხერხემლის ფუნქციური რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკა. ხერხემლის სვეტის შეფასება ხდება მოძრაობისას, პაციენტი ასრულებს ექიმის მითითებით ვარჯიშებს.

დიდი სიფრთხილეა საჭირო ხერხემლის ტრავმული დაზიანების დროს გამოკვლევისას, განსაკუთრებით კისრის მიდამოს დაზიანებისას. მოცემულ შემთხვევაში რენტგენოგრაფია უნდა შესრულდეს ავადმყოფის საკაცეზე წოლისას., რადგანაც პაციენტის გადაადგილებამ შესაძლებელია გამოიწვოს ან გააღრმავოს ზურგის ტვინის დაზიანება.

ხერხემლის რენტგენოგრაფიას გააჩნია გარკვეული უკუჩვენებები, მათ შორის ორსულობა, განსაკუთრებით პირველ სემესტრში, გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევებისა, როდესაც სარგებელი აღემატება ნაყოფის გართულებების რისკს. ასევე ბარიუმით გამოკვლევის ჩატარების შემთხვევაში ხერხემლის რენტგენოგრაფია  უნდა ჩატარდეს კვლევიდან მინიმუმ ოთხი დღის შემდეგ.

განსაკუთრებითი მომზადება ხერხემლის რენტგენოგრაფიას არ სჭირდება, გარდა წელის მიდამოს გამოკვლევისა. ამ შემთხვევაში ინიშნება დიეტა – ხდება აირების წარმომქმნელი პროდუქტების ამოღება და ფერმენტული პრეპარატების მიღება, გამოკვლევის წინა დღეს კი აუცილებელია საკვებისაგან თავის შეკავება და გამწმენდი ოყნის გაკეთება.  ანალიზები, დიაგნოსტიკა >>


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.