ტრიქოპტილოზი

ტრიქოპტილოზი

ტრიქოპტილოზი ანუ მტვრევადი თმა – ეს არა მხოლოდ არაესთეტიურია, არამედ წარმოადგენს რომელიმე სახის უკმარისობის გარეგნულ გამოვლინებას. მტვრევადი თმა მედიცინაში ატარებს ტრიქოპტილოზის სახელწოდებას და მას ვხვდებით თმების სიმშრალის დროს, ბოლოების დაყოფისას. როგორც წესი, ასეთი თმები უსიცოცხლოა, უხეში და მიდრეკილია ცვენისა და სისუსტისაკენ. თმის ღერების განშრევებას მივყავართ ჯერ ღეროს სისუსტემდე, შემდეგ კი გაცვენამდე.

მტვრევადი თმა გვხვდება როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში სტრესის, არასრულფასოვანი კვების, ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატის მიღების, თმის არასწორი მოვლის ან შეღებვის, ცხელი ფენით შრობის, ქლორირებული წყლის გამიყენების და ქიმიური დახვევის დროს. როგორც წესი, თმასთან დაკავშირებული ასეთი პრობლემა მარტივად გადასაწყვეტია და საკმარისია მხოლოდ გამომწვევი მიზეზის გამოვლენა და არასახარბიელო ფაქტორების გამორიცხვა, ასევე თმების სწორი მოვლა.

მტვრევადი თმა – ეს არაა პათოლოგია, თუმცა ზოგჯერ თმის საფარველის მდგომარეობა შესაძლოა მეტყველებდეს შინაგანი ორგანოების დაავადების არსებობაზე. დაახლოებით 87% შემთხვევაში მტვრევადი თმის ბოლოების განვითარება ხდება გარემო ფაქტორების აგრესიული ზემოქმედების შედეგად და თანდაყოლილ პათოლოგიებზე მხოლოდ 3-4% მოდის. თხელი და სიმშრალისკენ მიდრეკილი თმა მისივე სტრუქტურიდან გამომდინარე ადვილად მტვრევადია, ამიტომ მისი სწორი მოვლა აუცილებელია. 20-30 სმ-ზე გრძელი თმა, როგორც წესი ისედაც მიდრეკილია ბოლოების გაყოფისაკენ მისი სასიცოცხლო ციკლიდან გამომდინარე. გრძელი თმა მძიმეა, ამიტომ ამ სიმძიმის ძალის ზემოქმედების შედეგად ფოლიკულები იწყებს აშრევებას, რასაც მივყავართ კერატინის შრის მთლიანობის დარღვევამდე. თმის ღერი იზრდება დაახლოებით შვიდი წლის მანძილზე და აგრესიული ზემოქმედების შედეგად ის საკმაოდ დიდ პრობლემას უქმნის თმის პატრონს.

ტრიქოპტილოზი გამოვლინდება მაშინაც, როდესაც ქალბატონები გადამეტებულად მიმართავენ: თმის ხშირ ღებვას, ქიმიურ დახვევას, შრობა ძალიან ცხელი ან ცივი ჰაერით. ყველაფერი ეს იწვევს თმის ღერების გაყოფას. თმის მდგომარეობაზე ასევე მოქმედებს გარშემო არსებული ფაქტორების მდგომარეობა: ქლორირებული ან მძიმე წყალი, ულტრაიისფერი გამოსხივება. გოგონებმა, რომლებიც ხშირად სტუმრობენ სოლარიუმს, აუცილებლად უნდა გამოიყენონ თმის დამცავი საშუალებები ულტრაიისფერი გამოსხივების საწინააღმდეგოდ. ერთ რომელიმე არასახარბიელო ფაქტორს ორგანიზმი ასე თუ ისე უმკლავდება, თუმცა ასეთი ფაქტორების ერთობლიობა აუცილებლად ტოვებს თმის სიჯანსაღის მდგომარეობაზე კვალს.

მტვრევადი თმა, როგორც წესი, ყველაზე ხშირად გამოუვლინდებათ იმ ქალებს, რომლებიც ბოროტად იყენებენ თმის საშრობ ფენს. ცხელი ჰაერისა და სავარცხლის გახურებული კბილების ერთობლივი ზემოქმედება აუცილებლად ხდის თმას სუსტსა და თხელს, მსხვრევადსა და გაყოფადს. თმის, კანისა და ფრჩხილების მდგომარეობის გაუარესება, როგორც წესი ორგანიზმში იწვევს А, В, С და Е ვიტამინების ნაკლებობას. გარდა ამისა, თმები შეიძლება იყოფოდეს ანემიის დროს, პარაზიტარული დაავადებებისას, ქრონიკული ინფექციებისას. როგორც წესი, ადამიანები, რომელთაც ეს პრობლემა აწუხებთ, მიდიან არა ექიმ-ტრიქოლოგთან, არამედ სტილისტთან. თმის შეჭრა და სხვა კოსმეტიკური საშუალებები ზოგჯერ გვეხმარება, თუმცა დროებით და რამოდენიმე ხნის შემდეგ თმის მდგომარეობა ისევე შესამჩნევად უარესდება. მას შემდეგ, რაც ჩატარდა კვლევები ექიმთან, აღმოჩნდა, რომ რომ ასეთ დროს ადამიანს აქვს ორგანიზმის დუნედ მიმდინარე ანთებითი დაავადება.

გაყფილი ბოლოების შემთხვევაში პაციენტი საჭიროებს კომპლექსურ მკურნალობას, მათ შორის კოსმეტიკურ პროცედურებსაც, პოლივიტამინების მიღებას, კვების კორეგირებას, ძირითადი დაავადების მკურნალობას, თუ ასეთი არსებობს. აუცილებელია გაყოფილი ბოლოების მოჭრა, თმის ლამინირება საშუალებას გვაძლევს გავაუმჯობესოთ მისი მდგომარეობა, თუმცა ის მოქმედებს მხოლოდ რვა კვირამდე, რომლის შემდეგაც აქტიური კომპონენტი წყვეტს თმის დაცვას.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..